ნიკოლოზ დიასამიძე (პუბლიცისტი)
ნიკოლოზ დიასამიძე (დ. 1845, გორის მაზრა — გ. 13 აგვისტო, 1897, ბრილი, გორის მაზრა) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მეცენატი.
ნიკოლოზ (ნიკო) დიასამიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1845 გორის მაზრა |
გარდაცვალების თარიღი |
13 აგვისტო, 1897 (52 წლის) ბრილი, გორის მაზრა |
დაკრძალულია | ბრილი, გორის მაზრა |
ეროვნება | ქართველი |
ქვეშევრდომობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მეცენატი |
წოდება | თავადი |
შვილ(ებ)ი | გრიგოლ დიასამიძე |
მშობლები | მამა: დავით დიასამიძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლოზ (ნიკო) დიასამიძე იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მეცენატი. დაიბადა 1845 წელს, საქართველო-იმერეთის გუბერნიაში, გორის მაზრაში. 1877 წელს აღალო თუთაევთან ერთად გორში თავისი ხარჯით გადააკეთა ძველი როტონდა და იქ თეატრი დააარსა; მას საკუთარ სახლებში (თბილისში, სოფლები: საქაშეთი, ბრილი) მოწყობილი ჰქონდა სალონები, სადაც მართავდა ლიტერატურულ შეხვედრებს (ე. წ. „ორშაბათები“), თეატრის წარმოდგენებს; 1877 წელს მისი აქტიური მონაწილეობით სოფელ რუისში საქველმოქმედო მიზნით დაარსდა საზოგადოებრივი ბანკი, რომელსაც ერთხანს კონსტანტინე მამაცაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა; 1892 წელს, გორის მაზრის სოფელ ბრილში (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი), მის სახლში, მისივე მონაწილეობით ჩატარდა გაზეთ „კვალის“ დამფუძვნებელი კრება; გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს სოციალურ და განათლების საკითხებზე; მოკლეს ბრილელმა გლეხებმა; ამ ფაქტს აკაკი წერეთელმა, რომელსაც მასთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, უძღვნა ლექსი „ნიკო დიასამიძის სახსოვრად“. დაკრძალულია სოფელ ბრილში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 402.