ომარ ელდაროვი
ომარ ჰასან-ოღლი ელდაროვი (დ. 21 დეკემბერი, 1927, დერბენტი, დაღესტნის ასსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი მოქანდაკე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო მხატვარი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიის რექტორი, „ჰეიდარ ალიევის“ ორდენის ლაურეატი (2017).[2]
ომარ ელდაროვი აზერ. Ömər Eldarov | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 21 დეკემბერი, 1927[1] (97 წლის) |
დაბ. ადგილი | დერბენტი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | მოქანდაკე |
მოქალაქეობა |
სსრკ → აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი | ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტი |
მნიშვნელოვანი პროექტები |
ჰუსეინ ჯავიდის ძეგლი 77-ე მსროლელი დივიზიის ჯარისკაცთა ხსოვნის მონუმენტი |
ჯილდოები |
„ღირსების ორდენი“, 1959 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაომარ ელდაროვი დაიბადა 1927 წლის 21 დეკემბერს დაღესტანის ასსრ-ის ქალაქ დერბენტში. 1942–1945 წლებში სწავლობდა ა. აზიმზადეს სახ. აზერბაიანის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელში. 1951 წელს დაამთავრა ი. ე. რეპინის სახ. სამხატვრო, სკულპტურისა და არქიტექტურის ლენინგრადის ინსტიტუტი. სწავლობდა ისეთ დიდ ოსტატებთან, როგორებიცაა ა. ტ. მატვეევი, მ. ა. კერზინი, ვ. ბ. პინჩუკი.
1980 წელს დუშანბეში სადრიდინ აინისადმი მიძღვნილი ანსამბლ-ძეგლისათვის (1979) დაჯილდოვდა სსრკ სახელმწიფო პრემიით. არის ორდენ „ღირსების ნიშანი“-ის კავალკერი. ბაქოში პ. ა. ჯაფარიძის ძეგლისათვის (1980) მიიღო აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემია. ოსტატის ყველაზე განთქმულ სამუშაოებს შორისაა — ფუზულის ძეგლი ბაქოში (1962, ერთობლივად სკულპტორ ტოკაი მამედოვთან), რომლისთვისაც დაჯილდოვებული იყო სსრკ სამხატვრო აკადემიის ვერცხლის მედლით, ნატავანის ძეგლი (1960, ბაქო, არქიტექტორი ე. ისმაილოვი, ფ. ლეონტიევა), ყირიმში 77-ე მსროლელი დივიზიის ჯარისკაცების ძეგლი, დირიჟორი ნიაზის პორტრეტი (1984), „მოცინარი მუშის თავი“ (1984), „მაჰატმა განდი“ (1987), „ავიცენა“ (1980), „რაბინდრანატ თაგორი“ (1987), აისელის პორტრეტი (1988), აიტენი (1988).
სათარ ბაჰლულზადეს ძეგლის, მუსლიმ მაგამაევის ბიუსტის, ჰუსეინ ჯავიდუს ძეგლის (1993), მამედ ემინ რასულზადეს ძეგლის (1995), აზიმ აზიმზადეს ძეგლის (2002), რაშიდ ბეჰბუდოვის ბარელიეფის (2006), ჩებოქსარში ნიზამი განჯევის ბიუსტის (2004), შიხალი ყურბანოვის (1992), ზარიფი ალიევის, ნიაზის, ამიროვის, ფიქრეთ ამიროვის, ჰეიდარ ალიევის, რაშიდ ბეიბუტოვის, ტოფიკ კულიევის საფლავის ქვებზე გაკეთებული ნახატების, ბაქოში დამსახურებულ მოღვაწეთა საპატიო ხეივანში დაკრძალული მუსლიმ მაგამაევის სამარხის, ვენაში უზეირ ჰაჯიბეკოვის სამარხისა და ბარელიეფის (2005), ნიაზის ბარელიეფის (2006), ნახიჩევანში ჰეიდარ ალიევის ძეგლის (2006), ანკარაში იხსან ბეი დოგრამაჩის ძეგლის (2003), შიხალი ყურბანოვის მემორიალური დაფის (1993), თოფიქ ყულიევის მემორიალური დაფის (2006), ჰეიდარ ალიევისა და აკადემიკოს ზარიფ ალიევის მემორიალური დაფების (2008) ავტორი. აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის 65-წლისთავისდმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების დროს დაჯილდოვდა „ოქროს მედლით“ აზერბაიჯანის გამომხატველობითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი ღვაწლისათვის. რუსეთის სამხატვრო აკადემიის 250-ე წლისთავის ზეიმთან დაკავშირებით დაჯილდოვდა სამახსოვრო მედლით „აკადემიისათვის გაწეული ღვაწლისათვის აკადემიის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით“ (2007)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Azərbaycanlılar Rusiya Rəssamlıq İttifaqının fəxri üzvü seçilib![მკვდარი ბმული]