აზიმ აზიმზადე
აზიმ ასლან-ოღლუ აზიმზადე (დ. 7 მაისი [ ძვ. სტ. 25 აპრილი], 1880, სოფ. ნოვხანი, ბაქოს მახლობლად — გ. 15 ივნისი, 1943, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი გრაფიკოსი. აზერბაიჯანის სსრ სახალხო მხატვარი (1927). აზერბაიჯანული სატირული გრაფიკის ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასპეციალური განათლება არ მიუღია. მისი კარიკატურები და სატირული ნახატები სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე 1906 ქლიდან ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალში 1929–1936 წლებში იყო აზერბაიჯანის სამხატვრო ტექნიკუმის დირექტორი. აზიმზადეს მთავარი ნამუშევრებია: „ძველი ბაქოს ტიპები“ (1937), „ღარიბების რამაზანი“, „მდიდრების რამაზანი“ (1938, ყველა — აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმი, ბაქო) და სხვა ნამუშევრები. ომის წლებში აზიმზადემ შექმნა მრავალი ანტიფაშისტური კარიკატურა. მუშაობდა თეატრის მხატვრად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Наджафов М., Азим Азимзаде, Баку, 1965;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 212.