Nightwish

(გადამისამართდა გვერდიდან ნაითვიში)

Nightwishსიმფონიური მეტალ-ჯგუფი ფინეთიდან. შეიქმნა 1996 წელს მთავარ კომპოზიტორ და კლავიშისტ ტუომას ჰოლოპაინენის, გიტარისტ ემპპუ ვუორინენის და ვოკალისტ ტარია ტურუნენის მიერ, რომელიც შემდგომში ჩაანაცვლა Alyson Avenue-ს ყოფილმა ვოკალისტმა ანეტ ოლზონმა.

Nightwish

Nightwish 2022 წელს, ტორონტო. მარცხნიდან მარჯვნივ: იუკა კოსკინენი, ტუომას ჰოლოპაინენი, ფლორ იანსენი, ტროი დონოკლი, კაი ჰაჰტო და ემპპუ ვუორინენი
ბიოგრაფია
წარმოშობა კიტეე, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი
დისკოგრაფია Nightwish-ის დისკოგრაფია
აქტიური 1996–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი nightwish.com
Nightwish ვიკისაწყობში

2002 წელს ბასისტი სამი ვანსკა ჩაანაცვლა მარკო ჰიეტალამ, რომელმაც ბასისტობასთან ერთად შეითავსა მამაკაცის ვოკალის ფუნქციაც.[1] ალბომი Angels Fall First გამოვიდა 1997 წელს. ამას მოჰყვა ალბომები Oceanborn (1998), Wishmaster (2000) და Century Child (2002). ამ ალბომების გამოშვებით ჯგუფმა მსოფლიოში საკუთარი სახელი დაიმკვიდრა. მომდევნო ალბომი Once (2004) გაიყიდა 1 მილიონი ასლის ოდენობით მსოფლიოს მასშტაბით.[2] ჯგუფმა ამ ჩანაწერით სახელი აშშ-შიც გაითქვა. ალბომის სინგლი „Wish I Had an Angel“ სამ სხვადასხვა ამერიკულ ფილმში საუნდტრეკის სახით მოხვდა.[3][4] შემდეგ გამოვიდა კიდევ სამი სინგლი და ორი მუსიკალური ვიდეო ალბომიდან Once. 2006 წელს ხელახლა გადაღებულ იქნა მუსიკალური ვიდეო „Sleeping Sun“, რომლის პირველი ვერსია ჯგუფმა გადაიღო 1999 წელს. ვიდეოს მეორე ვერსია გადაღებულ იქნა კრებულისთვის Highest Hopes: The Best of Nightwish, რომელშიც შეტანილია ტარია ტურუნენის მონაწილეობით ჩაწერილი სიმღერები.[3]

2007 წელს ტარია ტურუნენის ადგილზე მოვიდა შვედი მომღერალი ანეტ ოლზონი.[5] ამავე წლის სექტემბერში ჯგუფმა გამოსცა რიგით მეექვსე ალბომი Dark Passion Play - მსოფლიო მასშტაბით მისი 2 მილიონამდე ასლი გაიყიდა. ალბომის მთავარი სინგლი „Amaranth“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლი გახდა.[6] „Dark Passion Play“-ს მსოფლიო ტურნე საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ის ყველაზე ხანგრძლივი ტურნე ჯგუფის ისტორიაში, რომელიც დაიწყო 2007 წლის 6 ოქტომბერს და დასრულდა 2009 წლის 19 სექტემბერს.[7][8] 2009 წლის მარტში კოლექტივმა გამოუშვა საკონცერტო ალბომი Made in Hong Kong (And in Various Other Places). Nightwish-ის რიგით მეშვიდე ალბომი Imaginaerum გამოვიდა 30 ნოემბერს.[2][9]

2012 წლის 1 ოქტომბერს ჯგუფმა განაცხადა ანეტ ოლზონის წასვლის შესახებ. დაწყებულ ტურნეს ჯგუფის მუსიკოსებთან ერთად განაგრძობდა ჯგუფ After Forever-ის და დღესდღეობით Revamp-ის სოლისტი ფლორ იანსენი.[10][11] მასთან ერთად ჯგუფმა შემდეგი ალბომი, Endless Forms Most Beautiful ჩაწერა.

Nightwish არის ფინეთის რიგით მესამე ყველაზე გაყიდვადი ჯგუფი. მისი ჩანაწერები გაყიდულია 900 000-ზე მეტი ასლის ოდენობით.[12][13][14][15][16] იგი აგრეთვე არის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებული ჯგუფი. მსოფლიოში მისი ჩანაწერები 8 მილიონი ასლის ოდენობით იქნა გაყიდული. მას მოპოვებული აქვს 60 ოქროს და პლატინის ჯილდო.[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჩამოყალიბება

რედაქტირება

1990-იანი წლების რამდენიმე მძიმე მეტალ ჯგუფში (Nattvindens Gråt, Perkele Börk და Darkwoods My Betrothed) მოღვაწეობის შემდეგ ტუომას ჰოლოპაინენმა, 1994 წელს მეგობრებთან ერთად კოცონთან შეკრებისას საკუთარი მუსიკალური პროექტის შექმნა გადაწყვიტა.[17] მას ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ეს პროექტი შეასრულებდა ატმოსფერულ და თავისი სულიერი განწყობის გამომხატველ სიმღერებს.[3] ჩამოყალიბების შემდეგ ჯგუფის მუსიკა მოიცავდა აკუსტიკურ გიტარას, ფლეიტას, კლავიშებიან საკრავებს და ქალის ვოკალს. გიტარისტი ემპპუ ვუორინენი და მომღერალი ტარია ტურუნენი მალე შეუერთდნენ ამ იდეას. ამ სამმა მუსიკოსმა ერთობლივად ჩაწერა პირველი დემო სახელად Nightwish, რომელიც მოიცავდა სამ სიმღერას, „Nightwish“, „Forever Moments“ და „Etainen“.[3] პირველი დემოს ჩაწერის შემდეგ ტუომასმა გადაწყვიტა ჯგუფში შემოეტანა მძიმე მეტალის ელემენტები ელექტრონული გიტარით და დასარტყმელი საკრავებით, რადგან ტარიას აკუსტიკური ჯგუფისთვის ზედმეტად ძლიერი ხმა ჰქონდა.[3]

სადებიუტო ალბომი და პირველი ტურნე (1997-1998)

რედაქტირება
 
ემპპუ ვუორინენის გამოსვლა ჯგუფთან ერთად ნორვეგიის როკ-ფესტივალზე 2009 წელს.

1997 წლის დასაწყისში იუკა „იულიუს“ ნევალაინენი ჯგუფს ემპპუ ვუორინენის რეკომენდაციით შეუერთდა. უკანასკნელმა თავისი აკუსტიკური გიტარა ჩაანაცვლა ელექტრო გიტარით. ჩაიწერა ჯგუფის მეორე დემო, რომელიც 7 სიმღერისგან შედგებოდა. ჯგუფმა Spinefarm Records-სგან [3] მიიღო შემოთავაზება, რომ ჩაწერილიყო პირველი ალბომი. ზაფხულში ჩაიწერა დამატებით ოთხი სიმღერა და გამოვიდა სადებიუტო ალბომი Angels Falls First. ალბომი ფინეთის ჩარტებში 33 ადგილიდან სინგლ „Carpenter“-ის გამოშვებით საუკეთესო ათეულში შევიდა.[18]

Nightwish-მა თავისი პირველი კონცერტი მშობლიურ ქალაქ კიტეეში 1997 წლის ახალი წლის ღამეს ჩაატარა.[3] მას 400 მსმენელი ესწრებოდა. ამის შემდგომ ჯგუფმა ფინეთში 8 კონცერტი ჩაატარა. შემდეგ დაიწყო ჯგუფის რიგით მეორე ალბომის Oceanborn ჩაწერა. ჯგუფმა სამი ვანსკას შესთავაზა, კოლექტივში ბას-გიტარაზე დაეკრა. იგი ამ შემოთავაზებას დათანხმდა.[19] ზამთრის პერიოდში ჯგუფმა დროებით მუშაობა შეწყვიტა - ტარია ტურუნენი სკოლას ამთავრებდა, ხოლო იუკა ნევალაინენი და ტუომას ჰოლოპაინენი იხდიდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ფინეთის არმიაში.[3] 1998 წლის აგვისტოში ჯგუფმა ისევ განაახლა აქტიური მუშაობა მომავალ დისკზე. დამატებით ჩაიწერა კიდევ 5 სიმღერა.

საერთაშორისო წარმატება(1998-2000)

რედაქტირება

1998 წლის 7 ოქტომბერს Nightwish-მა ფინეთის მასშტაბით გამოუშვა მეორე ალბომი Oceanborn. ამ ალბომში ვოკალისტი მამაკაცის სახით მიწვეული იყო მომღერალი ტაპიო ვილსკა (ჯგუფის Nattvindens Gråt ყოფილი წევრი)[20], რადგან ტუომასს აღარ სურდა ვოკალური ნაწილების შესრულება. ალბომმა ფინეთის ჩარტებში მეხუთე ადგილი დაიკავა,[21] ხოლო სინგლმა „Sacramentof Wilderness“ - პირველი ადგილი ფინური სინგლების ჩარტში.[21] 1999 წელს Oceanborn გამოვიდა საერთაშორისო ასპარეზზე.[22] 1999 წელს გამოიცა სინგლი „Sleeping Sun (Four Ballads of The Eclipse)“. ერთ თვეში მხოლოდ გერმანიაში ამ სინგლის 15 000 ასლი გაიყიდა.[23] ალბომმა „Oceanborn“ და სინგლებმა „Sacramentof Wilderness“ და „Sleeping Sun (Four Ballads of The Eclipse)“ ფინეთში ოქროს სტატუსები მოიპოვეს.[24]

2000 წელს ჯგუფი გავიდა ფინეთის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსზე, სიმღერით „Sleepwalker“ და დაიკავა მეორე ადგილი, ვინაიდან ჟიურიმ პირველ ადგილზე წარმოადგინა ნინა ასტრომი[3].

2000 წლის 19 მაისს Nightwish-მა გამოუშვა რიგით მესამე ალბომი Wishmaster. მან ფინეთის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა[21] და გერმანულ ჟურნალ Rock Hard-ში მიიღო თვის ალბომის წოდება.[3] 2000 წელს ჯგუფმა დაიწყო თავისი მსოფლიო ტურნე სამხრეთ ამერიკაში, მექსიკაში, კანადაში და პირველი ევროპული ტურნე ჯგუფების Sinergy და Eternal Tears of Sorrow თანამონაწილეობით.[25] ზაფხულში კი კოლექტივი გამოვიდა ფესტივალებზე Wacken Open Air და Biebop Metal Fest.[25]

ახალი ბას-გიტარისტი და სტილის შეცვლა (2000-2003)

რედაქტირება
 
ტარია ტურუნენი ჯგუფის ვოკალისტი 2005 წლამდე

2001 წელს Nightwish-მა ტამპერეში ჩაატარა კონცერტი, რომელიც გამოიცა DVD-ს, CD-ს და VHS-ის ფორმატში, სათაურით From Wishes to Eternity.[26] ამის შემდეგ ჯგუფში შეიქმნა კრიზისი.[3] სამი ვანსკა ხშირად აცდენდა რეპეტიციებს[3][17], ტარია ტურუნენი კი ძალიან მცირე დროს ატარებდა ჯგუფის წევრებთან ერთად. ტუომასი ფიქრობდა, რომ ეს ჯგუფის ისტორიის დასასრული იყო. ამ კრიზისის დაძლევა საბოლოოდ მაინც მოხერხდა - სამი ვანსკა ჩაანაცვლა მარკო ჰიეტალამ.

 
ჯგუფის ამჟამინდელი ბას-გიტარისტი, მარკო ჰიეტალა, რომელმაც 2001 წლის ბოლოს სამი ვანსკა ჩაანაცვლა

მარკომ ბას-გიტარასთან ერთად, მამაკაცი ვოკალისტის ფუნქციაც შეითავსა. გაიხსნა Nightwish-ის ოფიციალური საიტი და ონლაინ მაღაზია. 2002 წელს Nightwish-მა დაიწყო ალბომ Century Child-ის ჩაწერა, რომელიც იმავე წელს გამოიცა. მნიშვნელოვანი იყო, რომ რამდენიმე კომპოზიცია ნამდვილ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა[27]. სინგლი „Ever Dream“ გამოვიდა მაისის დასაწყისში და ფინეთში ოქროს სტატუსი მოიპოვა. თუმცა ჯგუფის მოყვარულთა შორის განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა სიმღერის „The Phantom of the Opera“ (მიუზიკლიდან „ოპერის აჩრდილი“) ქავერ-ვერსიამ. იგი კონცერტებზე სრულდებოდა ჯგუფში ანეტ ოლზონის მოსვლამდე.[27]

ოფიციალურ გერმანულ ჩარტებში Nightwish-მა დაიკავა მეხუთე პოზიცია. ზოგიერთი კონცერტი სამხრეთ ამერიკაში უფასოდ ჩატარდა, წარმატებით ჩაიარა კონცერტებმა სამხრეთ კორეაში, რუსეთში და მთლიანად ევროპაში.

წლის ბოლო ჯგუფმა აიღო შესვენება და მისი წევრები დაკავდნენ სხვა მუსიკალური პროექტებით. 2003 წელს Nightwish-მა შეამცირა კონცერტების რაოდენობა. ისინი ჩატარდა მხოლოდ ფინეთში და ფესტივალებზე Bloodstock (ბრიტანეთი), Lowlands (ნიდერლანდები) და M'era Luna (გერმანია). დოკუმენტური DVD End of Innocence გამოვიდა 2003 წელს.[28] იმავე წლის ზაფხულში ტარია ტურუნენმა იქორწიან და ადგილი ჰქონდა ჭორებს ჯგუფის დაშლის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა შემდეგ წელს ტურნე მოაწყო და კიდევ ერთი ალბომი გამოსცა. მიუხედავად ამისა, ტარიას პირადმა ცხოვრებამ გავლენა იქონია მის ჯგუფიდან 2005 წელს გაშვებაზე.[3]

Once და ტარია ტურუნენის მიერ ჯგუფის დატოვება (2004-2005)

რედაქტირება

2004 წლის 4 იანვარს გამოვიდა ალბომი Once. მან გერმანიაში[29], ნორვეგიაში[30] , უნგრეთსა [31] და საბერძნეთის [32] ჩარტებში უმაღლესი პოზიციები დაიმკვიდრა. ალბომის პირველი სინგლის „Nemo“-ს გარდა, იგი შეიცავდა სინგლებად გამოცემულ სიმღერებს „Wish I Had an Angel“, „Kuolema tekee taiteilijan“, და „The Siren“.

 
ჯგუფის გამოსვლა იამსაში (ფინეთი), 2005 წლის 25 ივნისს.

Nightwish-მა დაიწყო დიდი ტურნე აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში და ქვეყნებში, სადაც იგი ჯერ არ ყოფილა[33]. 2005 წელს Once-ის მსოფლიო ტურნე დასრულდა უფასო კონცერტით ჰელსინკიში, ჰარტვალ არენაზე.[34] კრებული Highest Hopes გამოვიდა 2005 სექტემბერში. გარდა ჯგუფის პოპულარული სიმღერებისა, მასში მოხვდა „High Hopes“, პინკ ფლოიდის სიმღერის ქავერ-ვერსია, რომელიც Nightwish-ის მიერ კონცერტებზე სრულდებოდა.

მოგვიანებით გამოიცა End of an Era-ს სათაურით ცნობილი საკონცერტო DVD. ამ ტურნემ მოიცვა 130 კონცერტი. პარალელურად გაიყიდა ალბომის 4 მილიონამდე ასლი. ფინალური კონცერტის შემდეგ გამოქვეყნდა ტუომას ჰოლოპაინენის და სხვა ჯგუფის წევრების ხელმოწერილი ღია წერილი. მათ გადაწყვიტეს, რომ მოღვაწეობა გაეგრძელებინათ ტარია ტურუნენის გარეშე.[35] ტუომას ჰოლოპაინენი ტარიას და მის მეუღლე მარსელო კაბულის, არგენტინელ ბიზნესმენს ადანაშაულებდა, რომ მათ ფინანსური ინტერესები ჯგუფის ინტერესებზე მაღლა დააყენეს.[35] ტარიამ კი პრეს-კონფერენციაზე ეს ბრალდება უარყო. მისი თქმით, ეს წერილი მისთვისაც მოულოდნელი იყო.[36] მან 2005 წელს ჯგუფი ოფიციალურად დატოვა.

ახალი ვოკალისტი და ახალი ალბომი (2007-2009)

რედაქტირება
 
Nightwish ტურნეს Dark Passion Play პერიოდში, ჰელსინკი, ფინეთი, სექტემბერი, 2009 წლის 19 სექტემბერი.

Nightwish-ში ახალი ვოკალისტის პოზიციაზე მსურველთა რიცხვი 2000 მომღერალს აჭარბებდა. 2000 ჩანაწერიდან [37] ჯგუფს მოეწონა ანეტ ოლზონის (Alyson Avenue-ის ყოფილი ვოკალისტი) მიერ შესრულებული „Ever Dream“ და არჩევანი მასზე შეაჩერა. 2007 წლის 25 მაისს გამოვიდა საქველმოქმედო სინგლი „Eva“. ეს იყო პირველი სინგლი, რომელიც ანეტ ოლზონთან ერთად ჩაიწერა.[38] შემდგომ გამოვიდა სინგლი „Amaranth“,[39] რომელიც ასევე შეიცავდა სიმღერას „While Your Lips Are Still Red“ - უკანასკნელი მოხვდა ფინურ ფილმში „მატრიარქი!“.[39]

ალბომი Dark Passion Play გამოვიდა 2007 წლის სექტემბრის ბოლო კვირაში, დიდ ბრიტანეთში. აშშ-ში იგი 2 ოქტომბერს გამოიცა. მან აიღო პლატინის სტატუსი ფინეთში და შეინარჩუნა უმაღლესი პოზიციები გერმანიის[29], ფინეთის[21], ნიდერლანდების, უნგრეთის [31] და ხორვატიის [40] ჩარტებში.

ჯგუფმა ახალი შემადგენლობით პირველი კონცერტი ჩაატარა 2007 წლის 6 ოქტომბერს ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში.[41] მოგვიანებით გამოვიდა ალბომის მესამე სინგლი „Erämaan viimeinen“, რომელიც ფინურ პოპ-როკ ჯგუფ Indica-ს სოლისტ იონსუსთან ერთად ჩაიწერა. მეოთხე სინგლი „Bye Bye Beautiful“ გამოვიდა 2008 წლის 5 დეკემბერს. მას მოჰყვა მეხუთე სინგლი „Islander“. Dark Passion Play-ს ტურნე ჯგუფის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა. იგი 2007 წლის სექტემბერს დაიწყო და დასრულდა 2009 წელს ჰარტვალ არენაზე აპოკალიპტიკასთან ერთად გამართული კონცერტით. მანამდე ამ ადგილზე ჩაწერილი კონცერტი მოხვდა DVD-ზე End of an Era.[42] 2009 წლის 6 მარტს გამოვიდა MCD/DVD სახელწოდებით Made in Hong Kong (And in Various Other Places)[43] , რომელშიც მოხვდა ჰონგკონგსა და სხვა ადგილებში ცოცხლად ჩაწერილი 8 კომპოზიცია.

 
ჯგუფი ფლორ იანსენთან ერთად

Imaginaerum, პრომო-ფილმი და ანეტ ოლზონის წასვლა ჯგუფიდან (2010-2012)

რედაქტირება

2010 წლის პირველ თვეებში დაიწერა ჯგუფის შემდეგ ალბომში შესული სიმღერების მუსიკაც და ტექსტებიც. ჩაწერა დაიწყო ოქტომბერში და წლის ბოლომდე ჩაწერილ იქნა დასარტყმელი საკრავების, ბას-გიტარის და გიტარის პარტიები. 2011 წელს ჯგუფმა განაცხადა, რომ აპირებდა ალბომთან ერთად ფილმის გამოშვებასაც.

2011 წლის პირველ ნახევარში ტუომასმა ჩაწერა ბავშვების მგალობელთა გუნდის ვოკალები და საბოლოოდ აპრილში ანეტმაც დაასრულა ვოკალის ჩაწერა. 2011 წლის 9 ნოემბერს გამოვიდა სინგლი „Storytime“. 2011 წლის 30 ნოემბერს გამოვიდა კონცეპტუალური ალბომი Imaginaerum. ფილმი ალბომის მიხედვით, გადაღებული სტუბე ჰარიუს მიერ, გამოვიდა 2012 წლის 23 ნოემბერს. 2012 წლის 11 იანვარს გამოიცა სინგლი „The Crow, the Owl and the Dove“.

2012 წლის 1 ოქტომბერს ჯგუფის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ანეტ ოლზონის და Nightwish-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ანეტი ტოვებდა ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი არ დასახელებულა, მსმენელთა თქმით, კონფლიქტი ჯგუფში იმან გამოიწვია, რომ ანეტის ავადმყოფობის გამო Nightwish-მა მის მაგივრად კონცერტზე ამღერა ჯგუფ Kamelot-ის ვოკალისტი ქალები. ანეტი ამით უკმაყოფილო დარჩა. მოგვიანებით ჯგუფთან ერთად მსოფლიო ტურნე Imaginaerum გააგრძელა სოპრანო ფლორ იანსენმა.

2013 წლის 11 იანვარს ანეტმა თავის ოფიციალურ ბლოგში განაცხადა, რომ მესამე შვილზე ფეხმძიმე იყო, რომელიც 2013 წლის გაზაფხულზე დაიბადება. ამის შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს იყო მისი ჯგუფიდან წასვლის მთავარი მიზეზი.[44]

Endless Forms Most Beautiful

რედაქტირება

გამოცემასთან „Metal Hammer“ 2012 წლის ნოემბერში საუბრისას ჰოლოპაინენმა განაცხადა, რომ კოლექტივი 2014 წლის ივლისიდან სექტემბრამდე რეპეტიციებს აპირებდა, მაგრამ მანამდე მუსიკოსები შეისვენებდნენ ჯგუფისგან.[45]

2014 წლის ნოემბერს ჯგუფმა გადაიღო ალბომის ერთ-ერთი სიმღერის ვიდეო.[46] დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ სინგლი "Élan" გამოვიდოდა 2015 წლის 13 თებერვალს.[47] ალბომის სახელწოდება Endless Forms Most Beautiful და გარეკანი ცნობილი გახდა 22 დეკემბერს. 2015 წლის 27 მარტს დაგეგმილია მისი გამოცემა.[48]

შემადგენლობა

რედაქტირება
 
ჯგუფის მეორე ყველაზე ცნობილი შემადგენლობა (მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან): ანეტი, მარკო, ტუომასი, იუკა და ემპპუ
ამჟამინდელი წევრები
ყოფილი წევრები

ქრონოლოგია

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • (1998) The Carpenter
  • (1998) Sacrament of Wilderness
  • (1999) Walking in the Air (საკონცერტო)
  • (1999) Sleeping Sun
  • (2000) The Kinslayer (საკონცერტო)
  • (2001) Over the Hills and Far Away
  • (2002) Bless the Child
  • (2002) End of All Hope
  • (2004) Nemo
  • (2004) Wish I Had an Angel
  • (2005) Sleeping Sun
  • (2007) While Your Lips Are Still Red
  • (2007) Amaranth
  • (2008) Bye Bye Beautiful
  • (2008) The Islander
  • (2011) Storytime
  • (2012) I Want My Tears Back (საკონცერტო)
  • (2013) Ghost Love Score (საკონცერტო)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Nightwish Biography. TheTableWorld.com. ციტირების თარიღი: 2010-07-07.
  2. 2.0 2.1 2.2 Spinefarm. Spinefarm.fi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2011-01-11.
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 Nightwish Official Biography. Nightwish.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2010-06-05.
  4. The Cave: Music theme. Soundtrack.net. ციტირების თარიღი: 2009-10-16.
  5. Nightwish Announces New Singer. RoadRunnerRecords.com (2007-05-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-01. ციტირების თარიღი: 2010-07-09.
  6. Nightwish – The Official Website. Nightwish.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-17. ციტირების თარიღი: 2007-07-12.
  7. Nightwish Live- 2007. Nightwish.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-15. ციტირების თარიღი: 2007-07-12.
  8. Nightwish Live- 2009. Nightwish.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-02. ციტირების თარიღი: 2007-07-12.
  9. NIGHTWISH: "Imaginaerum" - release date ... - Nuclear Blast. Nuclearblast.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-23. ციტირების თარიღი: 2012-04-17.
  10. Press statement - October 1, 2012. Press statement - October 1, 2012 (2012-10-01). ციტირების თარიღი: 2012-10-01.
  11. CROMCarl. Nightwish Singer Anette Olzon Splits With Band. Metalunderground.com. ციტირების თარიღი: 2012-10-01.
  12. Nightwish Finnish. Musiikkituottajat – IFPI Finland. ციტირების თარიღი: 2012-01-29.
  13. Kaikkien aikojen myydyimmät kotimaiset albumit Finnish. Musiikkituottajat – IFPI Finland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2012-01-29.
  14. Kaikkien aikojen myydyimmät ulkomaiset albumit Finnish. Musiikkituottajat – IFPI Finland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2012-01-29.
  15. Kaikkien aikojen myydyimmät kotimaiset singlet Finnish. Musiikkituottajat – IFPI Finland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2012-01-29.
  16. Kaikkien aikojen myydyimmät ulkomaiset singlet Finnish. Musiikkituottajat – IFPI Finland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2012-01-29.
  17. 17.0 17.1 Once Upon a Nightwish: Official Biography 1996–2006
  18. Rivadavia, Eduardo. Review of Angels Fall First AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 2010-07-09.
  19. Sami Vänskä. Dmusic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-24. ციტირების თარიღი: 2010-07-10.
  20. Nattvindens Gråt. Metal-Archives.com. ციტირების თარიღი: 2010-06-10.
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 Nightwish charts in Finland. Finnishcharts.com. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  22. Oceanborn releases worldwide. Nightwish.com (1999-02-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-05. ციტირების თარიღი: 2010-06-10.
  23. Sleeping Sun Sells Well. Nightwish.com (1999-07-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2010-07-10.
  24. Tilastot: Nightwish. Ifpi.fi. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  25. 25.0 25.1 Nightwish Live- 2000. Nightwish's Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2010-07-10.
  26. Limited editions of Tampere concert. Nightwish.com (2001-01-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 7 November 2009.
  27. 27.0 27.1 Nightwish Interview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2010-07-10.
  28. DVD Review – Nightwish – End of innocence. Revelationz.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-21. ციტირების თარიღი: 2010-07-10.
  29. 29.0 29.1 Nightwish charts in Germany. Musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-08. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  30. Nightwish charts in Norway. Norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  31. 31.0 31.1 Archive: Nightwish. Mahasz.hu. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  32. Nightwish charts in Greece. Greekcharts.com. ციტირების თარიღი: 2010-06-01.[მკვდარი ბმული]
  33. Nightwish Live -2004. Nightwish.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-05. ციტირების თარიღი: 2010-07-10.
  34. Nightwish Live - 2005. Nightwish.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-23. ციტირების თარიღი: 2010-07-10.
  35. 35.0 35.1 Open Letter to Tarja. Nightwishu.com (2005-10-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-21. ციტირების თარიღი: 2010-01-13.
  36. Tarja Turunen Letter to the band, fans and media. MetalYou.com (2005-10-26). ციტირების თარიღი: August 16, 2006.
  37. Nightmail- April 2006. Nightwishu.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-02. ციტირების თარიღი: 2010-01-13.
  38. Nightwish- Eva. Metal-Archives.com. ციტირების თარიღი: 2010-01-13.
  39. 39.0 39.1 Nightwish's 'Amaranth' Single Available As Flower-Fragrance-Shaped Picture Disc. MetalFromFinland.com (2010-01-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-02. ციტირების თარიღი: 2010-01-13.
  40. Croatian Music Industry. HDU.ht. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-23. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  41. „Nightwish performs first official concert with new singer“. RoadRunnerRecords.com. 2007-10-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2007-10-07. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  42. Nightwish Live -2009. Nightwish.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-02. ციტირების თარიღი: 2010-07-10.
  43. Nightwish: 'Made In Hong Kong' Cover Artwork Revealed. Roadrunnerrecords.com (2009-01-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-12. ციტირების თარიღი: 2010-08-07.
  44. [1] Anette Olzon Blog: The Secret Is...
  45. [2] Rehearsal place booked for July 2014, says Tuomas Holopainen
  46. http://www.blabbermouth.net/news/nightwish-films-new-music-video/
  47. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-07. ციტირების თარიღი: 2015-01-17.
  48. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-31. ციტირების თარიღი: 2013-01-25.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nightwish&oldid=4635455“-დან