ყვითელი ნონეა
(გადამისამართდა გვერდიდან Nonea lutea)
ყვითელი ნონეა (ლათ. Nonea lutea) — ორ- ან ერთწლოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 14–40 სმ სიმაღლის, აღმავალი ან სწორი, მარტივი ან დატოტვილი ღერო. მთელი მცენარე შებუსულია გაფარჩხული ბეწვით. ფოთლები მოგრძოლანცეტა ფორმისაა. ქვედა ფოთლები ყუნწად არის შევიწროებული, ხოლო ზედა ფოთლები მჯდომარეა, კიდემთლიანი ან კიდედაკბილული. ყვავილედი ცალმხრივია, გვირგვინი ლიმონისფერ-ყვითელია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მარტ-მაისში.[1]
ყვითელი ნონეა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Nonea lutea (Desr.) DC., 1805 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
|
გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში. გვხვდება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. იზრდება ველებსა და ქვიან ფერდობებზე, კლდოვან ადგილებში.[1]
გალერეა
რედაქტირება-
ზედხედი
-
ფოთლები და ღერო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 110.