მიქაილ ჰუსეინოვი
მიქაილ ალესქერ-ოღლუ ჰუსეინოვი (აზერ. Mikayıl Ələsgər oğlu Hüseynov; დ. 19 აპრილი [ძვ. სტ. 6 აპრილი], 1905, ბაქო — გ. 7 ოქტომბერი, 1992, იქვე) — აზერბაიჯანელი საბჭოთა არქიტექტორი და არქიტექტურის ისტორიკოსი, სსრკ სახელმწიფო არქიტექტორი (1970), აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1945).
ბიოგრაფია
რედაქტირება1922-1929 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1930–1970 წლებში ასწავლიდა იქვე. იყო, პროფესორი 1942 წლიდან, აზერბაიჯანის სსრ არქიტექტორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე 1947 წლიდან. 1946 წლამდე მუშაობდა ს. დადაშევთან ერთად. 1946 წლის შემდეგ მისი ნამუშევრებია: მ. ახუნდოვის სახელობის რესპუბლიკის საჯარო ბიბლიოთეკა (1960), აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნაგებობათა კომპლექსი (1960); სსრკ სახელმწიფო პრემია (1941). სსრკ IV და V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 698.