ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნანნინგი (გამარტ. ჩინ. 南宁; ტრადიც. ჩინ. 南寧, ფინინი: Nánníng; ჯუან. Namzningz) — დედაქალაქი და მოსახლეობის მხრივ უდიდესი ქალაქი გუანსი-ჯუანის ავტონომიურ რეგიონში, ჩინეთი.[2] ის ცნობილია, როგორც „მწვანე ქალაქი“ სუბტროპიკული სარტყლებისათვის დამახასიათებელი ფოთლოვანი მცენარეების გამო. ის მდებარეობს გუანსის სამხრეთ ნაწილში და გარს გორაკები აკრავს. ქალაქისათვის, მუსონებიის გამო, ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი. 2018 წლის აღწერის მიხედვით, ნანნინგში 7 241 100 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 4 417 600 ადამიანი ურბანულ არეალში, 3 839 800 კი სუბურბანულ რაიონში ცხოვრობს.[3]

საოლქო ქალაქი
ნანნინგი
南宁
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია გუანსი-ჯუანი
შიდა დაყოფა Xingning District, Qingxiu District, Jiangnan District, Xixiangtang District, Liangqing District, Yongning District, Wuming District, Long'an County, Mashan County, Shanglin County, Binyang County და Hengzhou
კოორდინატები 22°49′00″ ჩ. გ. 108°19′39″ ა. გ. / 22.81667° ჩ. გ. 108.32750° ა. გ. / 22.81667; 108.32750
ფართობი 22 189[1] კმ²
მოსახლეობა 8 741 584 კაცი
სიმჭიდროვე 390 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 771
საფოსტო ინდექსი 530000
საავტომობილო კოდი 桂A
ოფიციალური საიტი nanning.gov.cn
ნანნინგი — ჩინეთი
ნანნინგი

1949 წლის დასაწყისში ნანნინგში ეკონომიკური ზრდა დაიწყო. წარსულში არსებულ როლებთან ერთად (კომერციული და ადმინისტრაციული ცენტრი) ქალაქმა ინდუსტრიული მნიშვნელობაც შეიძინა.[4] დღესდღეობით, ნანნინგი ითვლება გუანსის ეკონომიკურ, ფინანსურ და კულტურულ ცენტრად. ქალაქი ასევე არის მთავარი ცენტრი ჯუანების (ეთნიკური უმცირესობა გუანსი-ჯუანში) გადამზადებისათვის. ნანნინგის სახალხო პარკი ქალაქის ცენტრში არსებული რეკრეაციული ზონაა.

ნანნინგი წარმოადგენს რეგიონის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტების ადგილსამყოფელს, რომელთა შორისაა: გუანსის უნივერსიტეტი, გუანსის სამედიცინი უნივერსიტეტი და გუანსის ხელოვნების უნივერსიტეტი.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
რუკა

 

სინგნინგი
ცინგსიოუ
ძიანგნანი
სისიანგთანგი
ლიანგცინგი
იუნგნინგი
უმინგი
ლუნგანი
მაშანი
შანგლინი
პინიანგი
ხენგი
სახელი ჩინურად ფინინი ჯუანური ენა მოსახლეობა (ჩინეთის მოსახელობის მეექვსე საყოველთაო აღწერა) ფართობი (კმ²) სიმჭიდროვე (ად./კმ²)
ქალაქის შიგნით
სინგნინგი 兴宁区 Xīngníng Qū Singhningz Gih 398 789 722.68 551.82
ცინგსიოუ 青秀区 Qīngxiù Qū Cinghsiu Gih 709 721 865.27 820.23
ძიანგნანი 江南区 Jiāngnán Qū Gyanghnanz Gih 567 999 1183.26 480.03
სისიანგთანგი 西乡塘区 Xīxiāngtáng Qū Sihsienghdangz Gih 1 153 305 1076.00 1071.84
ლიანგცინგი 良庆区 Liángqìng Qū Liengzcing Gih 344 768 1368.88 251.86
იუნგნინგი 邕宁区 Yōngníng Qū Yunghningz Gih 259 721 1230.73 211.03
სუბურბანული დასახლება
უმინგი 武鸣区 Wǔmíng Qū Vujmingz Gih 544 478 3388.91 160.66
ქალაქგარე დასახლებები
ლუნგანი 隆安县 Lóng'ān Xiàn Lungzanh Yen 300 215 2305.59 130.21
მაშანი 马山县 Mǎshān Xiàn Majsanh Yen 390 900 2340.76 167.00
შანგლინი 上林县 Shànglín Xiàn Sanglinz Yen 343 590 1871.00 183.64
პინიანგი 宾阳县 Bīnyáng Xiàn Binhyangz Yen 782 255 2298.17 340.38
ხენგი 横县 Héng Xiàn Hwngz Yen 863 001 3448.06 250.29
სულ 6 658 742 22 099.31 301.30

ქალაქის პეიზაჟი

რედაქტირება
 
ნანნინგის ქუჩა
 
ნანნინგის აღმოსავლეთის რკინიგზის სადგური
 
ნანნინგის მატარებლის სადგური

ნანნინგში მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიდიდით 21-ე ნაგებობა, დივანგის საერთაშორიუსლო კომერციული ცენტრი, რომლის სიმაღლე 276 მეტრია. ეს ნაგებობა გუანსი-ჯუანის ავტონომიური რეგიონისა და მთლიანად სამხრეთ ჩინეთის (გარდა ჩუნცინისა) უმაღლესი შენობაა. ნანნინგის სიდიდით მეორე შენობაა მსოფლიოს ვაჭრობის კომერციული ქალაქი, რომლის სიმაღლესაც 218 მეტრი შეადგენს. დღესდღეობით ქალაქში 100 მეტრზე მაღალი შვიდი შენობაა.

ნანნინგში მდებარეობს მრავალი პარკი, რომელთათვის დამახასიათებელია ტროპიკული ტიპის ფოთლოვანი მცენარეები. ეს ქალაქი მთელი ჩინეთის მასშტაბით ერთ-ერთი უმწვანესია და საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „მწვანე ქალაქი“ (绿城). ნანნინგში ქალაქის პეიზაჟი ხშირად იცვლება იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი თანდათნობით ჩინეთის მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი ხდება.

ეკონომიკა

რედაქტირება

ნანნინგის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2015 წელს 241 მილიარდი ჩინური იუანი შეადგინა. ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 7 844 აშშ დოლარს შეადგენს.

2007 წელს ექსპორტმა რეგიონში 10 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე უცხოური ინვესტიციებმა, საერთო ჯამში,34.3 მილიარდი ჩინური იუანი შეადგინა. ნანნინგის დაქვემდებარებაშია ექვსი განვითარების ზონა და სამრეწველო პარკი, რომელთაგან სამი საოქლო ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენს.

ქალაქის მინერალურ რესურსებს შორისაა: ოქრო, ვერცხლი, მანგანუმი, ალუმინი, კვარცი, რკინა, ინდიუმი, ნახშირი, მარმარილო და გრანიტი. ნანნინგში ჩინეთში არსებული მინერალური რესურსების ერთი მესამედი გვხვდება.

ტრანსპორტი

რედაქტირება

რკინიგზა

რედაქტირება

ნანნინგს ორი ძირითადი სარკინიგზო სადგური: ნანნინგის რკინიგზის სადგური და ნანნინგის აღმოსავლეთის რკინიგზის სადგური გააჩნია. ეს უკანასკნელი უახლესია და ქალაქის ჩქაროსნული მატარებლების მთავარ სადგურს წარმოადგენს. მესა სადგური, ნანნინგის ჩრდილოეთი სარკინგზო სადგური გეგმის მიხედვით 2023 წელს უნდა გაიხსნას და ის კუეიანგსა და ნანნინგს შორის მიმავალ ჩრქაროსნულ მატარებლებს მოემსახურება.

ნანნინგის რკინიგზის სადგური სხვადასხვა სარკინიგზო ქსელებს: ნანნინგისა და კუეიანგის, ნანნინგისა და გუანჯოუს, ხუნანისა და კუანგსის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. ასევე დაგეგმილია რომ აშენდეს ნანნინგისა ფინგსიანგს შორის დამაკავშირებელი ჩქაროსნული რკინიგზა, რომელიც ვიეტნამის საზღვრამდე გაგრძელდება.[5] ამ ყოველივეს მიზანია მარგალიტის მდინარის დელტისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის უკეთ ინტეგრირება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან.[6]

დემოგრაფია

რედაქტირება

2010 წლის მონაცემებით, ნანნინგის მოსახლეობამ 6 611 600 კაცი შეადგინა, რომელთაგან 2 875 220 ურბანულ ნაწილშია დასახლებული.[7] ნანნინგი არის ქალაქი, რომლის კომპაქტურ თემებში ჯუანებია დასახლებული.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

ნანნინგი დაძმობულებულია შემდეგ ქალაქებთან:[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 南宁市 zh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი 2021.
  2. Illuminating China's Provinces, Municipalities and Autonomous Regions. PRC Central Government Official Website. ციტირების თარიღი: 17 May 2014
  3. China: Guăngxī (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  4. Nanning | China en. ციტირების თარიღი: 2019-06-13
  5. High-speed railway to boost trade. ციტირების თარიღი: 19 February 2011
  6. China starts construction of Nanning-Guangzhou high-speed rail line. Xinhua (9 November 2008). ციტირების თარიღი: 28 August 2010
  7. 南宁市2010年第六次全国人口普查主要数据公报 (ჩინური). Nanning Bureau of Statistics [南宁市统计局]. 6 July 2011.
  8. 南宁市国际友城名单及分布图 zh. Nanning. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-11. ციტირების თარიღი: 2021-11-02.
  9. Перелік партнерських міст Івано-Франківська uk. Ivano-Frankivsk (2019-09-01). ციტირების თარიღი: 2020-07-11
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნანნინგი“-დან