ამბისტომა (ლათ. Ambystoma) — კუდიანი ამფიბიების გვარი ამბისტომისებრთა ოჯახისა. ორმაგად შეზნექილი მალებით და სხვა პრიმიტიული ნიშნებით განსხვავდება სალამანდრისგან, რომელსაც გარეგნულად წააგავს. ამბისტომის სხეულის სიგრძეა 20-28 სმ, გვხვდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ცნობილი 20 სახეობიდან უმრავლესობა კვერცხებს წყალში ყრის. 24-30 დღის შემდეგ იცეკება ლარვები. მეტაფოზი 75-120 დღე, მთიან ადგილებში კი თითქმის ერთ წელიწადს გრძელდება, რის შემდეგ ახალგაზრდა ამბისტომა საცხოვრებლად ხმელეთზე გადადის. მარმარილოსებრი ამბისტომა (Ambystoma opacum) ნოტიო ნიადაგში ყრის კვერცხებს, რომლებსაც ლარვების გამოჩეკამდე დედალი დარაჯობს. ცნობილია ყვითელი და მომწვანო-მოზვითალო წინწკლებით მოხატული ვეფხვა ამბისტომა (Ambystoma tigrinum), რომლის ლარვა — აქსოლოტლი მეტამორფოზს იშვიათად განიცდის, ზრდას განაგრძობს და ლარეულ სტადიაშივე მრავლდება (ნეოტენია). აქსოლოტლი შეიძლება ზრდასრულ ფორმად გარდაქმნას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მოქმედებით.