არიელი (ივრ. אֲרִיאֵל‎ არაბ. اريئيل‎) — ებრაული დასახლება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისტორიულ სამარიაში. არიელი დაარსდა 1978 წელს. მისი მოსახლეობა 2007 წლისთვის იყო 16 600, აქედან 7 000 შეადგენენ 1990 წლის შემდეგ რეპატრირებული ებრაელები. არიელი ექვსდღიანი ომის შედეგად იორდანიისთვის წართმეულ მიწებზე სიდიდით მეხუთე ქალაქია. 1998 წელს არიელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ქალაქი
არიელი
אֲרִיאֵל‎

არიელის ერთ-ერთი უბანი
გერბი

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
რაიონი იუდეა და სამარია
კოორდინატები 32°06′22″ ჩ. გ. 35°11′16″ ა. გ. / 32.10611° ჩ. გ. 35.18778° ა. გ. / 32.10611; 35.18778
ქალაქის მერი რონ ნახმანი
დაარსდა 1978
ამჟამინდელი სტატუსი 1998
ფართობი 14.677 კმ²
ცენტრის სიმაღლე 560 მეტრი
მოსახლეობა 16,600 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ოფიციალური საიტი ariel.muni.il
არიელი (ქალაქი) — ისრაელი
არიელი (ქალაქი)

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ივრითზე არიელი ნიშნავს ღვთის ლომს, რაც ებრაელებისთვის სიმამაცისა და, ასევე, ბიბლიური იუდას (პატრიარქ იაკობის მეოთხე ვაჟი) ჩამომავალთა სიმბოლოა. ბიბლიის თანახმად, არიელი იერუსალიმის და იერუსალიმის ტაძრის ერთ-ერთი ეპითეტიცაა.

1978 წელს ებრაელთა ჯგუფს უნდა ეპოვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი სამარიის მთიანეთში, რომელიც თელ-ავივისკენ მიმვალ გზას აკონტროლებს და დაეცვათ იგი იორდანიის შესაძლო თავდასხმისგან. 1978 წლის გაზაფხულზე რამდენიმე კაცი დაბანაკდა ამ ადგილას, ხოლო იმავე წლის აგვისტოს აქ საცხოვრებლად უკვე 40 ოჯახი გადმოვიდა.

თავდაპირველად, პირველმოსახლეებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ ჰქონდათ, დასახლების დაარსებისთვის მათ მძიმე გამოცდის გავლა მოუწიათ. წყალი მხოლოდ დროდადრო მიეწოდებოდათ ცისტერნებით, ელექტროენერგიას კი გენერატორებით გამოიმუშავებდნენ. კარვების ნაცვლად აშენდა დროებითი საცხოვრებლები და სკოლა. პირველი სასწავლო წელი 1978 წლის 1 სექტემბერს დაიწყო.

თანდათან მოსახლეობამ იმატა. დასახლებაში ორთოდოქსი ებრაელებიც გადმოსახლდნენ და აშენდა 14 სინაგოგა.

დღესდღეობით, ქალაქში უკვე რამდენიმე სავაჭრო ცენტრია, ორი ინდუსტრიული ზონა, ბიბლიოთეკა და სპორტკლუბი.

გეოგრაფია

რედაქტირება

არიელი თელ-ავივიდან დაახლოებით 40 კმ აღმოსავლეთით, მდინარე იორდანედან 40 კმ დასავლეთით და იერუსალიმიდან 60 კმ ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. თელ-ავივთან დაკავშირებულია ტრანს-სამარიული გზატკეცილით.

განათლება

რედაქტირება

არიელში არის არიელის სამარიის ცენტრალური უნივერსიტეტი, რომელიც 1982 წელს დაარსდა, როგორც კოლეჯი. დღესდღეობით აქ 9 500 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის როგორც ებრაელები, ასევე - არაბებიც . 2005 წელს კოლეჯი უნივერსიტეტად გადაკეთდა.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება