მთავარი მენიუს გახსნა

ტუომას ლაური იოჰანეს ჰოლოპაინენი (დ. 25 დეკემბერი, 1976, კიტეე, ფინეთი) — ფინელი კომპოზიტორი, პოეტი, მუსიკოსი და პროდიუსერი — ჯგუფ Nightwish-ის თანადამაარსებელი.ის ცნობილია როგორც სიმფონიურ მეტალ ჯგუფ Nightwish-ის კომპოზიტორი და პიანისტი. Nightwish 1996 წელს დააარსეს ტუომას ჰოლოპაინენმა და მისმა მეგობრებმა,ემპპუ ვუორინენმა და ტარია ტურუნენმა. ჯგუფის პირველი ალბომი იყო Angels Fall First, რომელიც გამოვიდა 1997 წლის 1 ნოემბერს. ის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ჯგუფია ფინეთში და მსოფლიო მასშტაბით 7 მილიონზე მეტი დისკი აქვს გამოცემული; მიღებული აქვს 11 ოქროსა და 11 პლატინის ჯილდო. Nightwish-ის ალბომები მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 5,5 მილიონი ასლის ოდენობით.

ტუომას ჰოლოპაინენი
Nightwish Zagreb (02).JPG
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტუომას ლაური იოჰანეს ჰოლოპაინენი
დაბ. თარიღი 25 დეკემბერი, 1976 (1976-12-25) (42 წლის)
დაბ. ადგილი კიტეე
ჟანრ(ებ)ი სიმფონიური მეტალი, პაუერ მეტალი, გოთიკური მეტალი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი კლავიშებიანი საკრავები, ფორტეპიანო, გიტარა, ვოკალი, ბას გიტარა, საქსოფონი, კლარნეტი
აქტიური 1992- დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Spinefarm, Nuclear Blast, Roadrunner, Century Media, Drakkar Entertainment
ასოციაციები Nightwish, For My Pain..., ტიმო რაუტიაინენი
საიტი Tuomas-Holopainen.com - ოფიციალური საიტი
ტუომას ჰოლოპაინენი ვიკისაწყობში

ბიოგრაფიარედაქტირება

ტუომას ლაური იოჰანეს ჰოლოპაინენი დაიბადა 1976 წლის 25 დეკემბერს, შობის დღეს, ფინეთის ქალაქ კიტეეში. 6 წლის ასაკში დედამისმა ტუომასი მიიყვანა კარელიის მუსიკალურ სკოლაში პიანინოს გაკვეთილებზე, რამდენიმე წლის შემდეგ მუსიკალური ცხოვრება გააგრძელა კლარნეტისა და საქსაფონის სწავლით. მუსიკის თეორიის კლასები უკვე დამთავრებული ჰქონდა, როდესაც საბოლოო გამოცდა ჩააბარა ინსტრუმენტებზე და მიიღო დიპლომი 15 წლის ასაკში, იგივე წელს, იგი გადაფრინდა კანსასში ერთი წლით როგორც უცხოელი სტუდენტი.1992 წლის სექტემბერში ტუომასი ოჯახმა წაიყვანა კანსასის ქალაქში, რომ ენახა Metallica–ს და Guns 'N Roses კონცერი, კონცერტმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მის მუსიკალურ და საერთოდ მთელ მის ცხოვრებაზე. შტატებიდან დაბრუნებისას, 93 წელს მეგობრებისაგან შემოთავაზება მიიღო რომ გაწევრიანებულიყო ჯგუფში სახელად "Dismal Silence" . შემდეგ ამას მოყვა "Nattvindens Gråt" და "Darkwoods My Betrothed." ამ ჯგუფებში ყოფნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1996 წლის ბოლოს გაჩნდა Nightwish–ის შექმნის იდეა. Nightwish–ის გარდა, აქვს რამდენიმე სხვა პროექტი, მაგალითად: "Sethian" , "For My Pain", "Kotiteollisuus", "Timo Rautiainen" & "Trio Niskalaukaus", "Silentium" (პროდიუსერი) & "Indica" (პროდიუსერი).

დისკოგრაფიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: