ნიზამი განჯევის ძეგლი (რომი)
ნიზამი განჯევის ძეგლი (იტალ. Monumento a Nizami Ganjavi) — XII საუკუნის პოეტისა და მოაზროვნის ნიზამი განჯევის ძეგლი იტალიის დედაქალაქ რომში, ვილა ბორგეზეს პარკში, ვიალე მადამ ლეტიციას ქუჩაზე. ძეგლის ავტორები არიან აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი სალხაბ მამედოვი და დამსახურებული მხატვარი ალი იბადულაევი. პროექტი რომის მერიის ისტორიისა და ხელოვნების კომისიამ დაამტკიცა.[1]
ნიზამი განჯევის ძეგლი იტალ. Monumento a Nizami Ganjavi | |
---|---|
მდებარეობა | რომი, იტალია |
თარიღდება | 20 აპრილი 2012 |
ძეგლის გახსნა 2012 წლის 20 აპრილს შედგა ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერითა და იტალიაში აზერბაიჯანის საელჩოს მონაწილეობით (აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2011 წლის 23 დეკემებრის, „გენიალური აზერბაიჯანელი პოეტისა და მოაზროვნის ნიზამი განჯელის 870 წლის იუბილეს ჩატარების შესახებ“, განკარგულების თანახმად).[1]
ძეგლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ და იტალიაში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებმა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Мехрибан Алиева: «Уверена, что открытие в сердце Рима памятника Низами Гянджеви, повысит интерес к его поэзии». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-23. ციტირების თარიღი: 2019-05-25.