ნეოარქტიკული ოლქი

ნეოარქტიკული ოლქი ან ნეოარქტიკა — ხმელეთის ზოოგეოგრაფიული ოლქი (ზოგი მკვლევარი მას პოლარქტიკული ოლქის განყოფილებად მიიჩნევს). ნეოარქტიკულ ოლქს უკავია ჩრდილოეთ ამერიკა, კუნძულები გრენლანდია, ნიუფაუნლენდი, ალეუტის, ვანკუვერი, ბაფინის მიწა, გრანტის მიწა და სხვა. ნეოარქტიკულ ოლქში გვხვდება ძუძუმწოვრების 3 ენდემური ოჯახი: რქაფიწალა ანტილოპისებრნი, გოფერისებრნი და მთის თახვისებრნი. სხვა ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება ოპოსუმი, მღვიმის ღამურა, მეხეური მაჩვზღარბი, პარკოსანი ხტუნია, ონდატრა, კანადური თახვი, მფრინავი ციყვი, ველის ფინია, ამერიკული კურდღელი, კანადური ფოცხვერი, პუმა, კოიოტი, ამერიკული სიასამური, სკუნსი, ენოტი, გრიზლი, ბარიბალი, ბიზონი, ხარვერძი, კანადური ცხვარი, თოვლა თხა, ჩრდილოეთური ირემი, ამერიკული ლოსი, ვაპიტი, ვირჯინიულიირემი, პეკარი და სხვა. ფრინველებიდან აღსანიშნავია სამეფო სვავი, ველის როჭო, შაშვი, კარონილური იხვი, ცისფერი ჩხიკვი, მებუკე გედი. ქვეწარმავლებიდან საყურადრებოა ფრინოზომა, შხამკბილა, ჟილატიე, ქიროტი, ჩხრიალა გველი, მარჯნისფერი ასპიტი, ალიგატორი, კოლოფა კუ, ავი ტრიონიქსი. ამფიბიებიდანამფიუმა, ამბისტომა, უფილტვო სალამანდრა, ამერიკული პროტეუსი, მშვენიერი ვასაკა. თევზებიდან აღსანიშნავია ამია, ჯვაროსანი ქარიყლაპია, ნიჩაბდინდა, ამბლიოფსისი, გამბუზია და სხვა. უხერხემლო ცხოველებიდან საყურადრებოა მღვიმის კიბო, კოლორადოს ხოჭო. ნეოარქტილულ ოლქს ყოფენ კანადისა და სონორის ქვეოლქებად.

ნეარქტიკა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ა. ჯანაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 379.
  • ბ. ყურაშვილი, „უხერხემლოთა ზოოლოგია“, გვ. 28, თბ., 1973