ნიზამის ძეგლი (მოსკოვი)

ნიზამი განჯელის ძეგლი (რუს. Памятник Низами Гянджеви (Москва)) — გამოჩენილი პოეტის, სპარსული პოეზიის კლასიკოსის ნიზამი განჯელის ძეგლი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მდებარე მუსლიმ მაგომაევის მოედანზე, აზერბაიჯანის საელჩოს შენობასთან (სახლი №16),[1] ლეონტიევის და ელისეევის შესახვევების კვეთაზე.

ნიზამის ძეგლი მოსკოვში
კოორდინატები 55°45′36″ ჩ. გ. 37°36′19″ ა. გ. / 55.76000° ჩ. გ. 37.60528° ა. გ. / 55.76000; 37.60528
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
გახსნის თარიღი 1991

ძეგლი დაიდგა 1991 წელს და არის აზერბაიჯანის საჩუქარი ქალაქ მოსკოვისთვის.[2] მისი ავტორები არიან მოქანდაკეები თ. ზეინალოვი და ე. ზეინალოვი, არქიტექტორები რ. ასკეროვი და პ. ალიევი.

ნიზამი გამოსახულია ტრადიციულ აღმოსავლურ სამოსში, ზის წიგნებით ხელში. კვარცხლბეკზე არის რუსული წარწერა.

  1. Михаил Вострышев. Москвоведение от А до Я. — М.: Эксмо, 2007. — С. 317. — 736 с ISBN 569918029X
  2. Михаил Вострышев. Москвоведение от А до Я. — М.: Эксмо, 2007. — С. 174. — 736 с. — ISBN 569918029X.