ნიზამი განჯევის ძეგლები
ნიზამი განჯევი — სპარსული პოეზიის კლასიკოსი, რომელიც ქალაქ განჯაში დაიბადა. პოეტის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მისი ძეგლებია დადგმული.
აზერბაიჯანი
რედაქტირებაძეგლი განჯაში — განჯაში ნიზამი განჯევის პირველი ძეგლი დამონტაჟდა 1946 წელს. ძეგლის არქიტექტორები იყვნენ სადიქ დადაშოვი და მიქაილ ჰუსეინოვი, სკულპტორი — აზერბაიჯანის სსრ სახალხო მხატვარი ფუად აბდურახმანოვი. 2009 წელს ჩატარდა ძეგლის რესტავრაცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
ძეგლი ბაქოში (1949) — 1949 წლის აპრილში ისევ სადიქ დადაშოვი და მიქაილ ჰუსეინოვის არქიტექტორობით ბაქოში პოეტის ძეგლი დადგეს. ძეგლი წარმოადგენს 6 მეტრი სიგრძის ქანდაკებას, რომელიც დგას 9 მეტრის სიგრძის კვარცხლბეკზე[1].
ძეგლი განჯაში (2012) — 2012 წლის 21 იანვარს, განჯევის მეორე ძეგლის გახსნა განჯაში მემორიალურ კომპლექს „ხამსეში“ გაიმართა[2].
რუსეთი
რედაქტირებაძეგლი მოსკოვში — მონუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის საელჩოს შენობასთან მდებარეობს. იგი 1991 წელს გაიხსნა. ძეგლის მოქანდაკე ძმები ზეინალოვები, ხოლო არქიტექტორები კი ასკეროვი და ალიევი არიან[3].
ძეგლი სანქტ-პეტერბურგში — ძეგლი გაიხსნა 2002 წლის 9 ივნისს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. გიორიუშ ბაბაევის სკულპტურა აზერბაიჯანის მხრიდან იყო საჩუქარი ქალაქის 300 წლისადმი[4].
ძეგლი დერბენტში — ძეგლი1992 წელს ნიზამი განჯევის პარკში დაიდგა. 2015 და 2017 წლებში ძეგლი უცნობი პირების მიერ დაზიანდა, რის შემდეგაც ძეგლისა და პარკის აღდგენა მოხდა[5].
ძეგლი ჩებოქსარში — 2004 წლის თებერვალში დამონტაჟებული ძეგლი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მისი მოქანდაკე ცნობილი აზერბაიჯანელი სკულპტორი ომარ ელდაროვია[6].
უკრაინა
რედაქტირებაძეგლი ხარკივში — 2021 წლის 16 სექტემბერს უკრაინის ქალაქ ხარკივში, უკრაინა-აზერბაიჯანის მეგობრობის ქუჩაზე, ფეიერბახის მოედანზე, „ნიზამის წლის“ ეგიდით, გაიმართა პოეტის ძეგლის გახსნა. მისი სკულპტორი კატიბ მამედოვია[7]
იტალია
რედაქტირებაძეგლი რომში — რომში, ნიზამის ძეგლი დამონტაჟდა პოეტის 870 წლის დაბადების დღეს. ამის განკარგულება გასცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ძეგლი მდებარეობს ვილა ბორგეს პარკში. პროექტის ავტორები იყვნენ აზერბაიჯანელი მხატვრები სალჰაბ მამედოვი და ალი იბადულაევი. 2012 წლის 20 აპრილს შედგა ძეგლის გახსნა[8].
ჩინეთი
რედაქტირებაძეგლი პეკინში — განჯევის ძეგლი პეკინში მდებარეობს ჩაოიანის პარკში. ძეგლის ავტორია ჩინელი მხატვარი იუან სიკუნი. ძეგლი დადგეს ჩინურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების 20 წლისთავის პატივსაცემად[9].
მექსიკა
რედაქტირებაძეგლი აკაპულკოში — ძეგლს საფუძველი ჩაეყარა 2011 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების დროს[10].
მოლდოვა
რედაქტირებაძეგლი კიშინიოვში — ძეგლი მდებარეობს მოლდოვის დედაქალაქში, კიშინიოვში, ნიზამი განჯევის სახელობის პარკში. ძეგლი 2005 წელს გაიხსნა, ხოლო 2012 წლის 12 ნოემბერს მოლდოვაში აზერბაიჯანის კულტურის დღეების ფარგლებში როგორც ნიზამის ძეგლს, ასევე მისივე სახელობის პარკს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოქანდაკე იყო აკიფ ასკაროვი, ხოლო არქიტექტორი მოლდოველი და საბჭოთა არქიტექტორი სემიონ შოიხეტი[11].
უზბეკეთი
რედაქტირებაძეგლი ტაშკენტში — ტაშკენტში ძეგლი ბაბურის პარკშია დამონტაჟებული. ძეგლის სკულპტორი ილჰამ ჯაბაროვია. ძეგლის გახსნა 2004 წლის 23 მარტს შედგა, რომლის ცერემონიალზე აზერბაიჯანისა და უზბეკეთის პრეზიდენტები იღებდნენ მონაწილეობას[12].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Парк и памятник Низами в Баку. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-10. ციტირების თარიღი: 2018-09-22.
- ↑ В мемориальном комплексе «Хамсэ» в Гяндже открылся памятник Низами Гянджеви - azertag.az
- ↑ Москвоведение от А до Я
- ↑ Владимир Путин и Президент Азербайджана Гейдар Алиев открыли памятник Низами в Петербурге - kremlin.ru
- ↑ В Дербенте восстановили памятник Низами Гянджеви - report.az
- ↑ В Чебоксарах открыли памятник Низами Гянджеви
- ↑ В Харькове установлен памятник Низами Гянджеви
- ↑ В Риме отрыт памятник Низами Гянджеви
- ↑ В Пекине завершен памятник азербайджанскому поэту Низами Гянджеви
- ↑ В мексиканском городе Акапулько будет установлен памятник Низами Гянджеви. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-10. ციტირების თარიღი: 2018-09-22.
- ↑ В Кишиневе открылся обновленный парк имени Низами Гянджеви - news.day.az
- ↑ Современные памятники Ташкента