ნინოშვილის მწვერვალი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალ
ნინოშვილის მწვერვალი — კლდოვანი მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადის — ზესხოს სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3500 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და ქვედაიურული ასპიდური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. 1938 წელს მწვერვალზე ავიდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და უწოდა ეგნატე ნინოშვილის სახელი.
ნინოშვილის მწვერვალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°55′19″ ჩ. გ. 43°15′02″ ა. გ. / 42.92194° ჩ. გ. 43.25056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3500 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი და ფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 440.