ყვითელი ნონეა (ლათ. Nonea lutea) — ორ- ან ერთწლოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 14–40 სმ სიმაღლის, აღმავალი ან სწორი, მარტივი ან დატოტვილი ღერო. მთელი მცენარე შებუსულია გაფარჩხული ბეწვით. ფოთლები მოგრძოლანცეტა ფორმისაა. ქვედა ფოთლები ყუნწად არის შევიწროებული, ხოლო ზედა ფოთლები მჯდომარეა, კიდემთლიანი ან კიდედაკბილული. ყვავილედი ცალმხრივია, გვირგვინი ლიმონისფერ-ყვითელია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მარტ-მაისში.[1]

ყვითელი ნონეა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ნონეა
სახეობა:  ყვითელი ნონეა
ლათინური სახელი
Nonea lutea (Desr.) DC., 1805
სინონიმები
სია
    • Echioides lutea (Desr.) Poir., 1819
    • Anchusa divaricata Murray, 1776
    • Asperugo divaricata Murray, 1776
    • Lycopsis lutea Desr., 1792
    • Lithospermum frondosum Salisb., 1796
    • Lycopsis ciliata Willd., 1798
    • Anchusa dubia Nocca, 1800
    • Lithospermum orientale Georgi, 1800
    • Anchusa lycopsidis D.M.Retz., 1810
    • Lycopsis setosa Lehm., 1818
    • Nonea dubia Steud., 1840
    • Anchusa setosa Caruel, 1886

გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში. გვხვდება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. იზრდება ველებსა და ქვიან ფერდობებზე, კლდოვან ადგილებში.[1]

  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 110.