ერნო „ემპპუ“ მატი იუჰანი ვუორინენი (დ. 1978 წლის 24 ივნისს) — ფინელი გიტარისტი და კომპოზიტორი. ის ცნობილია როგორც სიმფონიურ მეტალ ჯგუფ Nightwish-ის გიტარისტი. Nightwish 1996 წელს დააარსეს ემპპუმ და მისმა მეგობრებმა, ტუომას ჰოლოპაინენმა და ტარია ტურუნენმა. ჯგუფის პირველი ალბომი იყო Angels Fall First, რომელიც გამოვიდა 1997 წლის 1 ნოემბერს. ის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ჯგუფია ფინეთში და მსოფლიო მასშტაბით 7 მილიონზე მეტი დისკი აქვს გამოცემული; მიღებული აქვს 11 ოქროსა და 11 პლატინის ჯილდო. Nightwish-ის ალბომები მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 5,5 მილიონი ასლის ოდენობით

ემპპუ ვუორინენი
Emppu Vuorinen, palais.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ერნო მატი იუჰანი ვუორინენი
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1978 (1978-06-24) (41 წლის)
დაბ. ადგილი კიტეე, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი სიმფონიური მეტალი, პაუერ მეტალი, მძიმე როკი, AOR
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ბას-გიტარა
ასოციაციები Nightwish, Brother Firetribe, Altaria, Almah, Barilari
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
ESP EV1
საიტი nightwish.com
ემპპუ ვუორინენი ვიკისაწყობში

ემპპუმ გიტარაზე დაკვრა დაიწყო 12 წლის ასაკში და მას შემდგომ მოღვაწეობს სხვადასხვა ჯგუფში. ეს ჯგუფებია Nightwish-ის, Brother Firetribe, Barilari, Almah და Altaria.

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა ფინეთში, კიტეეში.ის დედმამიშვილებში უფროსია, ჰყავს ტყუპისცალი ძმა და სამი და. ბავშვობაში მისი ჰობი იყო სპორტი, ტყეში ხეტიალი, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა, და ზოგჯერ სწავლაც კი. მუსიკამ სერიოზულად გაიტაცა. როდესაც 11 წლის იყო. იგი მადლობას უხდის მის გიტარისტ მეგობრებს, განსაკუთრებით მატი ტურუნენს, რომელიც მისი გიტარის მასწავლებელი იყო. მას შემდეგ, რაც ისწავლა მელოდიის აწყობა, ძირითადად დაიწყო ყველა სახის ჩანაწერის მოსმენა და ცდილობდა, გაემეორებინა მოსმენილი. ცნობილია, რომ სიმღერა "Whoever Brings The Night", რომელიც შეტანილია ალბომში Dark Passion Play, ემპპუმ მარტომ დაწერა. ემპპუს ასევე ტუომასთან ერთად აქვს მონაწილეობა მიღებული Angels Fall First-ის და Imaginaerum-ის დაწერაში. მას ფანები მოფერებით ჰობიტს ეძახიან, რადგან იგი სიმაღლეში 1,60 მეტრია.

დისკოგრაფიარედაქტირება

  მთავარი სტატია : Nightwish.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება