ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნეოფიტოს ვამვასი (ბერძ. Nεόφυτος Βάμβας. დ. 1776, ქიოსი — გ. 9 იანვარი, 1855, ათენი) — ბერძენი მღვდელი და მეცნიერი, მთარგმნელი, თანამედროვე ბერძნული განმანათლებლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ე. წ. „ერის მასწავლებელი“.

ნეოფიტოს ვამვასი
დაბ. თარიღი 1776
დაბ. ადგილი ქიოსი
გარდ. თარიღი 1856
გარდ. ადგილი ათენი
მოქალაქეობა  საბერძნეთი
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი და Bible translator
განთქმული მოსწავლეები Panagiotis Soutsos
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვამვასი დაიბადა კუნძულ ქიოსზე.[1] მის მშობლებს ერქვათ ისიდორ(ოს) და სტამატულა. თავდაპირველად სწავლობდა სამშობლოში, ქიოსში. 1793 წელს სასწავლებლად გადავიდა მაშინდელ მისაილ პატმიოსის ცნობილ სკოლაში, კუნძულ სიფნოსზე. სწავლობდა დიდი გაჭირვებით და ფინანსურ დახმარებას ადგილობრივი მოსახლეობისა და მისი მასწავლებლებისგან იღებდა.[2] დაბრუნების შემდეგ, მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, გაემგზავრა კუნძულ პატმოსზე, სადაც სწავლობდა დანიილ კერამევსთან. თუმცა კერამევსი მხოლოდ ბერძნული ენის შესწავლაზე იყო ორიენტირებული და ნეოფიტოსს ეს არ აკმაყოფილებდა. იგი დაბრუნდა ქიოსში, ესწრებოდა დოროთეუს პროიოსის გაკვეთილებს, რამელიც გარდა ბერძნული ენისა, მათემატიკასაც ასწავლიდა.[3] 1791 წელს ხელდასმულ იქნა დიაკვნად. 1796 წელს დოროთეუს პროიოსს გაჰყვა კონსტანტინოპოლში. შემდეგ მასთან ერთად გაემგზავრა ბუქარესტში და ბოლოს ისევ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. ვამვასიმ გეორგიოს მავროკორდატოსის და კონსტანტინე ჰაძერისის ოჯახში, რომელიც იყო ყოფილი დრაგამონი ოსმალეთის ფლოტის, მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პრეუსმა ჰაძერისთან დაიწყო სამსახური და ვამვასიც კვლავ პრეუსს გაჰყვა ვლახეთში. 1804 წელს ჰაძერისს თურქებმა თავი მოჰკვეთეს და ვამვასი ისევ დაბრუნდა კონსტანტინოპოლში. აქ ის მასწავლებლად მუშაობდა ფანარიოტთა ევფროსინე მავროკორდატუს და კონსტანტინე სუცოსის ოჯახებში. აქტიურად ჩაერთო ბერძნული ენის დიდი ლექსიკონის, კიდობნის (Κιβωτός) შედგენაში, რომელიც პროიოსის მიერ იქნა რედაქტირებული. ამავდროულად, პროიოსის მოთხოვნით, ვამვასი გახდა მუზეუმის წევრი — (Μουσείου του Γένους), რომელიც „ერის დიდი სკოლის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა.[4]

პარიზი და ადამანტიუს კორაისთან მეგობრობა

რედაქტირება

ვამვასიმ 1808 წელს,აგვისტოს ბოლოს, პარიზში გმგზავრებამდე, ვენას ესტუმრა.[5] ვამვასისთვის ადვილი არ იყო მოგზაურობა მძიმე ჯანმრთელობისა და უსახსრობის გამო[4]. საფრანგეთის დედაქალაქში ის სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ფილოსოფიას და ლიტერატურას. იგი ესწრებოდა ქიმიკოს ტენარის, ლუი ჟაკის გაკვეთილებს, რომლის წიგნი "Traite de chimie elementaire" (პარიზი 1813-1816) მოგვიანებით თარგმნა, როდესაც ის ქიოსის სკოლის დირექტორი გახდა.[6] კონსტანტინეპოლში ვამვასიმ გაიცნო ცნობილი ბერძენი განმანათლებელი ადამანტიუს კორაისი, მეცნიერების ბერძენი მფარველი პასქალის ვასილიუსის მეშვეობით. თანამემამულემ (კორაისმა) მას ფინანსური დახმარება გაუწია და თვეში 50 ფრანკს აძლევდა, რათა ვამვასს კორაისის მიერ დაწერილი ტექსტები შეესწორებინა.[7] თუმცა თავად ვამვასი, ცხოვრებისთვის საარსებო თანხას, ბერძნულის სწავლებითა და ქსოვილების გაყიდვითაც გამოიმუშავებდა. კორაისი და ვამასი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ: ერთად მუშაობდნენ ბატმანის გრამატიკის (ფილიპ კარლ ბატმანი1764-1829) შესწორებაზე, რომელიც სტეფანოს იკონომოსმა თარგმნა ბერძნულად. კორაისი ზრუნავს ახალგაზრდა ვამვასის სწავლა-განათლებაზე, მხარს უჭერს ფინანსურად და ეხმარება მას პირველი ნაწარმოების დაწერაში.

1811 წელს ვამვასი მიიწვიეს ქიოსის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე.

1813 წელს მან დაწერა თავისი "რიტორიკა", ხოლო 1818 წელს — „ფილოსოფიური ეთიკის ელემენტები“.

საბერძნეთის რევოლუცია

რედაქტირება

1821 წელს საბერძნეთის რევოლუციის დაწყებისთანავე, ვამვასი ქიოსიდან კუნძულ ჰიდრაზე გაიქცა, რადგან ის ჩართული იყო ფილიკ ეტერიას მიერ ორგანიზებულ რევოლუციურ მოძრაობაში. მან მოუწოდა იდრიოტებს, გაემართათ ლაშქრობა ქიოსში და შეახსენა, რომ მის თანამემამულეებს ჰქონდათ დიდძალი სიმდიდრე, რაც ხელს შეუწყობდა რევოლუციის გაძლიერდებას ფინანსურად და ეკონომიკურად. 1821 წლის 27 აპრილს ბერძნულმა ფლოტმა ქიოსის პასა-ვრისის ყურეში ჩაუშვა ღუზა, მაგრამ ქიოსის უხუცესებმა უარი თქვეს აჯანყებაზე და ტირილით სთხოვეს ბერძნულ ფლოტს წასვლა, თუმცა იმ მომენტში მხოლოდ 300 ოსმალეთის ჯარისკაცი და 200 თურქ-კრეტელები იმყოფებოდნენ კუნძულზე. ექსპედიციის წარუმატებლობამ საკმაოდ შეარყია ვამვასის ავტორიტეტი.[8] „ეს წარუმატებელი ექსპედიცია მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ვამვასის ყველა შემდგომ გადაწყვეტილებაზე“, — წერს პ. მიხაილარი[11].[9] 1821 წლის ივნისში საბერძნეთში ჩავიდა დიმიტრი იფსილანტის და მან ვამვასი დანიშნა თავის კანცლერად. რევოლუციისა და აჯანყებული ქვეყნის ხელმძღვანელობიოსთვის ბრძოლაში, იფსილანტი მიწის მესაკუთრეებისა და გემთმფლობელების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მკვეთრი შეტევები იყო ვავასის მიმართაც. ყველა მცდელობა ქიოსში აჯანყების წამოწყებაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. კუნძულის მმართველებს არ სურდათ საბერძნეთის განმათავისუფლებელ ომში ჩაბმა, ეშინოდათ თავიანთი უსაფრთხოების და კეთილდღეობის დაკარგვის,[10] თუმცა, ამან ვერ გადაარჩინა ვერც ისინი და არც კუნძული, 1822 წლის აპრილში მომხდარი ხოცვა-ჟლეტისგან. მიუხედავად იმისა, რომ ომი ახლი გაჩაღებული იყო, ვამვასი იმ პერიოდში ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ მყოფ, იონიის კუნძულებზე გაემგზავრა და კორფუს იონიის აკადემიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1823 წელს მან წერილი მიიღო მხედართმთავრის ოდისევს ანდროუცოსისგან.

ანდროუცოსმა მისწერა: „რას დაიმალე ბერო ფრანკებს შორის და სურვილებითა და წყევლით გინდა დაეხმარო უბედურ სამშობლოს? თუ გიყვარს, მოდი აქ, ნახე მისი ჭრილობები და დაეხმარე მას“.

საბერძნეთის სამეფოში

რედაქტირება

ომის დამთავრებისთანავე ვამვასი აღორძინებულ ბერძნულ სახელმწიფოში დაბრუნდა. 1837 წლის 24 აპრილს, მეფის ბრძანებით ვამვასი დაინიშნა პირველ 34 პროფესორთა ჯგუფთან ერთად „ფილოსოფიის პროფესორად“ და ასევე დაინიშნა „ფილოსოფიური სკოლის“ დირექტორად, რადგან მას ზედმეტად „რადიკალად“ თვლიდნენ თეოლოგიის ფაკულტეტზე დასანიშნად. მოგვიანებით ვამვასი გახდა ათენის უნივერსიტეტის რექტორი. ვამვასი წამყვანი ფიგურა იყო წმინდა წერილის სასაუბრო ენად თარგმანის პროცესში (1850), რამაც გამოიწვია მწვავე რეაქცია და მკაცრი პირადი შეტევები მართლმადიდებლური ტრადიციის მიმდევრების მხრიდან, კონსტანტინე იკონომოს მეთაურობით. ვამვასი ავტორია არაერთი ფილოსოფიური, საეკლესიო თუ ენობრივი შინაარსის თხზულების, ასევე — თარგმანების. ნეოფიტოს ვამვასი გარდაიცვალა ათენში 1855 წლის 9 იანვარს.

  • Κιτρομηλίδης Μ. Πασχάλης, Μ.Ι.Ε.Τ., Αθήνα 2000.
  • Αγαπητός Σ. Αγαπητός. (1877)Οι Ένδοξοι Έλληνες του 1821, ή Οι Πρωταγωνισταί της Ελλάδος გვ. 487-493. Τυπογραφείον Α. Σ. Αγαπητού, Εν Πάτραις. ციტირების თარიღი: 13 Αυγούστου 2009.
  • Κωνσταντίνος Δημαράς, «Δύο φίλοι. Κοραής και Βάμβας», Ιστορικά φροντίσματα, τομ.β’ Αδαμάντιος Κοραής, εκδ.Πορεία, Αθήνα, 1996,σελ.135-195
  • Μεταλληνός Γεώργιος, «Δύο ανέκδοτοι λόγοι του Ν. Βάμβα», Εκκλησιαστικός Φάρος, τομ.62-64, (1980-1981), σελ.311-370
  • Συμεωνίδης Σίμος, «Κοινωνία και παιδεία στη Σίφνο», Σιφνιακά, τομ.5 (1995), σελ.7-183
  • Μιχαηλάρης Παναγιώτης, «Νεόφυτος Βάμβας», στο Βασίλειος Παναγιωτόπουλος (επίμ.), Κληρικοί στον Αγώνα, Τα Νέα, Αθήνα, 2010,σελ.81-113
  • Άμαντος Κωνσταντίνος, «Νεόφυτος Βάμβας», Ελληνικά, τομ.7,(1934),σελ.51-62
  1. Δημαράς Κωνσταντίνος, «Δύο φίλοι. Κοραής και Βάμβας», Ιστορικά φροντίσματα, τομ.β’ Αδαμάντιος Κοραής, εκδ.Πορεία, Αθήνα, 1996,σελ141, 231, υπος.13
  2. Συμεωνίδης Σίμος, «Κοινωνία και παιδεία στη Σίφνο», Σιφνιακά, τομ.5 (1995), σελ.117
  3. : Κωνσταντίνος Άμαντος, «Νεόφυτος Βάμβας», Ελληνικά, τομ.7,(1934),σελ.51
  4. Μιχαηλάρης Παναγιώτης, «Νεόφυτος Βάμβας», στο Βασίλειος Παναγιωτόπουλος (επίμ.), Κληρικοί στον Αγώνα, Τα Νέα, Αθήνα, 2010,σελ.84
  5. Δημαράς Κωνσταντίνος, «Δύο φίλο. Κοραής και Βάμβας», Ιστορικά φροντίσματα, τομ.β’ Αδαμάντιος Κοραής, εκδ.Πορεία, Αθήνα, 1996,σελ. 144
  6. Πάτσιου Βίκυ, «Μεταφραστικές δοκιμές και προϋποθέσεις στα όρια του Νεοελληνικού Διαφωτισμού», Ο Ερανιστής, τομ.19 (1993), σελ. 216, υποσ.18
  7. Άμαντος Κωνσταντίνος, «Νεόφυτος Βάμβας», Ελληνικά, τομ.7,(1934),σελ.52
  8. Διαμαντούρου Ιωάννα, «Εξάπλωση της Επαναστάσεως κατά τον Απρίλιο και τον Μάιο. Επέκταση και ένταση των πολεμικών συγκρούσεων-Ναυτικός αγώνας», Ιστορία του Ελληνικού Έθνους, Εκδοτική Αθηνών, τομ.12, (1975), σελ.109-110 / Άμαντος Κωνσταντίνος, «Νεόφυτος Βάμβας», Ελληνικά, τομ.7,(1934),σελ.53
  9. Μιχαηλάρης Παναγιώτης, «Νεόφυτος Βάμβας», στο Βασίλειος Παναγιωτόπουλος (επίμ.), Κληρικοί στον Αγώνα, Τα Νέα, Αθήνα, 2010,σελ.95
  10. William St. Clair, That Greece Might Still Be Free, The Philhellenes in the War of Independence, London: Oxford University Press, 1972. — გვ. 79, ISBN 0-19-215194-0.