ქართველური მემკვიდრეობა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ქართველური მემკვიდრეობა — საერთაშორისო სამეცნიერო ქართველოლოგიური ჟურნალი. გამოდის 1995 წლიდან. წარმოადგენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პერიოდულ სამეცნიერო ოგრანოს. მასში ქვეყნდება ამავე ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სიმპოზიუმზე („ქუთაისური საუბრები“) წაკითხული მოსხენებები და ქართველოლოგიური (ენათმეცნიერული, ლიტერატურათმცოდნეობითი, ფოლკლორული, ისტორიული, კულტუროლოგიური, ეთნოლოგიური...) გამოკვლევები. დღემდე გამოსულია 20 ტომი.