ტაავი რიივასი
ტაავი რიივასი (ესტ. Taavi Rõivas; დ. 26 სექტემბერი, 1979, ტალინი) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 2014-2016 წლებში[1]. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაური მსოფლიოში.
ტაავი რიივასი | |
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მარტი, 2014 – 23 ნოემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | ტოომას ჰენდრიკ ილვესი |
წინამორბედი | ანდრუს ანსიპი |
მემკვიდრე | იური რატასი |
დაბადებული | 26 სექტემბერი, 1979 ტალინი, ესტონეთის სსრ |
პოლიტიკური პარტია | რეფორმის პარტია |
დაიბადა ტალინში 1979 წელს. დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტი. ახალგაზრდა ასაკში გახდა რეფორმის პარტიის წევრი. 2012 წელს ანდრუს ანსიპის მთავრობაში დაიკავა სოციალურ საკითხთა მინისტრის თანამდებობა. 2014 წელს გადადგა პრემიერ-მინისტრი ანსიპი, მისი რეკომენდაციით პრეზიდენტმა ილვესმა ახალი მთავრობის ფორმირება ტაავი რიივასის დაავალა[2].
ესტონური ენის გარდა ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფინურ ენებს[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Андрус Ансип освободил свой кабинет для Таави Рыйваса.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-28. ციტირების თარიღი: 2015-04-13.
- ↑ Новый состав правительства Таави Рыйваса станет известен ко вторнику.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-28. ციტირების თარიღი: 2015-04-13.
- ↑ Viron tuleva pääministeri Taavi Rõivas, 34: Emme saa Suomea kiinni elintasossa - Viro - Ulkomaat - Helsingin Sanomat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-23. ციტირების თარიღი: 2015-04-13.