მურყმელი

სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში

მურყმელისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში (სოფლები: ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში, ჩვიბიანი).

სოფელი
მურყმელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი უშგული
კოორდინატები 42°54′49″ ჩ. გ. 42°59′55″ ა. გ. / 42.91361° ჩ. გ. 42.99861° ა. გ. / 42.91361; 42.99861
ცენტრის სიმაღლე 2040
მოსახლეობა 38[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მურყმელი — საქართველო
მურყმელი
მურყმელი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მურყმელი

გეოგრაფია

რედაქტირება

მურყმელი მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე, ჩაჟაშიდან 1 კმ., მესტიიდან 48 კმ.

მურყმელი სვანურად ნიშნავს კოშკების სოფელს (მურყვამ „კოშკი“). გასული საუკუნის 80-იან წლებში სოფელში 80-მდე სვანური საბრძოლო კოშკი იდგა, ამჟამად შემორჩენილია 10-მდე კოშკი. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 38 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 32 18 14
2014[1]   38 17 21

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფელში დგას ორი ეკლესია.

XI საუკუნით დათარიღებული მურყმელის მაცხოვრის ეკლესია ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. ეკლესიის კედლებზე ჩანს ფრესკების არსებობის კვალი. ეკლესიაში შენახულია აშენების დროინდელი ანალოღია. სამრეკლოზე ჰკიდია XIX საუკუნის ზარი რუსული წარწერით.

შუა საუკუნეების წმინდა ბარბარეს ეკლესია დგას სოფლის განაპირას. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, საიდანაც მიშენებული აქვს დამხმარე სათავსო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II