მოშე არენსი
მოშე არენსი (ივრ. משה ארנס, დ. 19 დეკემბერი, 1925, კაუნასი, ლიტვა — 7 იანვარი, 2019, სავიონი, ისრაელი) — ისრაელის საავიაციო ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, საერთაშორისო დიპლომატი. ლიკუდის პარტიის გამგეობის წევრი, სამჯერ იყო ისრაელის თავდაცვის მინისტრი და ერთხელ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი. ასევე წარსულში, ისრაელის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ტეხნიონის უნივერსიტეტის პროფესორი ხაიფაში.[1]
მოშე არენსი ებრ. משה ארנס | |
ისრაელის მე-17 თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 იანვარი 1999 – 6 ივლისი 1999 | |
წინამორბედი | იცხად მორდეხაი |
მემკვიდრე | ეჰუდ ბარაკი |
ისრაელის მე-13 თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ივნისი 1990 – 13 ივლისი 1992 | |
წინამორბედი | იცხაკ შამირი |
მემკვიდრე | იცხაკ რაბინი |
ისრაელის მე-8 საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 დეკემბერი 1988 – 11 ივნისი 1990 | |
წინამორბედი | შიმონ პერესი |
მემკვიდრე | დავიდ ლევი |
ისრაელის მე-10 თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 თებერვალი 1983 – 13 სექტემბერი 1984 | |
წინამორბედი | არიელ შარონი |
მემკვიდრე | იცხაკ რაბინი |
დაბადებული | 27 დეკემბერი 1925 კაუნასი, ლიეტუვა |
გარდაცვლილი | 7 იანვარი, 2019 (93 წლის) |
პოლიტიკური პარტია | ლიკუდი |
განათლება | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | პროფესორი |
პროფესია | საავიაციო ინჟინერი |
რელიგია | იუდაიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამოშე არენსი დაიბადა 1925 წლის 27 დეკემბერს, კაუნასში, ლიეტუვაში, შეძლებული ებრაელების ოჯახში, მამა მრეწველი იყო, ხოლო დედა — სტომატოლოგი.[2] როდესაც ის წლინახევრის გახდა, ოჯახი საცხოვრებლად რიგაში გადავიდა, სადაც სწავლობდა დაწყებით სკოლაში. 1939 წელს არენსი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მამამისს ბიზნეს ინტერესები ჰქონდა და მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა. ოჯახი დასახლდა ნიუ -იორკში. მოშე არენსი სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის საშუალო სკოლაში.
მალე არენსი სიონისტური მოძრაობა ბეთარის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი იყო ტექნიკური სერჟანტი აშშ -ს არმიის ინჟინერთა კორპუსში. 1948 წელს, როდესაც ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, არენსი რეპატრირებული იქნა ისრაელში და მსახურობდა ირგუნში მენახემ ბეგინის ხელმძღვანელობით. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად. იგი გაგზავნეს ჩრდილოეთ აფრიკაში (ძირითადად მაროკოსა და ალჟირში) და ევროპაში, რათა დახმარებოდა ადგილობრივ ებრაულ თემებს თავდაცვის ჯგუფების შექმნაში. 1949 წლის მარტში ის დაბრუნდა ისრაელში და გახდა ჰერუტის პარტიის ერთ -ერთი დამფუძნებელი, რომელიც ირგუნის ერთგვარი წარმონაქმნი იყო. მოშე არენსი მუშაობდა ინჟინრად ამერიკულ კომპანიაში, რომელიც ქმნიდა წყლის სისტემებს თელ-ავივისთვის.
თავისუფლებისათვის ომის შემდეგ ის დასახლდა მევო ბეითარში, მაგრამ 1951 წელს დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სასწავლებლად, სადაც 1953 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი საავიაციო ინჟინერიაში. შემდეგ იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ -ს საავიაციო ინდუსტრიაში (რეაქტიული ძრავის განვითარებაზე). [3][4][5][6]
1957 წელს მოშე არენსი დაბრუნდა ისრაელში და დაიკავა საავიაციო ტექნიკის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა ჰაიფას ტექნიონში. 1962 წელს ის შეუერთდა „ისრაელის საავიაციო ინდუსტრიას“, როგორც ვიცე -პრეზიდენტი ტექნიკის დარგში, ამავდროულად, აგრძელებდა ტექნიონთან ურთიერთობას. მან მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების და რაკეტების შემუშავებაში. 1971 წელს დაჯილდოვდა სპეციალური პრემიით ისრაელის თავდაცვის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის.[7][8]
იომ-ქიფურის ომი შემდეგ, არენსი ჩაერთო პოლიტიკაში. 1973 წელს იგი აირჩიეს ქნესეთში ლიკუდის პარტიის წევრად და გახდა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე.
1981 წელს, მენახემ ბეგინმა, რომელიც იმ დროს პრემიერ მინისტრი გახლდათ, მოშე არენსი დანიშნა ისრაელის ელჩად შეერთებულ შტატებში. მან დატოვა ხსენებული თანამდებობა 1983 წელს, როდესაც პირველად გახდა თავდაცვის მინისტრი. ამ თანამდებობაზე შეცვალა არიელ შერონი. 1984 წელს იგი გახდა უპორტფელო მინისტრი ეროვნული ერთიანობის მთავრობაში. 1988 წლის დეკემბერში, იცხაკ შამირის მთავრობაში, არენსი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. ეს თანამდებობა ეკავა 1990 წლის ივნისამდე, როდესაც შამირმა იგი კვლავ თავდაცვის მინისტრად დანიშნა 1992 წლამდე, ლიკუდის მიერ ეროვნული არჩევნების წაგებამდე.[9]
1992 წლის არჩევნების წაგების შემდეგ, არენსმა დატოვა პოლიტიკა. 1999 წელს იგი გამოვიდა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიდერობის წინააღმდეგ ლიკუდის პარტიაში . მიუხედავად იმისა, რომ არენსმა მიიღო ხმების მხოლოდ 18%, ნეთანიაჰუმ იგი შეიყვანა მთავრობაში და დანიშნა თავდაცვის მინისტრის პოსტზე 1999 წლის იანვარში იცხაკ მორდეხაის გათავისუფლების შემდეგ. არენსი სამუდამოდ წავიდა პოლიტიკიდან 1999 წლის ბოლოს, როდესაც ლიკუდმა არჩევნები წააგო.
სიცოცხლის ბოლო წლებში პროფესორი მოშე არენსი იყო ქალაქ არიელში, არიელის უნივერსიტეტის მმართველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე. ამავე დროს, წერდა სტატიებს გაზეთ ჰაარეცისთვის.[10]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებისას, მოშე არენსმა იქორწინა ნიუ -იორკელ მურიელ ეიზენბერგზე, რომელიც მასთან ერთად ისრაელში გადავიდა. წყვილს ჰყავდა ოთხი შვილი, ორი ვაჟი და ორი გოგონა; იიგალი, ალიზა, რანანი და რუთი. მოშე არენსი გარდაიცვალა 2019 წლის 7 იანვარს, 93 წლის ასაკში.[11][12]
ლიტერატურა
რედაქტირება- Moshe Arens, statesman and scientist, speaks out, Merrill Simon,with a foreword by Daniel K. Inouye ; edited by Judith Featherman. Middle Island, N.Y.: Dean Books, 1988.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Moshe Arens ქნესეთის ვებ გვერდი. (ინგლ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Ministers by Ministry". Knesset. Retrieved 7 January 2019.
- ↑ Israeli hawk is new envoy, New York Times
- ↑ MAN IN THE NEWS; ISRAELI HAWK IS NEW ENVOY
- ↑ "Haaretz writers". Haaretz. Retrieved 31 January 2013.
- ↑ תלמידו של יוצר הפצצה הסינית - מעריב, 23/02/1968 (ივრ.)
- ↑ Ginsburg, Mitch (29 October 2014). "Israel to buy second squadron of stealth F-35 jets". www.timesofisrael.com. The Times of Israel. Retrieved 29 October 2014.
- ↑ Moshe Arens: Particulars Knesset website
- ↑ Six immigrants to Israel awarded the Bonei Zion Prize
- ↑ "Head to head: Moshe Arens and Ami Ayalon discuss coordinated unilateralism". Retrieved 11 July 2016.
- ↑ Moshe Arens, Former Israeli Defense Minister and Liberal Likud Veteran, Dies at 93, Haaretz
- ↑ Richman, Jackson (9 January 2019). "Tributes Pour in Following Death of Moshe Arens, 93–Israel's Former Defense Minister".[მკვდარი ბმული] The Jewish Voice.
- ↑ Aderet, Ofer (7 January 2019). "Moshe Arens, Former Israeli Defense Minister and Liberal Likud Veteran, Dies at 93"[მკვდარი ბმული]. Haaretz. Retrieved 7 January 2019.