ნონეა (ლათ. Nonea) — ერთ- ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. დაფარული არიან ბუსუსებით ან უხეში ბეწვით. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ციმოზური ყვავილედი დაყვავილების შემდეგ გრძელდება და მტევნისებრი ხდება; თანაყვავილი ფოთლისებრია. ჯამი მილისებრ-ზარისებურია, 5-ფოთოლაკიანი, ეს ფოთოლაკები სამკუთხედია. გვირგვინი ცისფერ-იისფერი ან ყვითელი; მტვრიანები შიგნით მოქცეული ან ოდნავ გამოშვერილი; სამტვრეები წაგრძელებული, წამახვილებული ან ბლაგვი. ნასკვი 4-განყოფილებიანი. ყვავილის სვეტი გვირგვინისგან გამოკვეთილი არ არის; დინგი ბურთისებრი ან ბოლოში გაპობილია. გინობაზა ბრტყელი. ნაყოფიკაკლუჭა, შიშველი ან, იშვიათად, შებუსული.[1]

ნონეა

ყვითელი ნონეა (Nonea lutea)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ნონეა
ლათინური სახელი
Nonea Medik., 1789
სინონიმები
სია

ცნობილია 50-მდე სახეობა.[2] გავრცელებული არიან აფრიკაში, დასავლეთ აზიაში, ევროპაში.[1]

სახეობები

რედაქტირება
 
Nonea rossica
 
Nonea micrantha
  1. 1.0 1.1 „Nonea“. Flora of China (ინგლისური). Beijing-St. Louis: Science Press / Missouri Botanical Garden. 16: 358. 1995. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. Nonea Medik. | Kew Science en. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2021