პატმოსი (ბერძ. Πάτμος) — საბერძნეთის კუთვნილი პატარა კუნძული ეგეოსის ზღვაში, დოდეკანესის კუნძულების უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. 2001 წლის აღწერის მიხედვით, მისი მოსახლეობა 2 984 ადამიანს შეადგენდა. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 269 მეტრზე მდებარეობს. დედაქალაქია ჩორა. პატმოსის მუნიციპალიტეტი ასევე მოიცავს ოფშორულ კუნძულებს - აკორის, მარატის და კიდევ რამდენიმე დაუსახლებელ კუნძულს, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 45.039 კმ²-ია, მოსახლეობა 3 044 (2001 წ).

მუნიციპალიტეტი
პატმოსი
Πάτμος

პატმოსის ნავსადგური
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
კოორდინატები 37°19′00″ ჩ. გ. 26°30′00″ ა. გ. / 37.31667° ჩ. გ. 26.50000° ა. გ. / 37.31667; 26.50000
ფართობი 45.039 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 - 269
მოსახლეობა 3 044 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 89 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 855 xx
ოფიციალური საიტი patmos.gov.gr/portal/page/portal/patmos/
პატმოსი — საბერძნეთი
პატმოსი

კუნძულზე მდებარეობს რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია. გადმოცემის თანახმად, გამოცხადების შედეგად, სწორედ აქ მიიღო იოანე მოციქულმა აპოკალიფსი. 1999 წელს, ქალაქის ისტორიული ცენტრი ჩორა, იოანე ღვთისმეტყველის მონასტერსა და აპოკალიფსის გამოქვაბულთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. UNESCO, World Heritage Site #942, webpage:WHC-UNESCO-942.
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 942
ინგლ.რუს.ფრ.