ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აკიფ იზათულა ოღლუ ასკაროვი (აზერ. Akif İzzətulla oğlu Əsgərov; დ. 1 მაისი, 1940, ნახიჩევანი) — აზერბაიჯანელი მოქანდაკე, აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი (2018), აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მუშაკი (2002), აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

აკიფ ასკაროვი
დაიბადა 1 მაისი, 1940(1940-05-01)
დაბადების ადგილი ნახიჩევანი
გარდაიცვალა 18 ნოემბერი, 2023(2023-11-18) (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
ჟანრი ქანდაკება

ბიოგრაფია

რედაქტირება

აკიფ ასკაროვი დაიბადა 1940 წლის 16 იანვარს ქალაქ ნახიჩევანში.[1] საშუალო სკოლაში დამთავრების შემდეგ ბაქოში ჩავიდა. 1958 წელს ჩაირიცხა აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლაში.

1963 წელს კოლეჯის დამთავრების შემდეგ ასკაროვი გაემგზავრა ლენინგრადში და ჩაირიცხა რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტში.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ასკაროვი დაბრუნდა ბაქოში. მიიღეს სსრკ სამხატვრო აკადემიის შემოქმედებით სახელოსნოში, სადაც ის სახელმწიფო შეკვეთებს ახორციელებდა რესპუბლიკის სამხატვრო ფონდის ხაზით.

1997 წელს მოქანდაკის პერსონალური გამოფენა გაიმართა ბაქოში.

2018 წლის 27 მაისს მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო მხატვრის წოდება.[2]

ბაქოში დგას აკიფ ასკაროვის ცნობილი ნამუშევრები: იუსიფ მამედალიევის და ბულბულის ქანდაკებები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Əsrlərin qovuşağında: Akif Əsgərov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-27. ციტირების თარიღი: 2013-10-28
  2. President.Az. (27.05.2018) Azərbaycan Respublikasının mədəniyyət xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı az. President.az. ციტირების თარიღი: 2018-05-27.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკიფ_ასკაროვი“-დან