ჟიბიანი
ჟიბიანი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში (სოფლები: ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში, ჩვიბიანი).
სოფელი | |
---|---|
ჟიბიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | უშგული |
კოორდინატები | 42°55′05″ ჩ. გ. 43°00′55″ ა. გ. / 42.91806° ჩ. გ. 43.01528° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2100 მ |
მოსახლეობა | 87[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ეტიმოლოგია
რედაქტირებაჟიბიანი სვანურად ნიშნავს ზემო სოფელს.
მდებარეობა
რედაქტირებაჟიბიანი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარცხნივ, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 87 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 164 | 76 | 88 |
2014[1] | 87 | 43 | 44 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაჟიბიანში დგას სამი ეკლესია. შუა საუკუნეების მაცხოვრის სახელობის ეკლესია დგას სოფელში ერთადერთ ხიან ადგილას. ეკლესია ბაზლიკის ტიპისაა, აღმოსავლეთით გამოყოფილი აქვს საკურთხევლის აფსიდი. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა.
სოფელის განაპირას დგას წმინდა გიორგის ეკლესია „ჯგრაგ”. ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებისაა, ბაზილიკის ტიპის. ეკლესიას გარს არტყია გალავანი.
სოფლის ჩრდილოეთით დგას სვანეთის დიდი სალოცავი - უშგულის ლამარია.
გალერეა
რედაქტირება-
ჟიბიანის მაცხოვრის ეკლესია
-
წმ. გიორგის ეკლესია ”ჯგრაგ”
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II