სამტვრე
სამტვრე (ლათ. anthera — მტვრიანის ძირითადი ნაწილი. შედგება ორი სიმეტრიული ნახევრისაგან, რომელთაც ყოფს შუასაბამი. იგი, უმეტესად წვრილია და მტვრიანის ძაფის გაგრძელებას წარმოადგენს. მცენარეთა უმრავლესობის სამტვრის თითოეული ნახევარი გასწვრივი ტიხრით იყოფა ორ სამტვრე ბუდედ ანუ სამტვრე პარკად, სადაც ვითარდება მტვრის მარცვლები.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 35.