მარკო ტაპანი ჰიეტალა(დ. 14 იანვარი, 1966) — ფინელი ბას გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. ცნობილია როგორც ფინური სიმფონიურ მეტალ ჯგუფ Nightwish-ის კაცი ვოკალი და ბას-გიტარისტი.Nightwish-მა 1997 წელს ჩაწერა პირველი სტუდიური ალბომი Angels Fall First. 1998 წელს ჯგუფიდან წავიდა ბას-გიტარისტი სამი ვანსკა და მის მაგიერ მიიღეს გიტარისტ-ვოკალისტი მარკო ჰიეტალა.Nightwish ყველაზე ცნობილი და წარმატებული ჯგუფია ფინეთში და მსოფლიო მასშტაბით 7 მილიონზე მეტი დისკი აქვს რეალიზებული; მიღებული აქვს 11 ოქროსა და 11 პლატინის ჯილდო (დისკები). Nightwish-ის ალბომები მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 5,5 მილიონი ასლის ოდენობით. იგი ასევე არის ჯგუფ tarot-ის ვოკალი და ბას-გიტარისტი

მარკო ჰიეტალა
Marco Tapani Hietala.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარკო ტაპანი ჰიეტალა
დაბ. თარიღი 14 იანვარი, 1966 (1966-01-14) (54 წლის)
დაბ. ადგილი ტერვო, ფინეთი
წარმოშობა ფინელი
ჟანრ(ებ)ი სიმფონიური მეტალი, პაუერ მეტალი, მძიმე მეტალი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი, ბას გიტარა,
აქტიური 1982- დღემდე
ასოციაციები Nightwish, Tarot, Northern Kings, Sapattivuosi, Sinergy, Delain, Amorphis
მარკო ჰიეტალა ვიკისაწყობში

ბიოგრაფიარედაქტირება

მარკო თავის ოთხ და-ძმას შორის უფროსია. 15 წლამდე იგი ცხოვრობდა ტერვოში ფინეთის 2,500 კაციან ქალაქში. სიმღერა დაიწყო 11 წლის ასაკში, ხოლო გიტარაზე დაკვრა 12 წლისამ. 13 წლის უკვე იყო სკოლის ბენდ "Sabotage"-ში სადაც ბასთან ერთად ასევე ვოკალიც იყო.15 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ კუოპიოში.კუოპიოში მივიდა მუსიკალურ სკოლაში სადაც სწავლობდა კლასიკურ გიტარას, ვოკალს და მუსიკალურ თეორიას, სამი წლის განმავლობაში. წელიწადნახევრის განმავლობაში მარკო ასევე სწავლობდა ოულუნკილას პოპის და ჯაზის კონსერვატორიაში. შემდგომ შეურთდა ჯგუფ tarot-ს და 1986 გამოსცა პირველი ალბომი .tarot დღესდღეობითაც არსებობს და ტარდება კონცერტები როდესაც Nightwish არ აქვს დატვირთული გრაფიკი.მარკოს ტუომას ჰოლოპაინენმა 2001 წლის ნოემბრის საღამოს დაურეკა და შესთავაზა რომ ჩაენაცვლებინა სამი ვანსკა და ასევე ემღერა ჯგუფში. მარკო დათანხმდა ამ შემოთავაზებას და დღემდე რჩება Nightwish-ის წევრად.

დისკოგრაფიარედაქტირება

  მთავარი სტატია: Nightwish.

Tarotრედაქტირება

Northern Kingsრედაქტირება

Sapattivuosiრედაქტირება

Sinergyრედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: