ბაქოს გლობალური ფორუმი
ბაქოს გლობალური ფორუმი (აზერ. Qlobal Bakı Forumu) — ტრადიციული ფორუმი, რომელიც 2013 წლიდან ორგანიზდება ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის მიერ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.
ფორუმები
რედაქტირებაპირველი ფორუმი
რედაქტირებაპირველი ფორუმი (სამხრეთ კავკასიის ფორუმი) გაიმართა თემაზე „საერთო საზოგადოებები და ქალთა თავისუფლება“ 2013 წლის 7-8 მაისს. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი, ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრი და მადრიდის კლუბი[1].
მეორე ფორუმი
რედაქტირება2014 წლის 27-30 აპრილს[2] გაიმართა ღია საზოგადოებების II გლობალური ფორუმი დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით და ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრისა და მადრიდის კლუბის ორგანიზებით. პირველ სესიაზე საუბარი შეეხო შიდა ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის, მაღალი ხარისხის განათლებისა და სხვა სოციალური სერვისების თანაბარი შესაძლებლობების შექმნის საკითხებს. ფორუმის მეორე სესიაზე სასურსათო უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის, ადამიანური კაპიტალის განვითარების, მიგრაციის პრობლემები და ადამიანების წყლით უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. მესამე სესია დაეთმო თემას „ღია საზოგადოებები, როგორც რთულ სიტუაციებში კონფლიქტების გადაწყვეტა“[3]
მესამე ფორუმი
რედაქტირება2015 წლის 28 აპრილს გაიმართა რიგით მესამე გლობალური ფორუმი. ის ეძღვნებოდა თემას „ახალი მსოფლიო წესრიგისადმი ნდობის აღდგენას“[4].
მეოთხე ფორუმი
რედაქტირებაბაქოს IV გლობალური ფორუმი ჩატარდა 2016 წლის 10-11 მარტს ბაქოში. ამჯერად ფორუმი გაიმართა ურთიერთქმედების საბჭოსთან, მადრიდის კლუბთან, ალექსანდრიის ბიბლიოთეკასთან, რომის კლუბთან, მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიასთან თანამშრომლობით. ფორუმს ესწრებოდნენ ალბანეთის, მონტენეგროს, ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცოგოვინისა და საქართველოს პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა[5]. გარდა ამისა, ღონისძიებას დაესწრო 300-ზე მეტი დელეგატი 53 ქვეყნიდან, მათ შორის 27 ყოფილი პრეზიდენტი და 23 ყოფილი პრემიერ-მინისტრი[6].
მეხუთე ფორუმი
რედაქტირება2017 წლის 16 მარტს აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართა V გლობალური ბაქოს ფორუმის ოფიციალური გახსნა თემაზე „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი: ძალა და ინტერესები“.
მეექვსე ფორუმი
რედაქტირებამეექვსე ფორუმი ჩატარდა 2018 წლის 15-17 მარტს თემაზე: „უფსკრულის გადალახვა ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობაში“. ფორუმის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა.[7] ფორუმი სამი დღე გაგრძელდა. ფორუმს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 500-მდე დელეგატი ესწრებოდა. ფორუმის ფარგლებში 18-19 მარტს მოეწყო წიგნის VII საერთაშორისო სამიტი[8].
მეშვიდე ფორუმი
რედაქტირება2019 წლის 14-16 მარტს გაიმართა ბაქოს მე-7 გლობალური ფორუმი თემაზე „მსოფლიოს ახალი საგარეო პოლიტიკა“[9]. ფორუმში მონაწილეობა მსოფლიოს 50 ქვეყნიდან 500-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო. ფორუმის ფარგლებში გამართულ 10 სესიაზე გლობალური და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ღონისძიებაზე ნიზამი განჯავის 2019 წლის საერთაშორისო პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართა. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოჰამედ აშრაფ ღანი და რობერტ კენედის ადამიანის უფლებათა ფონდის პრეზიდენტი კერი კენედი ნიზამი განჯავის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდნენ.
მერვე ფორუმი
რედაქტირება2020 წელს დაგეგმილი VIII გლობალური ბაქოს ფორუმი გადაიდო COVID-19 პანდემიის გამო. 2021 წლის 4-6 ნოემბერს გაიმართა ბაქოს VIII გლობალური ფორუმი თემაზე „მსოფლიო COVID-19-ის შემდეგ“, რომელსაც ესწრებოდა 300-მდე გამორჩეული სტუმარი 40-ზე მეტი ქვეყნიდან[10].
მეცხრე ფორუმი
რედაქტირებაბაქოს IX გლობალური ფორუმი გაიმართა 2022 წლის 16-18 ივნისს თემაზე „საფრთხეები მსოფლიო წესრიგისთვის“, რომელსაც ესწრებოდა 50-ზე მეტი ქვეყნისა და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი[11].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Южно-кавказский форум в Баку - ВИДЕО
- ↑ В Баку состоялось открытие II Глобального форума открытых обществ
- ↑ Второй Глобальный форум открытых обществ продолжает работу в сессиях - ФОТО
- ↑ На Глобальном форуме в Баку обсуждались проблемы нового мирового порядка
- ↑ В столице Азербайджана открылся IV Глобальный Бакинский форум
- ↑ В Баку состоится IV Глобальный Форум
- ↑ http://www.ilhamaliyev2018.az/achievement/080.html
- ↑ В рамках VI Глобального Бакинского форума прошел Международный книжный саммит
- ↑ Bakıda VII Qlobal Forum keçirilir - YENİLƏNİB-1
- ↑ Глобальный Бакинский форум: Мир, безопасность и права человека в новой эре
- ↑ В рамках Глобального Бакинского форума состоялись обсуждения на тему “Построение глобальной безопасности и перспективы для мира