მერზიფონი
მერზიფონი (თურქ. Merzifon) — ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში, ამასიის პროვინციაში. ადმინისტრაციულ ცენტრ, ქალაქ ამასიას შემდეგ, არის ყველაზე დიდი ქალაქი საკუთარ პროვინციაში. 2012 წლის მონაცემებით, ამ ქალაქში ცხოვრობს 54,709 ადამიანი. აქვს მერია და ჰყავს მერი — ალფ ქარგი.
ქალაქი | |
---|---|
მერზიფონი თურქ. Merzifon | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ამასია |
კოორდინატები | 40°52′30″ ჩ. გ. 35°27′48″ ა. გ. / 40.87500° ჩ. გ. 35.46333° ა. გ. |
მერი | ალფ ქარგი |
ფართობი | 972.24 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 750 მეტრი |
მოსახლეობა | 54,709 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 72 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | (0090)+ 252 |
საფოსტო ინდექსი | 05300 |
საავტომობილო კოდი | 05 |
ოფიციალური საიტი | merzifon.bel.tr |
ქალაქ მერზიფონს აღმოსავლეთითა და დასავლეთით ესაზღვრება ამასიის პროვინციის ქალაქები. აღმოსავლეთით — სულუოვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ამასია და დასავლეთით — გუმუშჰაჯიკოი. ხოლო ჩრდილოეთით ესაზღვრება სამსუნის პროვინცია.