ანალოღია
ანალოღია (ბერძ. σναλογειον, σναλογια, ღ ბიზანტიური წარმოთქმაა γ-სი) — მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხატებისა და საღვთო წიგნების დასასვენებელი მაღალი დახრილი მაგიდა. თეიმურაზ ბაგრატიონის განმარტებით „წიდა საბასა კანონსა შინა ანალოღია არს სახე ანუ ხატი ქრისტესი ანუ ხუთისმშობლისა“, რადგან აღნიშნული მაგიდაც ძირითადად ხატთათვისაა განკუთვნილი, სახელიც აქედან ეწოდა. ტერმინი ანალოღია (ანალოგია) საწიგნე მაგიდის აღსანიშნავად ქართულში XIX საუკუნემდე არ გვხვდება. იგი რუსულიდან უნდა იყოს შემოტანილი ისე, როგორც ჩვენს ეკლესიებში ხატების ხატსასვენზე დაბრძანების ჩვეულება. ქართულ ტაძრებში ადრეული დროიდან ხატები დაკიდებული იყო. რუსულში აღნიშნულ მაგიდას аналой ეწოდება (Закон Божий, 1991). ქართველ მორწმუნეთა მეტყველებაში ანალოღიის პარალელურად გვხვდება საკუთრივ ქართული ტერმინები: ფუძეხატი, წირვის ხატი, საკურთხევლის ხატი, შუა ხატი (ასე ეწოდება ეკლესიის გუბმათის ქვეშ მდებარე ხატსასვენს. მასზე სადაგ დღეებში დასვენებულია ის ხატი, ვისი სახელობისაცაა ტაძარი, ხოლო დღესასწაულებში ის, რომლის ხსენებაცაა და რომელსაც ეძღვნება წირვა), სახატე (ე.ი. ხატის დასასვენებელი), კათედრა (ანალოღია თითქმის იგივეა, რაც მაგიდა ორატორთათვის, კათედრა, ოღონდ შემოსილი), საწიგნე (საღვთო წიგნებისათვის განკუთვნილი მაგიდა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ლუიზა ხაჭაპურიძე, ღვთისმსახურების ლექსიკა, ქართველური მემკვიდრეობა, ტ. I, ქუთ., 1996.