ანდრუს ანსიპი
ანდრუს ანსიპი (ესტ. Andrus Ansip; დ. 1 ოქტომბერი, 1956, ტარტუ, ესტონეთი) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 2005-2014 წლებში.
ანდრუს ანსიპი | |
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 აპრილი, 2005 – 26 მარტი, 2014 | |
პრეზიდენტი | არნოლდ რუიტელი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი |
წინამორბედი | იუჰან პარტსი |
მემკვიდრე | ტაავი რიივასი |
დაბადებული | 1 ოქტომბერი, 1956 ტარტუ, ესტონეთის სსრ |
პოლიტიკური პარტია | რეფორმის პარტია |
მეუღლე | ანუ ანსიპი |
შვილები | 3 |
პროფესია | ქიმიკოსი |
დაიბადა ტარტუში, 1979 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1978 წელს გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში. 1985 წელს მუშაობა დაიწყო ესტონეთის სსრ-ის კომპარტიის ტარტუს რაიონის მრეწველობისა და ტრანსპორტის ინსტრუქტორად. 1998 წელს აირჩიეს ტარტუს მერად და აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩა 2004 წლამდე. 2004 წელს გახდა რეფორმის პარტიის თავმჯდომარე. 2005 წელს პრეზიდენტმა არნოლდ რუიტელმა დაავალა ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება. ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა ცენტრისტულ და სახალხო კავშირთან ერთად.
ოჯახი
რედაქტირებამეუღლე ანუ ანსიპი პროფესიით გინეკოლოგია. ჰყავთ სამი ქალიშვილი.