„მოძრაობა ზემოთ“ (რუს. „Движение вверх“) — 2017 წლის რუსული სპორტული დრამა, რეჟისორი ანტონ მეგერდიჩევი. ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს 1972 წლის 9-10 სექტემბრის ღამეს მიუნხენში (გერმანია), XX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მამაკაცთა კალათბურთის ტურნირის ფინალურ მატჩში სსრკ-ს ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე აშშ-ს ნაკრებზე.

„მოძრაობა ზემოთ“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ანტონ მეგერდიჩევი
პროდიუსერი ნიკიტა მიხალკოვი
ა.ზლატოპოლსკი
ლ.ვერეშჩაგინი
სცენარის ავტორი ნ.კულიკოვი,
ა. კურეიჩიკი
როლებში

გამოსვლის თარიღი 2017
ხანგრძლივობა 133 წთ
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ენა რუსული, ინგლისური, ქართული, ლიტვური

ფილმის პრემიერა 2017 წლის 22 დეკემბერს მოსკოვის კინოთეატრ „ოქტომბერში“ გაიმართა. ფილმი ფართო ეკრანებზე რუსეთში 2017 წლის 28 დეკემბერს გამოვიდა.[1] გამოსვლის პირველ დღეებში ის 700 ათასზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

ფილმის გაქირავებით 59 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს - მნიშვნელოვნად მეტი, ვიდრე მის შექმნაზე დაიხარჯა. ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან, რომლებმაც აღნიშნეს წარმოების მაღალი ხარისხი და მსახიობების ოსტატობა. თუმცა, ზოგიერთმა რეცენზენტმა გააკრიტიკა ფილმი ისტორიული უზუსტობების გამო.

ფილმის შესახებ

რედაქტირება

ფილმი ნაწილობრივ დაფუძნებულია საბჭოთა კალათბურთელის სერგეი ბელოვის ავტობიოგრაფიულ წიგნზე „მოძრაობა ზემოთ“ (2011)[2], რომელიც ეძღვნება მოსკოვში 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ოცდამეათე წლისთავს.

ფილმი ასევე ეხება ტრაგედიას, რომელიც მოხდა 1972 წლის 5-6 სექტემბერს მიუნხენის ოლიმპიადაზე, როდესაც ისრაელის ოლიმპიური ნაკრების 11 წევრი პალესტინელმა ტერორისტებმა დახოცეს[3] და ქალაქში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, რამაც ნიშანი დატოვა ოლიმპიადის ატმოსფეროზე. ტერორისტული თავდასხმის გამო სამდღიანი გაურკვევლობის შემდეგ, არსებობდა მე-20 ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შეწყვეტის საშიშროება და ჯერ არ დასრულებული შეჯიბრებების გაუქმების რისკი, რაც საშინელი იმედგაცრუება იქნებოდა სპორტსმენებისთვის, რომლებსაც გამარჯვება სურდათ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები იყვნენ. მიუხედავად შეჯიბრის განახლებისა, ყველა დათრგუნული იყო, ფინალური თამაშის გარშემო დაძაბულობა კი - უკიდურესად მაღალი.

1970 წელს სსრკ-ს კალათბურთის მამაკაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იცვლება. ახალი მწვრთნელი ვლადიმერ გარანჟინი, რომელიც ადრე ლენინგრადის „სპარტაკს“ ხელმძღვანელობდა, გუნდის განახლების პირობას აყენებს: გუნდში არ უნდა დომინირებდნენ ცსკა-ს კალათბურთელები, არამედ სსრკ-ს რესპუბლიკების სხვა სპორტული კლუბების მოთამაშეები იქნებიან წარმოდგენილი. პირველი დიდი სტარტი — 1971 წლის ევროპის ჩემპიონატი კარგად ჩატარდა. თუმცა, გარანჟინს უფრო ამბიციური გეგმები აქვს: ის პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ აპირებს აშშ-ს ნაკრების დამარცხებას მიუნხენის მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე. მწვრთნელის განცხადებები აშინებს სპორტსმენებს, რომელთათვისაც მთავარია სსრკ-ს 50 წლის იუბილეზე დიდ შეჯიბრებებზე კარგად გამოსვლები და ადგილების შენარჩუნება.

გარანჟინი იწყებს წვრთნებს ახალი მეთოდის გამოყენებით, ის ფიზიკურ მომზადებასთან მიდგომას ცვლის. თუმცა, მისთვის მთავარია, გუნდი შთააგონოს და კალათბურთელები დაარწმუნოს, რომ აქამდე უძლეველი ამერიკელების დამარცხება შეუძლიათ. გარანჟინი ახერხებს უფრო მეტი ამხანაგური მატჩების გამართვას საზღვარგარეთ.

ამასობაში, თავად სსრკ-ს ნაკრებშიც ბევრი პრობლემაა. საბაჟოზე, კონტროლის გავლისას რამდენიმე მოთამაშე ამხილეს კონტრაბანდის გადატანის მცდელობაში. სპორტის კომიტეტი მიანიშნებს, რომ წაგების შემთხვევაში შესაძლოა მათ საქმეებს მსვლელობა მიეცეს. ნაკრების კაპიტანი (ლიტველი მოდესტას პაულაუსკასი) გუნდში გამუდმებით ანტისაბჭოთა პროპაგანდას ეწევა, აშშ-ში ამხანაგური მატჩების სერიის დროს ალექსანდრე ბელოვი თამაშის შემდეგ, გაუგებარი შეტევისგან იატაკზე ვარდება. მას ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია სჭირდება და ნაკრებში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თავად გარანჟინის ეტლზე მიჯაჭვულ ვაჟს - შურკას ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც სსრკ-ში არ კეთდება. ამის მიუხედავად, მწვრთნელი აგრძელებს ვარჯიშებს და მოთამაშეებს მხოლოდ გამარჯვებისთვის ამზადებს.

ოლიმპიური თამაშები იწყება მიუნხენში. სსრკ-სა და აშშ-ის ნაკრებები თავდაჯერებულად მიიწევენ ფინალისკენ. 4 სექტემბერს მიუნხენში ტერაქტი ხდება. რამდენიმე დღიანი შესვენებისა და გლოვის შემდეგ სპორტული ასპარეზობები გრძელდება. ოფიციალური პირები განიხილავენ შემდგომი თამაშების მიტოვების შესაძლებლობას, მაგრამ სსრკ კალათბურთის ფედერაციის თავმჯდომარე გადაწყვეტს, რომ ეროვნულმა ნაკრებმა უნდა გააგრძელოს თამაში. 9-10 სექტემბრის ღამეს მთელი საბჭოთა კავშირი ტელევიზიით საკალათბურთო ტურნირის ფინალს უყურებს.

თამაშის დასაწყისში საბჭოთა კალათბურთელები უპირატესობას აღწევენ: ისინი მუდმივად 10 ქულამდე ლიდერობენ. მატჩის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჰენრი აიბას (აშშ) გუნდი იკრიბება და მოწინააღმდეგე გუნდს მძიმე წნეხის ქვეშ აყენებს. სსრკ ნაკრების წევრები ნერვიულობენ და შეცდომებს უშვებენ. მსაჯის ფინალურ სასტვენამდე 6 წამით ადრე, როდესაც საბჭოთა კალათბურთელები 1 ქულიანი სხვაობით ლიდერობენ, ალექსანდრე ბელოვი აკეთებს გადაცემას, რომელსაც მოწინააღმდეგე ჩაჭრის. ზურაბ საკანდელიძე იძულებულია შეტევაზე გადასულ მოწინააღმდეგეს გადაეღობოს და დაჯარიმდეს, რითაც გუნდს მოგების შესაძლებლობა ეძლევა. ამერიკელი მოთამაშე დუგლას კოლინზი წარმატებით ახორციელებს ორივე საჯარიმო სროლას და ამერიკელები, მთელი მატჩის განმავლობაში, პირველად, დაწინაურდებიან. დასრულებამდე რჩება 3 წამი. ამერიკელებმა უკვე დაიწყეს წარმატების აღნიშვნა, მაგრამ მოისეევმა შეამჩნია პრობლემა ტაბლოზე, სადაც სამი წამის ნაცვლად ერთი იყო ანთებული, შემდეგ კი ტაიმერი საერთოდ 50 წამს აჩვენებდა მატჩის დასრულებამდე. წესრიგი აღადგინეს და ბურთი სსრკ-ს გუნდს უბრუნდება. ივან ედეშკომ ბურთი შორ მანძილზე გადააწოდა ალექსანდრე ბელოვს, რომელიც მას კალათში ათავსებს და სსრკ-ის ნაკრები იმარჯვებს ანგარიშით 51:50.

გასახდელში, მსაჯების გადაწყვეტილების მოლოდინში, სსრკ-ს ნაკრების ყველა წევრი ფინალისთვის აღებულ პრემიას გარანჟინს აძლევს შვილის ოპერაციისთვის.

  • ვლადიმერ მაშკოვი — ვლადიმერ გარანჟინი, სსრკ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელი
  • ანდრეი სმოლიაკოვი — გრიგორი მოისეევი, სსრკ-ს კალათბურთის ფედერაციის თავ-რე
  • ივან კოლესნიკოვი — ალექსანდრე ბელოვი (სსრკ-ს ნაკრების მოთამაშე № 14)
  • კირილ ზაიცევი — სერგეი ბელოვი (სსრკ-ს ნაკრების მოთამაშე № 10)
  • ჯონ სევიჯი — ჰენრი აიბა, აშშ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელი
  • ალექსეი მალაშკინი — ალექსანდრე გომელსკი, სსრკ-ს ნაკრების მწვრთნელი
  • ჯეიმს ტრატასი — მოდესტას პაულაუსკასი (სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი, № 5)
  • ირაკლი მიქავა — ზურაბ საკანდელიძე (სსრკ-ს ნაკრების მოთამაშე № 6)
  • ოთარ ლორთქიფანიძე — მიხეილ ქორქია (სსრკ-ს ნაკრების მოთამაშე № 11)
  • ალექსანდრე რიაპოლოვი — ალჟან ჟარმუხამედოვი (სსრკ-ს ნაკრების მოთამაშე № 7)
  • ეგორ კლიმოვიჩი — ალექსანდრე ბოლოშევი (სსრკ-ს ნაკრების მოთამაშე № 8)
  • კუზმა საპრიკინი — ივან ედეშკო (სსრკ-ს ნაკრების მოთამაშე № 9)
  • ივან ორლოვი — სერგეი კოვალენკო (სსრკ-ს ნაკრების მოთამაშე № 15)
  • ალექსანდრ ბელოვი (ს. ბელოვის შვილი) — გენადი ვოლნოვი (სსრკ-ს ნაკრების მოთამაშე № 13)
  • იგორ იგნატოვი — ივან დვორნი (სსრკ-ს ნაკრების მოთამაშე № 12)
  • ანდრეი ვაკულჩუკი — ანატოლი პოლივოდა (სსრკ-ს ნაკრების მოთამაშე № 4)
  • კიბუ ტრიმი — დუაიტ ჯონსი (აშშ-ს ნაკრების მოთამაშე № 9)
  • ოლივერ მორტონი — დუგლას კოლინზი (აშშ-ს ნაკრების მოთამაშე № 5)
  • ჯეი ბროუდი — მაიკლ ბანტომი (აშშ-ს ნაკრების მოთამაშე № 7)
  • ალექსანდრ დედუშკინი — ტომას მაკმილენი (აშშ-ს ნაკრების მოთამაშე № 13)
  • ჩიდი ახუფო — ჯეიმს ბრიუერი (აშშ-ს ნაკრების მოთამაშე № 11)
  • სალ ვანსი — ჯეიმს ფორბსი (აშშ-ს ნაკრების მოთამაშე № 10)
  • ფიოდორ მარკინი — კევინ ჯოისი (აშშ-ს ნაკრების მოთამაშე № 14)
  • იან ბურისი — ედვარდ რატლეფი (აშშ-ს ნაკრების მოთამაშე № 15)
  • ალექსეი მურიჩევი — რობერტ ჯონსი (აშშ-ს ნაკრების მოთამაშე № 8)
  • ლესი დაიმონდი — ტომას ჰენდერსონი (აშშ-ს ნაკრების მოთამაშე № 6)
  • ანტონ გორკავჩენკო — კენეტ დეივისი (აშშ-ს ნაკრების კაპიტანი, № 4)
  • სერგეი ვაულინი — ტომ ბერლსონი (აშშ-ს ნაკრების მოთამაშე № 12)
  • კაზიმირ ლისკე — აშშ-ს ნაკრების მწვრთნელის დამხმარე
  • სტივენ ტომას ოკსნერი — ჟურნალისტი
  • ედგარ ბეხტერი — ლიტველი ტურისტი, მოდესტას პაულაუსკასის ძმა
  • ოლეგ ლებედევი — რანკო ჟერავიცა (იუგოსლავიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

შემოსავალი

რედაქტირება

ფილმზე მუშაობა 2016 წლის აგვისტოში მოსკოვში დაიწყო.

2017 წლის მაისში გამოვიდა ფილმის თიზერული თრეილერი. პირველი თრეილერი გამოვიდა 14 ივნისს.

კინოთეატრებში ფილმების ჩვენების შესახებ ინფორმაციის ერთიანი ფედერალური ავტომატიზირებული საინფორმაციო სისტემის მიხედვით, ფილმის შემოსავალმა სალაროებში 2018 წლის 17 მარტის მდგომარეობით 3 მილიარდ რუბლზე მეტი შეადგინა, რამაც ყველაზე მაღალშემოსავლიან რუსულ ფილმად გახადა თანამედროვე რუსული კინოს დისტრიბუციის ისტორიაში. მსოფლიო სალაროებში შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით $60 მილიონი.

2018 წლის 5 იანვარს ფილმი გამოვიდა ლატვიაში, ლიეტუვაში და ესტონეთში. 2018 წლის 14 იანვარს ფილმის ჩვენება-გაქირავება დაიწყო გერმანიის, ავსტრიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის კინოთეატრებში. უარი განაცხადეს ფილმის ჩვენებაზე მოლდოვაში, მიზეზებზე კომენტარის გარეშე. ფილმის სატელევიზიო პრემიერა შედგა 2019 წლის 23 თებერვალს ტელეარხ „რუსეთი-1“-ზე.

ფილმმა ჩინეთში 13 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ის 2,5 მილიონზე მეტმა ჩინელმა მაყურებელმა ნახა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ფილმის ყურება სავალდებულოდ გამოაცხადა ყველა სპორტსმენისთვის, რომელიც ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - „მედლებისთვის ბრძოლაში მორალის ასამაღლებლად“.

ფილმმა რუსულ პრესაში ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო[4] [5]. ენთუზიაზმით სავსე მიმოხილვები გამოაქვეყნა გამოცემებმა: „Аргументы и факты[6], Газета.ru[7], КГ-Портал [8], ხოლო ზომიერად დადებითი - „Новая газета“[9], „Комсомольская правда“[10], „Meduza“[11], [12], Фильм.ру [13], „Российская газета“[14], „Труд“[15] Афиша[16]. ანტონ დოლინმა თავის მიმოხილვაში აღნიშნა, რომ „მოძრაობა ზემოთ“ არის „ნამდვილად სპორტული ფილმი, რომელიც თამაშისა და თანმიმდევრულობისგან უფრო მეტად იგებს, ვიდრე ვინმეს ინდივიდუალური ნიჭისა თუ ქარიზმისგან“.[11] რადიოსადგურ „მაიაკის“ გადაცემაში „ფილმისმოყვარულის თანამგზავრი“ დოლინმა ფილმს უწოდა „ნამდვილი ბლოკბასტერი კალათბურთის შესახებ“. ლარისა მალიუკოვას აზრით, ფილმი „გადაღებული იყო ჰოლივუდის მასშტაბით, მაგრამ საბჭოთა თავგანწირვის, ინტერნაციონალიზმისა და საოცნებო საზოგადოების პატივსაცემად“.[9]

ფილმს უარყოფითი გამოხმაურებაც მოჰყვა, მათ შორის BadComedian-ის მიმომხილველის (ევგენი ბაჟენოვი), რომელმაც დაადანაშაულა ფილმი ამერიკული ფილმის „მირაჟი ყინულზე“ პლაგიატში და რეალურ მოვლენებთან შეუსაბამობაში[17]. რეცენზიამ, რომელმაც 28,4 მილიონი ნახვა მიიღო, იური კონდრაშინის მადლიერება დაიმსახურა.

ფილმის გმირების მემკვიდრეების აზრი

რედაქტირება

ჯერ კიდევ ფილმის გამოსვლამდე, მან მწვავე კრიტიკა გამოიწვია ვლადიმერ კონდრაშინის და ალექსანდრე ბელოვის ქვრივების ევგენია კონდრაშინას და ალექსანდრა ოვჩინიკოვას, ასევე ვლადიმერ კონდრაშინის ვაჟის, იურის მხრიდან. მათი აზრით, კინორეჟისორები შეიჭრნენ მათ პირად ცხოვრებაში, მათი თანხმობის გარეშე ამის შესახებ სცენარში ინფორმაციის შეტანით. 2017 წლის 19 აპრილს დედა-შვილმა კონდრაშინებმა და ოვჩინიკოვამ მოსკოვის პრესნენსკის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი ნიკიტა მიხალკოვის შპს „Студия ТриТэ“-ს წინააღმდეგ „პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვაზე“, რაზეც სასამართლოს 2017 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ (იმის გამო, რომ მოპასუხე მხარემ, საქმის განხილვისას, სცენარში ცვლილებები შეიტანა სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით).

2018 წლის 10 იანვარს, მედია ჰოლდინგთან ინტერვიუში, „მოძრაობა ზემოთ“ რეჟისორმა ანტონ მეგერდიჩევმა თქვა, რომ რამდენჯერმე ესაუბრა კონდრაშინას და ოვჩინიკოვას და მათთან საუბრის შემდეგ ჰქონდა განცდა, რომ მათ ესმოდათ ერთმანეთის, მაგრამ ამავე დროს, მას ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ ისინი „რაღაცაზე შეთანხმდნენ“. მეგერდიჩევმა ასევე განაცხადა, რომ ფილმის გმირებს ექცევა „იმდენი პატივისცემით, რამდენიც შესაძლებელია წარმოიდგინოთ“, და ასევე თქვა შემდეგი: „არც ერთი ადამიანი, ვინც „მოძრაობა ზემოთ“ შექმნა, არ აპირებდა ვინმეს გაბრაზებას და შეურაცხყოფას… პირიქით, ცდილობდნენ აემაღლებინათ და გმირებად წარმოეჩინათ გუნდი და ბოლომდე მიდიოდნენ, რომ რაიმე სახის კონტაქტი ეპოვათ [ნათესავებთან]“.

2018 წლის 25 იანვარს კონდრაშინებმა და ოვჩინიკოვამ სააგენტო „Росбалт“-თან ინტერვიუში დაადასტურეს, რომ ისინი შეხვდნენ ფილმის შემქმნელებს. თუმცა, ოვჩინიკოვას თქმით, მათმა ახლობლებმა თავდაპირველად უთხრეს, რომ ისინი ამ სცენარის დამტკიცების წინააღმდეგი იყვნენ: „ცრემლები? ემოციები? მათ მიაღწიეს ამას. მაგრამ იქ არ არის ისტორიული ჭეშმარიტება“, — აღნიშნა ოვჩინიკოვამ.[18]

ცნობილი პიროვნებების მოსაზრებები

რედაქტირება
  • ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა ფილმს მშვენიერი უწოდა: „ეს შესანიშნავი ფილმია. მსახიობები ბრწყინვალედ თამაშობენ, გადაღებაც შესანიშნავია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არის რეალური დრამატული ისტორია ძალიან რეალურ ადამიანებზე და არის ცხოვრებისეული სიმართლე… ერთი სიტყვით, ფილმი საუცხოოა.“
  • რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრი ვლადიმერ მედინსკი ფილმს წარმატებულად მიიჩნევს: „მოძრაობა ზემოთ“, ჩემი აზრით, გარკვეულწილად ყველაზე წარმატებული, თანაც სამაგალითო, შიდა კინოპროდუქტია. იგი აბრუნებს ჩვენი კინოს მრავალი წლის შემოქმედებით ძიებას: ის უბრუნდება საბჭოთა კინოს დიდი სკოლის სავარაუდო დაკარგულ ფასეულობებსა და მნიშვნელობებს და გადაჰყავს ის თანამედროვე ფორმატში“.[19]
  • რუსმა მწვრთნელმა და კალათბურთის კომენტატორმა, ვლადიმერ გომელსკიმ ფილმის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა: „ფილმმა ძლიერი დადებითი ემოციები გამოიწვია. დიახ, ყველა მოვლენა არ მომხდარა იმავე პერიოდში, მაგრამ ეს არის მხატვრული ფილმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს მხატვრულ ლიტერატურას. ერთადერთი, რაც პირადად მაწუხებდა, იყო მოდესტას პაულაუსკასის სიუჟეტი, რადგან ის არასოდეს ფიქრობდა გაქცევაზე და არ იყო სამშობლოს მოღალატე, როგორც ეს ფილმშია წარმოდგენილი. კარგია, რომ თავადაც, სურათს რომ უყურებდა, არ განაწყენებულა მის შემქმნელებზე. …ორჯერ ვუყურე ფილმს და მეორედაც კი შეჯიბრის აზარტმა და დრამატურგიამ შთაბეჭდილება დამიტოვა“.

შეუსაბამობები რეალობასთან

რედაქტირება

კინორეჟისორებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მათი ნამუშევარი მხატვრულია, თუმცა რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მათივე სიტყვებით, ავტორები მიზანმიმართულად წავიდნენ იმაზე, რომ რიგი სიუჟეტებისა და ეპიზოდებისა არ შეესაბამებოდა რეალობას ან მოხდა სხვა დროს — ამის მიზანი იყო სიუჟეტი უფრო მკაფიო და ემოციური ყოფილიყო.

ფილმში ნაჩვენებია, რომ ბოლო 3 წამის ათვლა ედაშკოს მიერ ბურთის ჩამოწოდებისთანავე იწყება. სინამდვილეში, კალათბურთში (ისევე, როგორ ბელოვის წიგნშია აღწერილი), დროის ათვლა იწყება მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ბურთს მოედანზე მყოფი რომელიმე მოთამაშე მიიღებს, ამ შემთხვევაში, ალექსანდრე ბელოვი, რომელმაც დარჩენილი 3 წამი ბურთის კალათში ჩასაგდებად გამოიყენა. ათვლა ისე რომ დაწყებულიყო, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები, ბელოვს ბურთის სასროლად უბრალოდ დრო აღარ ეყოფოდა.

ვლადიმერ კონდრაშინის ოჯახთან კონფლიქტის გამო, რომელიც სცენარს აკრიტიკებდა, მწვრთნელის გვარი ფილმში გარანჟინია. სერიოზული გადახვევა იყო სცენარისტების მიერ რეალური ფაქტებისგან იმის მტკიცებაც, რომ კონდრაშინი შვილის სამკურნალოდ თითქოსდა ფულს აგროვებდა.[20]

მოდესტას პაულაუსკასი არასდროს ყოფილა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგი და რუსოფობი, არც სსრკ-დან გაქცევას გეგმავდა, არამედ კალინინგრადის ოლქის მოსწავლეებს დღემდე ავარჯიშებს.

ალექსანდრე ბელოვს ჯანმრთელობის პრობლემები უფრო მოგვიანებით, 1976 წელს დაეწყო და არა მიუნხენის ოლიმპიადისთვის მომზადების პერიოდში.

საბაჟოს ეპიზოდში ერთ-ერთ სპორტსმენს ჯგუფ „Deep Purple“-ის ალბომი „Burn“ ჩამოართვეს, რომელიც მხოლოდ 1974 წელს გამოვიდა.

ჯილდოები და პრიზები

რედაქტირება
  • 2019 წლის 27 იანვარს ფილმმა მოიპოვა 2018 წლის ოქროს არწივის ჯილდო კატეგორიებში „საუკეთესო მსახიობი კაცი ფილმში“ (ვლადიმერ მაშკოვი), „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი“ (კირილ ზაიცევი), „საუკეთესო კინემატოგრაფია“ (იგორ გრინიაკინი), „საუკეთესო ფილმის მონტაჟი“ (პიოტრ ზელენოვი, ანტონ მეგერდიჩევი, ვაზგენ კაგრამანიანი), „ხმის რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი“ (ალექსეი სამოდელკო), „საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“ (Студия CGF).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Артур Чачелов. Обзор изменений графика релизов c 1 по 15 января 2017 года. დაარქივებული 2018-03-02 საიტზე Wayback Machine. Информационно-аналитический электронный проект «Бюллетень кинопрокатчика» // kinometro.ru (15 января 2017 года)
  2. Сергей Белов. Автобиографическая книга «Движение вверх» (Санкт-Петербург, издательский дом «Право», 2011 год). დაარქივებული 2021-09-18 საიტზე Wayback Machine. // litresp.ru
  3. Художественный фильм «Движение вверх» (Россия, 2017 год). Описание, интересные факты, новости, рецензии. დაარქივებული 2017-12-29 საიტზე Wayback Machine. // kinoafisha.info
  4. Рецензии на фильм «Движение вверх» (2017), отзывы. ციტირების თარიღი: 2021-03-17
  5. Движение вверх (2017) отзывы о фильме დაარქივებული 2023-11-28 საიტზე Wayback Machine.  — Мегакритик
  6. «Движение вверх». Этот фильм слишком крут, чтобы быть похожим на правду დაარქივებული 2023-01-26 საიტზე Wayback Machine. | Аргументы и Факты
  7. «Газета.Ru» о фильме «Движение вверх» დაარქივებული 2023-01-26 საიტზე Wayback Machine.  — Газета.Ru
  8. Рецензия на фильм «Движение вверх» (2017) დაარქივებული 2023-01-26 საიტზე Wayback Machine. | КГ-Портал
  9. 9.0 9.1 3 секунды и 2 миллиарда. «Движение вверх» уже точно соберёт рекордную для российского кино кассу, обогнав «Последнего богатыря» — почему все его смотрят?. ციტირების თარიღი: 2021-03-17
  10. Легенда № 18. 28 декабря премьера главного блокбастера новогодних праздников — «Движение вверх». ციტირების თარიღი: 2018-01-10
  11. 11.0 11.1 «Движение вверх»: Три секунды победы Баскетбольный блокбастер российского производства — лучшая новогодняя премьера დაარქივებული 2023-12-05 საიტზე Wayback Machine.  — Meduza
  12. «Движение вверх» — кино со спортивным духом დაარქივებული 2021-09-18 საიტზე Wayback Machine. | Журнал Esquire.ru
  13. Рецензия на фильм «Движение вверх». ციტირების თარიღი: 2021-03-17
  14. «Движение вверх»: Новая спортивная драма о «победе вопреки» დაარქივებული 2023-12-03 საიტზე Wayback Machine.  — Российская газета
  15. Три секунды и оставшаяся жизнь დაარქივებული 24-06-2023 საიტზე Wayback Machine.  — Газета Труд
  16. Максим Сухагузов о фильме «Движение вверх» დაარქივებული 2023-06-24 საიტზე Wayback Machine.  — Рецензии и отзывы — Афиша-Кино
  17. „Обзор на «Движение вверх» за сутки собрал больше зрителей, чем фильм за 14 дней“. Life.ru (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-04. ციტირების თარიღი: 2018-06-02.
  18. „«Жека, наши выиграли!»“. Росбалт. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-12. ციტირების თარიღი: 2018-02-05.
  19. Владимир Мединский: «„Движение вверх“ — образцовый отечественный кинопродукт». დაარქივებული 2018-01-18 საიტზე Wayback Machine. Информационное агентство России ТАСС» // tass.ru (16 января 2018 года)
  20. Не верьте глазам. 7 исторических несоответствий в фильме «Движение вверх»