მუხური (გალის მუნიციპალიტეტი)
მუხური (ყოფილი საშარინგიო) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ოქუმის ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: პირველი შეშელეთი, საბულისკირიო). ზღვის დონიდან 120 მ, გალიდან 6 კმ.
სოფელი | |
---|---|
მუხური Махәыр | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გალის მუნიციპალიტეტი |
თემი | მუხური |
კოორდინატები | 42°41′25″ ჩ. გ. 41°42′01″ ა. გ. / 42.69028° ჩ. გ. 41.70028° ა. გ. |
ადრეული სახელები | საშარინგიო |
ცენტრის სიმაღლე | 120 მ |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 232.