ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრი

ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრი (აზერ. Nizami Gəncəvi Beynəlxalq Mərkəzi) — დაარსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით ნიზამის განჯევის დაბადებიდან 870 წლისთავის აღსანიშნავად. როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაცია, ის აერთიანებს სახელმწიფოებისა და მთავრობის ყოფილ მეთაურებს, აგრეთვე გავლენიან საერთაშორისო ექსპერტებს სხვადასხვა უცხო ქვეყნებიდან. ცენტრი მდებარეობს ბაქოში. უმაღლესი მმართველი ორგანოა დირექტორთა საბჭო, რომელშიც შედიან მსოფლიოს გავლენიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეები. საბჭო 20 კაცისგან შედგება. გარდა ამისა, ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრს ჰყავს 79 წევრი 44 ქვეყნიდან. ცენტრის თანათავმჯდომარეები არიან ვაირა ვიკე-ფრაიბერგა - ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი (1999–2007), დოქტორი ისმაილ სერაგელდინი - მსოფლიო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი (1992–2000) და როვშან მურადოვი, გენერალური მდივანი.

ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრი
Nizami Gəncəvi Beynəlxalq Mərkəzi
შეიქმნა 30 სექტემბერი, 2012
სტატუსი საერთაშორისო ორგანიზაცია
შტაბ-ბინა ბაქო
მდებარეობა აზერბაიჯანი, ბაქო
ენა აზერბაიჯანული
მდივანი როვშან მურადოვი (გენერალური მდივანი)
მნიშვნელოვანი პირები თანათავმჯდომარეები: ვაირა ვიკე-ფრეიბერგა, ისმაილ სერაგელდინი;
მთავარი ორგანო დირექტორთა საბჭო
https://www.nizamiganjavi-ic.org/

ცენტრი არის ბაქოს გლობალური ფორუმის მთავარი ორგანიზატორი, რომელიც ტარდება ბაქოში 2013 წლიდან. 2013 წლიდან მოყოლებული ბაქოს 9 გლობალური ფორუმი და 42 მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა. თითოეულ ფორუმს 500-ზე მეტი უცხოელი სტუმარი ესწრებოდა. 2020 წელს ბაქოს VIII გლობალური ფორუმი COVID-19 პანდემიის გამო გადაიდო და ჩატარდა 2021 წელს.

ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს გავლენიან საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა საგარეო პოლიტიკის ეროვნული კომიტეტი (აშშ), ბერგრუენის ინსტიტუტი, რობერტ ფ. კენედი ადამიანის უფლებებისთვის (აშშ), შვარცმანის მეცნიერები (ჩინეთი), საერთაშორისო ორგანიზაციების იტალიური საზოგადოება (იტალია), მსოფლიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია (WAAS)[1].

2012 წელს ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრმა დააწესა ნიზამი განჯევის საერთაშორისო პრიზი, რათა წარედგინა ნიზამის პოეზიის მიერ დაწინაურებული ღირებულებები გამოჩენილ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს. ცენტრში არის 21 გამოჩენილი ადამიანი მთელი მსოფლიოდან. მათ მიიღეს ნიზამი განჯევის საერთაშორისო პრემია.

ცენტრის მისია რედაქტირება

ცენტრის მიზანია გამოხატოს საერთო მადლიერება ნიზამის მოღვაწეობისა და მისი აქტუალობისთვის დღემდე და მომავალი თაობებისთვის. ორგანიზაცია დაკავებულია ამ მემკვიდრეობის შესწავლით, რომელიც მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე მისი ნამუშევრების გამოფენა და ბიბლიოთეკის არსებობა. ცენტრს აქვს კვლევითი პროგრამა, რომელიც მოიცავს კვლევას კულტურული იდენტობისა და კულტურული უწყვეტობის ბუნების შესახებ, იმდროინდელი მუსულმანური შუა საუკუნეების სამეცნიერო წვლილის შესწავლას მეცნიერების როლში დღევანდელ საზოგადოებაში, ხელოვნების სხვა ნაწარმოებების შესწავლას, რომლებიც შთაგონებულია ნიზამის ნამუშევრებით, ასევე კვლევები ხელისუფლებისა და მშვიდობის სფეროში.

საქმიანობა რედაქტირება

2012 წლის 10 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს ეწვია. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში და მდებარეობს ნიუ-იორკში. ნიზამის 870 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მუზეუმმა თანამშრომლობა დაიწყო ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრთან. ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებდა მუზეუმში გამოფენების გამართვას, ასევე კულტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. მუზეუმში ვიზიტისას ცენტრის წარმომადგენელს ნიზამი განჯევის იშვიათი ხელნაწერები გადაეცა[2].

2013 წლის 2 ივლისს მიღწეული იქნა შეთანხმება ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრსა და 1968 წელს დაარსებულ რომის კლუბს შორის თანამშრომლობის შესახებ. რომის კლუბის თავმჯდომარე ფედერიკო მერი სარაგოსა (იუნესკოს ყოფილი გენერალური დირექტორი) არის ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი[3].

 
რომის კლუბის ლოგო

2013 წლიდან ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრმა დაიწყო ნიზამი განჯევის „ხამსესადმი“ მიძღვნილი ორიგინალური ხელნაწერებისა და ილუსტრაციების გამოფენების ორგანიზება მსოფლიოს 15 ქალაქში, მათ შორის ბიშკეკში, ვაშინგტონში, ალექსანდრიაში, თბილისში[4].

2013 წლის 28 ნოემბესი რუმინეთის ექს-პრეზიდენტმა (1996-2000) ემილ კონსტანტინესკუმ, სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა (2004-2012) ბორის ტადიჩიმ, ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა (2001-2006) არნოლდ რუიტელმა, ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა (2007-2011 წწ.) ვალდის ზატლერსმა მიიღეს მოწვევა ცენტრის გამგეობაში. ყველა პოლიტიკოსი  დათანხმდა ამ წინადადებას[5]. იმავე წლის 19 დეკემბერს ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის რიგებს შეუერთდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (2004-2013 წწ.)[6].

2013 წლის 21 დეკემბერს ცენტრმა წლის ბოლოს  გამართა ორიგინალური ხელნაწერებისა და ილუსტრაციების გამოფენა.

2014 წლის 21 თებერვალს საბერძნეთში, იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მარიანა ვარდინოიანისის მოწვევით, ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრმა საბერძნეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრში - აკროპოლისის მუზეუმში დირექტორთა საბჭოს მეხუთე შეხვედრა გამართა[7].

2014 წლის 12 აგვისტოს, ღია საზოგადოებების III გლობალური ფორუმის მოსამზადებლად, ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის გენერალური სამდივნოს წევრები ეწვივნენ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, რომლის მიზანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები იაპონელ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეებთან და მოხდა აზრთა გაცვლა მსოფლიო მასშტაბის გლობალურ პრობლემებზე. გარდა ამისა განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების საკითხები. მოლაპარაკებების შედეგად ცენტრის წევრი გახდა იაპონიის ექს-პრემიერი იუკიო ჰატოიამა, რომელმაც მიიღო ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის მოწვევა[8].

2015 წლის 30 სექტემბერს ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის სამდივნოს წარმომადგენლები გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში ვიზიტის დროს შეხვდნენ მალტის პრემიერ მინისტრს ჯოზეფ მუსკატს, ხორვატიის პრეზიდენტს კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩსა და იუნესკოს გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ლტოლვილთა და მიგრანტთა პრობლემისადმი მიძღვნილი ფორუმის გამართვის მნიშვნელობას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით. ფორუმი 8-9 ოქტომბერს ბულგარეთში გაიმართა. ასევე შეხვედრების დროს წარდგენილი იქნა მოწვევები 2016 წელს დაგეგმილ ბაქოს მე-4 გლობალურ ფორუმზე[9].

2017 წლის 15 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის დელეგაცია ცენტრის თანათავმჯდომარეების - ლატვიის ყოფილი პრეზიდენტის ვაირა ვიკე-ფრაიბერგას და ალექსანდრინის ბიბლიოთეკის დირექტორის ისმაილ სერაგელდინის ხელმძღვანელობით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • https://www.nizamiganjavi-ic.org/ - ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი

აგრეთვე იხილეთ რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება