მუსლიმ მაგომაევი (მუსიკოსი)

მუსლიმ მაჰამედ-ოღლუ მაგომაევი (აზერ. Müslüm Məhəmməd oğlu Maqomayev; დ. 17 აგვისტო, 1942, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი — დ. 25 ოქტომბერი, 2005, მოსკოვი, რუსეთი) — აზერბაიჯანელი მომღერალი, ბარიტონი. ვოკალური ნიჭისა და ქარიზმის გამო მან დიდ პოპულარობას მიღწია პორტ-საბჭოთა ქვეყნებში.[1]

მუსლიმ მაგომაევი
მუსლიმ მაჰამად ოღლუ მაგომაევი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1942
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი
გარდ. თარიღი 25 ოქტომბერი, 2005
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა, ოპერა
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი
ხელმოწერა
საიტი magomaev.info
მუსლიმ მაგომაევი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მუსულმან მაგომაევი წარმოადგენდა აზერბაიჯანის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ მხატვრულ დინასტიას (მაგომაევებს). მისი ბაბუა მუსლიმ მაგომაევი (1985-1937), ცნობილი აზერბაიჯანული კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის მეგობარი და თანატოლი, იყო თანამედროვე აზერბაიჯანული კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი მამა — მაჰამად მაგომაევი, რომელიც საბჭოთა კავშირის ჯარში ჯარისკაცად მუშაობის დროს, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებამდე ორი დღით ადრე გარდაიცვალა, იყო ნიჭიერი სცენის დიზაინერი. მისი დედამ, აიშეტ კინძალოვამ (პროფესიით მსახიობი) მუსლიმ მაგომაევი ბებიასთან მიატოვა; აღნიშნულ დროს იგი ასაკით ერთი წლისაც არ იყო იყო.[2] მუსიკოს მაგომაევის მამა შერეული წარმოშობის იყო: ის და მისი მშობლები აზერბაიჯანში ჩეჩნეთიდან და საქართველოდან გადმოვიდნენ; ხოლო დედა წარმოშობით თურქი, ადიღელი და რუსი იყო.[3] თუმცა, როდესაც მას ეთნიკურობის შესახებ კითხვა დაუსვეს, იგი თავს აზერბაიჯანელად თვლიდა.

დედის მიერ მიტოვებული მაგომაევი, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბებიამ (მამის მხრიდან) აღზარდა. მან ბავშვობაში ფორტეპიანოს დაკვრა ისწავლა და 14 წლის ასაკში დაიწყო ხმის სავარჯიშოების კეთება. როგორც მოზარდი, იგი დაინტერესდა იტალიური სიმღერებით, ამერიკული ჯაზით და პოპულარული მუსიკის სხვა სტილით.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მუსლიმ მაგომედოვი 19 წლის ასაკში დაქორწინდა, მაგრამ ეს ქორწინება ერთი წელიც არ გაგრძელდა.[2] პირველი ქორწინებისას შეძენილი ქალიშვილი, სახელად მარინა,[4] ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.[2] მოგვიანებით მაგომაევი ოპერის მომღერალ თამარა სინიავსკაიზე დაქორწინდა.[2]

გვიანი წლები

რედაქტირება

2000-იანი წლების დასაწყისში მაგომიევმა ოფიციალურად შეწყვიტა მუსიკალური კარიერა და ამ პირიოდის შემდეგ, მეუღლესთან ერთად, მხოლოდ რამდენიმე მუსიკალური სპეკტაკლი გამართა. იგი გარდაიცვალა 2008 წლის 25 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარ ბინაში გულის შეტევით.[5][6] იგი დაკრძალეს ღირსების ხეივანში, მშობლიურ ქალაქ ბაქოში, ბაბუის გვერდით, 29 ოქტომბერს.[7][8] მას დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მაგომოევის ქვრივი თამარა სინიავსკაია, მისი ქალიშვილი მარინა, ასევე სახელმწიფო მოხელეები და საერთაშორისო დელეგაციები. ათასობი ადამიანი მოვიდა, რათა მომჭერლისთვის საბოლოოდ მიეგოთ პატივი.[9]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. После тяжeлой болезни ушeл из жизни легендарный певец Муслим Магомаев [After a serious illness legendary singer Muslim Magomayev dies]. Channel One (Russia). 25 October 2008. Retrieved 23 July 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 „Muslim Magomayev: popular singer known as the "Soviet Sinatra". Times Online. 28 October 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 29 October 2008.
  3. Муслим Магомаев "Любовь моя — мелодия" (PDF). magomaev.info (in Russian). 1999. Retrieved 24 June 2012.
  4. Муслима Магомаева похоронили рядом с дедом [Muslim Magomayev was buried next to his grandfather].Komsomolskaya Pravda. 30 October 2008.
  5. Famous singer from Azerbaijan Muslim Magomaev dies in Moscow (25 October 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2019.
  6. „Worldwide famous singer Muslim Magomayev dies“. APA. 25 October 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2012. ციტირების თარიღი: 23 July 2011.
  7. „Soviet-era pop star Magomayev buried in Azerbaijan“. RIA Novosti. ციტირების თარიღი: 4 November 2008.
  8. „az:Müslüm Maqomayev Fəxri Xiyabanda dəfn edildi“ [Muslim Magomayev was buried in honor of Ziyabanda] (აზერბაიჯანული). 29 October 2008. ციტირების თარიღი: 27 December 2009.
  9. „Baku says farewell to great Muslim Magomaev“. 29 October 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 October 2011. ციტირების თარიღი: 4 November 2008.