მუაზეზ ილმიე ჩიღი
მუაზეზ ილმიე ჩიღი (თურქ. Muazzez İlmiye Çığ, ქალიშვილობის სახელი: მუაზეზ ილმიე ითლი, დ. 20 ივნისი, 1914, ბურსა — გ. 17 ნოემბერი, 2024 ) — თურქი არქეოლოგი და ასირიოლოგი, რომელიც ცნობილია შუმერული ცივილიზაციის შესწავლით. მისმა განცხადებამ 2006 წელს ისლამურ სამყაროში განხეთქილება გამოიწვია, როდესაც მან თქვა, რომ არაბ ქალთა თავსაბურავი ხუთი ათასი წლით ადრე შეიქმნა და მას შუმერი მღვდლები ატარებდნენ.
მუაზეზ ილმიე ჩიღი | |
---|---|
თურქ. Muazzez İlmiye Çığ | |
დაბ. თარიღი | 20 ივნისი, 1914 |
დაბ. ადგილი | ბურსა, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 17 ნოემბერი, 2024[1] (110 წლის) |
გარდ. ადგილი | მერსინის პროვინცია, თურქეთი[2] |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა | ასირიოლოგი და არქეოლოგი |
მუშაობის ადგილი | stambulis muzeumebi |
ალმა-მატერი | ანკარის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | honorary doctor of Istanbul University[3] და Turan Dursun Research and Study Award |
სამეცნიერო სფერო | არქეოლოგია, ხეთოლოგია, ასირიოლოგია |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამუაზეზ ილმიე ითლის მშობლები ყირიმელი თათრები იყვნენ. მისი მამისა და დედის წინაპრები თურქეთში დასახლდნენ, მამის მხრიდან ნათესავები ქალაქ მერზიფონში, ხოლო დედის მხრიდან ნათესავები თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბურსაში, თურქეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში, მაშინდელი ოსმალეთის იმპერიის რეგიონალურ ადმინისტრაციულ ცენტრში.[4] მუაზეზ ილმიე დაიბადა ბურსაში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. 1919 წელს, მაშინ როდესაც ბერძნულმა არმიამ ქალაქ იზმირის დაპყრობა სცადა, მუაზეზის მამამ ოჯახის დაცვის მიზნით ქალაქ ჩორუმს შეაფარა თავი. სწორედ ჩორუმში დაიწყო მუაზეზმა სკოლაში სიარული. 1931 წელს, დაახლოებით 17 წლის ასაკში მუაზეზ ილმიე დაბრუნდა ბურსაში და დაწყებითი სკოლის მასწავლებლობის კურსი დაასრულა.
განათლება
რედაქტირებაქალაქ ესქიშეჰირში ხუთი წლის განმავლობაში მასწავლებლობის შემდეგ მუაზეზ ილმიემ 1936 წელს ანკარის უნივერსიტეტში ხეთოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც მუსტაფა ქემალ ათათურქმა დააარსა. მის მასწავლებლებს შორის იყვნენ ხეთური კულტურისა და ისტორიის ორი ყველაზე ცნობილი მკვლევარი ჰანს გუსტავ გუთერბოკი და ბენო ლანდსბერგერი, ნაცისტური გერმანიის მიერ დევნილი გერმანელ-ებრაელები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდი გერმანიაში გაატარეს.[5]
1940 წელს სასწავლებლის დასრულების შემდეგ მან მუზეუმებში მუშაობა დაიწყო, რომელთა შორის იყო სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმები. ის მუშაობდა ლურსმნულ თიხის დაფებზე, რომელთა დიდი ნაწილიც გაუშიფრავი იყო და მუზეუმების დამალულ დარბაზებში ინახებოდა. მუაზეზ იმლიეს მიერ გაშიფრულმა და გამოქვეყნებულმა ისტორიულმა დაფებმა სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმს ახლო აღმოსავლეთის ენების შემსწავლელი ცენტრის სტატუსი მოუტანა. მუზეუმს ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი მკვლევარები.[5]
პროფესიული კარიერა
რედაქტირებაიგი დაესწრო აღმოსავლეთმცოდნეობის კონგრესს მიუნხენში 1957 წელს. 1960 წელს მან ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლს-უნივერსიტეტში ექვსთვიანი სასწავლო კურის მოაწყო. მუაზეზ ილმიემ საქმიანობას თავი 1972 წელს დაანება.[6].
მუაზეზ ილმიე დაქორწინდა თოფქაფის მუზეუმის დირექტორზე, ქემალ ჩიღზე. მუაზიზი ასევე არის სეკულარიზმისა და ქალთა უფლებების გამოჩენილი დამცველი, ასევე გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და სტამბოლის უნივერსიტეტის პრეისტორიული მეცნიერებათა ინსტიტუტის საპატიო წევრი. მისი დამოკიდებულება თავისი საქმის მიმართ კარგად ჩანს მის წიგნებში, სამეცნიერო ნაშრომებში და გაზეთებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებულ ინტერვიუებში. მისი ინტერვიუები გამოაქვეყნეს ჟურნალებში, როგორებიცაა Belleten და Bilim ve Ütopya. მისი ავტოგრაფიული ნაწარმოები Çivi çiviyi söker, ჟურნალისტმა სერჰათ იოზთიურქმა შეკრა, რომელიც 2002 წელს ქვეყნის ეროვნული ფინანსური ინსტიტუტის,Türkiye Bankş Bankası-ის მიერ გამოქვეყნდა.
მას და მის გამომცემელს ბრალი დასდეს „რელიგიური განსხვავებულობის საფუძველზე სიძულვილის აღძვრისთვის“.[7] 2006 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო პროცესის პირველ მოსმენაზე მუაზეზი გაამართლეს, რამაც პროფესორ ჩიღს დამატებითი პოპულარობა მოუტანა.[8][9] სასამართლო პროცესზე მან უარყო ბრალდება და განაცხადა: „მე მეცნიერი ქალი ვარ ... არასდროს არავის მივაყენებ შეურაცხყოფას“.[10][11] საბოლოო სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა მოთხოვნები და წიგნის გამომცემელი გაამართლა. სასამართლო პროცესი ერთ საათსა და 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.[12][13][14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Muazzez İlmiye Çığ, 110 yaşında hayatını kaybetti
- ↑ Muazzez İlmiye Çığ, 110 yaşında hayatını kaybetti — NTV, 2024.
- ↑ Muazzez İlmiye Çığ — სტამბოლის უნივერსიტეტი.
- ↑ https://www.hurriyet.com.tr/gundem/muazzez-cig-stands-among-the-world-s-best-sumerologists-10362169
- ↑ 5.0 5.1 "Muazzez Çığ stands among the world’s best Sumerologists" (Hürriyet Daily News, 14 November 2008)
- ↑ Sümerolog Muazzez İlmiye Çığ'a 107 yaş kutlaması Turkish. www.cumhuriyet.com.tr. ციტირების თარიღი: 11 Şubat 2021.
- ↑ "All eyes turn to observe trial of Sumerian expert in Turkey" (Hürriyet Daily News, 26 October 2006)
- ↑ "92 year old Sumerian specialist aquitted [sic] in first hearing" (Hürriyet Daily News, 31 October 2006)
- ↑ "Turkey court clears archaeologist". (BBC News, 1 November 2006)
- ↑ "Historian Cig aquitted [sic], meets with loud support outside courtroom" (Hürriyet Daily News, 2 November 2006)
- ↑ Fraser, Suzan (2006). "Author, 92, Cleared of Islam Insult". (The Standard, 2 November 2006)
- ↑ Muazzez Ilmiye Cig at Indonesia Matters website (includes reprint of article on the case from The Australian and 48 comments/disputes posted between 1 November 2006 and 22 May 2009)
- ↑ Arsu, Sebnem. "Turkish scholar, 92, is acquitted in head scarf case". International Herald Tribune (1 November 2006)
- ↑ Arsu, Sebnem. "Turkish Scholar Who Mocked Head Scarves Is Acquitted". The New York Times (2 November 2006) (includes photograph of Muazzez İlmiye Çığ outside courtroom following the acquittal)