არნოლდ რუიტელი (ესტ. Arnold Rüütel, დ. 10 მაისი 1928, საარემაა, ესტონეთი) — ესტონელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ესტონეთის პრეზიდენტი 2001-2006 წწ.

არნოლდ რუიტელი
არნოლდ რუიტელი
ესტონეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ოქტომბერი, 2001 – 9 ოქტომბერი, 2006
პრემიერ-მინისტრი  მარტ ლაარი, სიიმ კალასი, იუჰან პარტსი, ანდრუს ანსიპი
წინამორბედილენარტ მერი
მემკვიდრეტოომას ჰენდრიკ ილვესი

დაბადებული10 მაისი, 1928
საარემაა, ესტონეთი
პოლიტიკური პარტიასახალხო კავშირი
მეუღლეინგრიდ რუიტელი
პროფესიააგრონომი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა კუნძულ საარემააზე, ლაიმიალის თემში. 1949 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იანედაში, მუშაობდა უფროს აგრონომად (1949-1950) საარემააზე, 1969-1977 წწ. არნოლდ რუიტელი ესტონეთის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის რექტორი იყო. 1977 წლიდან კომუნისტური პარტიის პარტიის ცკ ბიუროს წევრი. 1983 წელს ესტონეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ იქნა დანიშნული. 1990 წლის მარტში ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, სწორედ მისი მეთაურობისას გამოცხადდა 1991 წელს ესტონეთის დამოუკიდებლობა. საკუთარი კანდიდატურა პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზეც წამოაყენა, თუმცა, 1992 წლის არჩევნებზე ხმათა მხოლოდ 43% დააგროვა. იმდროს ესტონეთის პრეზიდენტი ლენარტ მერი გახდა.

სკანდალი

რედაქტირება

2006 წლის იანვარში ესტონეთის ტელევიზიამ პროგრამაში „თვითმხილველი“ სკანდალური ტელესიუჟეტი გაუშვა, სადაც ასახული იყო ახალგაზრდული ორგიები, რომელთაც პრეზიდენტის არასწულწლოვანი შვილიშვილები - 15 წლის ჰელენა და 13 წლის მარია აწყობდნენ საპრეზიდენტო სასახლე კადრიორგში. სიუჟეტი სწორედ მაშინ გავიდა ეთერში, როდესაც ესტონეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელება იყო. სკანდალური ფაქტების ტელეეკრანზე მოხვედრიდან ერთ დღეში ქვეყნის 12-მა გავლენიანმა გაზეთმა პირდაპირ დაუსვა კითხვა არნოლდ რუიტელს, აპირებდა თუ არა იგი მაინც მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.

2006 წლის 19 იანვარს პრეზიდენტმა და მისმა მეუღლე ინგრიდმა მაყურებლებს ბოდიში მოუხადეს და ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს თხოვნით მიმართეს ამ პრობლემას „გაწონასწორებულად მისდგომოდნენ“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ლენარტ მერი
ესტონეთის პრეზიდენტი
20012006
შემდეგი:
ტოომას ჰენდრიკ ილვესი