ფუზულის ძეგლი (აზერ. Füzulinin heykəli) — XVI საუკუნის გამოჩენილი პოეტის — ფუზულის ძეგლი, განლაგებულია ბაქოში, მისი სახელობის მოედანზე, აზერბაიჯანის აკადემიური დრამის თეატრის შენობის წინ. ძეგლის გაიხსნა 1962 წელს. ძეგლის სკულპტორები არიან — აზერბაიჯანის სახალხო მხატვრები ტოკაი მამედოვი და ომარ ელდაროვი. ფუზულის ბრინჯაოს ძეგლი აღმართულია გრანიტის კვარცხლბეკზე. ნაცრისფერი გრანიტი მორთულია პოემა „ლეილა და მეჯნუნის“ თემის ამსახავი გორელიეფებით.[1]

ძეგლის შექმნისთვის სკულპტორები - ტოკაი მამედოვი და ომარ ელდაროვი სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდნენ.[2] [3]

  1. Р. М. Эфендизаде., Архитектура Советского Азербайджана, М.: Стройиздат, 1986. — გვ. 316. 119 გვ.
  2. Мамедов Токай Габиб оглы // 225 лет Академии художеств СССР : каталог выставки. — Изобразительное искусство, 1985. — С. 296.
  3. Эльдаров Омар Гасанович // 225 лет Академии художеств СССР : каталог выставки. — Изобразительное искусство, 1985. — С. 564.