ნიშანსივრცე (ასევე: ხარვეზი, ჰარი) — ცარიელი სივრცე ასოებს შორის დამწერლობებში, რომელიც აშორებს სიტყვებს, წინადადებებს და სხვა წერით თუ ბეჭდვით გლიფებს (ასონიშნებს) ერთმანეთისაგან. ნიშანსივრცე ფუნქციურად სასვენი ნიშნების რიგისაა. ნიშანსივრცეთა გამოყენების წესები განსხვავდება სხვადასხვა ენებში; ზოგ ენაში ნიშანსივრცის გამოყენების რთული წესები არსებობს, ზოგშიც ისინი საერთოდ არ გამოიყენება.

ნიშანსივრცე
პუნქტუაცია
აპოსტროფი ( ’ ' )
ფრჩხილები ( [ ], ( ), { }, ⟨ ⟩ )
ორწერტილი ( : )
მძიმე ( , ، 、 )
ტირე ( , –, —, ― )
მრავალწერტილი ( …, ..., . . . )
ძახილის ნიშანი ( ! )
წერტილი ( . )
დეფისი ( )
დეფის-მინუსი ( - )
კითხვის ნიშანი ( ? )
ბრჭყალები ( ‘ ’, “ ”, ' ', " " )
წერტილ-მძიმე ( ; )
წილადის ნიშანი ( /,  ⁄  )
სიტყვის გამყოფი
ინტერპუნქტი ( · )
ნიშანსივრცე ( ) ( ) ( )
ზოგადი ტიპოგრაფია
ამპერსანდი ( & )
ვარსკვლავი ( * )
@ ნიშანი ( @ )
უკუწილადი ( \ )
სიის მარკერი ( )
კაერტის ნიშანი ( ^ )
† სიმბოლო ( †, ‡ )
გრადუსის სიმბოლო ( ° )
გადაბრუნებული კითხვის და ძახილის ნიშანები ( ¡ )
გადაბრუნებული კითხვის ნიშანი ( ¿ )
ოქტოთორპი ( # )
ნომრის ნიშანი ( )
გაყოფის ნიშანი ( ÷ )
რიგობითი ინდიკატორი ( º, ª )
პროცენტი, პრომილე ( %, ‰ )
პლუსი და მინუსი ( + − )
საბაზისო პუნქტი ( )
აბზაცის ნიშანი ( )
შტრიხი ( ′, ″, ‴ )
პარაგრაფის ნიშანი ( § )
ტილდა ( ~ )
ქვეტირე ( _ )
ვერტიკალური ხაზი ( ¦, ‖, | )
ინტელექტუალური საკუთრება
საავტორო უფლების ნიშანი ( © )
დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი ( ® )
მომსახურების ნიშანი ( )
მომიჯნავე უფლებების ნიშანი ( )
სავაჭრო ნიშანი ( )
ვალუტის ნიშნები
ვალუტის ნიშანი (საერთო) ( ¤ )
ვალუტის ნიშანი (კონკრეტული)
( ฿ ¢ $ ƒ £ ¥ )
იშვიათი ტიპოგრაფია
ასტერიზმი ( )
ფლერონი ( )
ინდექსი ( )
ინტერობანგი ( )
ირონული ნიშანი ( )
რომბის ნიშანი ( )
შენიშვნა ( )
კვანძი ( )
სხვა
დიაკრიტიკული ნიშნები
ლოგიკური სიმბოლოები
ციტატების ნიშნები ( « », „ ” )
სხვა დამწერლობებში
ჩინური პუნქტუაცია
ებრაული პუნქტუაცია
იაპონური პუნქტუაცია
კორეული პუნქტუაცია

საამწყობო საქმეში იყენებენ სხვადასხვა სინგრძის ნიშანსივრცეს საჭიროების მიხედვით. საბეჭდი მანქანის შემთხვევაში კი, ღილაკების რაოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად საბეჭდი მანქანების უმრავლესობას აქვს მხოლოდ ერთი სიგანის ნიშანსივრცე, რომლის დასმა ხდება ნიშანსივრცის სპეციალურ ღილაკზე დაჭერით.

ტექსტის კომპიუტერული წარმოდგენისას ყოველგვარი ფიზიკური და მექანიკური შეზღუდვა იხსნება ნიშნების კოდირების ნებისმიერ თანამედროვე გარემოში (მაგ., უნიკოდი), სადაც სხვადასხვა სიგანის, სტილის ან ენისთვის დამახასიათებელი ნიშანსივრცეს მინიჭებული აქვს უნიკალური კოდი.

თანამედროვე ინგლისური ენა ნიშანსივრცეს იყენებს სიტყვების ერთმანეთისგან დასაშორებლად თუმცა ყველა ენაში ეს მიდგომა არ გამოიყენება. ნიშანსივრცე სიტყვების დასაშორებლად არ გამოიყენებოდა ლათინურ ენაში ჩვ. წ. 600–800 წლებამდე. ძველ ებრაულ, არაბულ და ფინიკიურ ენებში ნიშნასივრცე არ გამოიყენებოდა, თუმცა იყენებდნენ სიტყვათგამყოფებს რომლითაც აკომპენსირებდნენ ხმოვანი ასოების ნაკლებობას. ადრეულ ბერძნულ ნაწერებში სიტყვების გასაყოფად ნიშანსივრცის ნაცვლად იყენებდნენ ინტერპუნქტებს, თუმცა ინტერპუნქტების გამოყენება მალევე ჩანააცვლა Scriptura continua სტილმა, რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაა კლასიკურ ბერძნულსა და კლასიკურ ლათინურში. ბერძნულში ნიშანსივრცის გამოიყენება ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე. სიტყვების გასაყოფად ნიშნასივრცეების გამოყენების ადრეული მაგალითები იკვეთება ლათინურ ანბანბანში, სადაც ამგვარად გამოყენებულია ძალიან იშვიათ ხელნაწერებში, თუმცა კი, შემდეგ ამგვარი გამოყენება დავიწყებას მიეცა. ნიშანსივრცე ხელახლა ენაში დაინერგა ირლანდიელი და ანგლო-საქსონელი მწიგნობრების მიერ, შემდგომ კი ალკუინე იორკელის კაროლინგების მინუსკულის შექმნით, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა, მათ შორის ებრაულ და არაბულ ენებში. ირლანდიელი და ანგლო-საქსონელი მწიგნობრების მიერ ნიშანსივრცის დამატებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ტექსტების კითხვადობა და ახალი ეტაპი აღმოჩნდა მსოფლიო დამწერლობების განვითარებაში. ნიშანსივრცის გამოყენება სტანდარტად დამკვიდრდა რენესანსულ იტალიაში და საფრანგეთში, შემდგომ ბიზანტიაში მე-16 საუკუნის მიწურულს. შემდგომ მისი გამოყენება შევიდა სლავური ენების კირილიკურ დამწერლობაში მე-17 საუკუნეში, ხოლო სანსკრიტში მხოლოდ თანამედროვე ეპოქაში შევიდა. ტრადიციულ ჩინურ, იაპონურ და კორეულ ენებში ნიშანსივრცე არ გამოიყენება. თანამედროვე ჩინურსა და იაპონურში (გარდა კანჯის გამოყენებისა) ნიშანსივრცე არ გამოიყენება, ხოლო თანამედროვე კორეულში ნიშანსივრცე გამოიყენება.

რუნულ ტექსტებში სიტყვების გამყოფებად გამოიყენება ინტერპუნქტის მსგავსი ან ორწერტილის მსგავსი ნიშნები. უნიკოდის ცხრილში ამ სიმბოლოებისთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები: U+16EB რუნული ერთმაგი პუნქტუაცია ᛫ და U+16EC რუნული მრავალმაგი პუნქტუაცია ᛬

ქართულ ენაში

რედაქტირება

ქართულ ენაში ნიშანსივრცის გამოყენება ბერძნულ ენაში შესვლის პარალელურად დამკვიდრდა. მე-10 საუკუნის ქართულ ხელნაწერებში, ისეთებში როგორებიცაა პარხლის ოთხთავი, ჯრუჭის სახარება, ნიშანსივრცეები გამოიყენება. ამგვარად ნიშანსივრცის გამოყენებას ქართულ დამწერლობაში ათასწლოვანი ტრადიცია გააჩნია. ამასთან, უძველეს მხედრულ ხელნაწერებში სიტყვების გამოყოფად გამოყენებულია ორწერტილის მაგვარი ქართული პუნქტუაციის ნიშანი.

ჩვეულებრივი ნიშანსივრცე

რედაქტირება
გამოიყურება უნიკოდი HTML
სახელწოდება კოდი ათობითი თექვსმეტობითი
« » SPACE U+0020    

სხვა კოდები

რედაქტირება
ნიშანსივრცის სხვადასხვა ზომები
ნიშანსივრცე ნიშანსივრცე ნიშანსივრცე
 
     

ლიტერატურა

რედაქტირება