მორგანის ბიბლიოთეკა და მუზეუმი
მორგანის ბიბლიოთეკა და მუზეუმი, ყოფილი პიერპონტ მორგანის ბიბლიოთეკა — მუზეუმი და სამეცნიერო ბიბლიოთეკა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მიურეი ჰილის სამეზობლოში. ის მდებარეობს მედისონის გამზირზე, სამხრეთიდან 36-ე ქუჩასა და ჩრდილოეთით 37-ე ქუჩას შორის.
ფორმალური სახელი | პიერპონთ მორგანის ბიბლიოთეკა |
---|---|
დაარსდა | 1906 წელს |
ადგილმდებარეობა | 225 მედისონ ავენიუ, მანჰეტენი, ნიუ-იორკი |
ტიპი | მუზეუმი და ბიბლიოთეკა |
კოლექციის ზომა | 350,000 |
მნახველები | 274,000 ადამიანი (2019) |
დამაარსებელი | ჯონ პიერპონტ მორგანი |
დირექტორი | ქოლინ ბეილი |
ვებ-საიტი | TheMorgan.org |
მორგანის ბიბლიოთეკა და მუზეუმი რამდენიმე სტრუქტურისგან შედგება. მთავარი შენობა დააპროექტა ჩარლზ მაკკიმმა ბენჯამინ ვისტარ მორისთან ერთად. მე-19 საუკუნის იტალიური ყავისფერი ქვის სახლი მედისონის გამზირზე, ისააკ ნიუტონ ფელპსის მიერ აშენებული, ასევე მიწის ნაკვეთის ნაწილია. მუზეუმი და ბიბლიოთეკა ასევე შეიცავს შუშის შესასვლელ შენობას, რომელიც შექმნილია რენცო პიანოს და ბაიერ ბრინდერი ბელის მიერ. მთავარი შენობა და მისი ინტერიერი არის ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობა.
ადგილის მფლობელები ადრე იყვნენ ფელპსის ოჯახის წევრები. მორგანის ბიბლიოთეკა დაარსდა 1906 წელს მორგანის კერძო ბიბლიოთეკის შესანახად, რომელშიც შედიოდა ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნები, აგრეთვე მისი ანაბეჭდების და ნახატების კოლექცია. მთავარი შენობა აშენდა 1902-1906 წლებში, 1.2 მილიონ დოლარად. ბიბლიოთეკა საჯარო დაწესებულება 1924 წელს გახდა. შუშის შესასვლელი შენობა დაემატა 2006 წელს, როდესაც მორგანის ბიბლიოთეკა და მუზეუმი განახლდა.
კოლექცია
რედაქტირებახელნაწერები
რედაქტირებამორგანის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მისი განათებული ხელნაწერების შედარებით მცირე, მაგრამ ძალიან შერჩეული კოლექცია. უფრო ცნობილ ხელნაწერებს შორისაა მორგანის ბიბლია, მორგან ბითუსი, ქეთრინ კლევის საათები, ფარნეზის საათები, მორგანის შავი საათები და კოდექს გლაზიერი. მორგანს ეკუთვნის ანდრეა კორსალის მიერ ინდოეთიდან 1516 წელს დაწერილი წერილის ასლი; ეს წერილი, ხუთიდან ერთ-ერთი, შეიცავს ჯვრის თანავარსკვლავედის პირველ აღწერილობას.
ხელნაწერთა კოლექცია ასევე შეიცავს ავტორთა ორიგინალურ ხელნაწერებს, მათ შორისაა სერ უოლტერ სკოტის და ონორე დე ბალზაკის ხელნაწერები. ამავე კოლექციაშია პერსი ბიშ შელის რვეული; ემილ ზოლას ნაწერები; რობერტ ბერნსის ლექსების ორიგინალები; [1] ჩარლზ დიკენსის უნიკალური საშობაო სიმღერის ხელნაწერი; და ჰენრი დევიდ თოროს ჟურნალი. [2] ასევე არის მწერლების, ჯორჯ სანდის, უილიამ მაკიპის ტაკერაის, ლორდ ბაირონისა და შარლოტა ბრონტეს ნაწერები, კოლექციაში დაცულია სერ უოლტერ სკოტის ცხრა რომანის ხელნაწერები, მათ შორის აივენჰოს. [1]
მორგანის მუსიკალური ხელნაწერთა კოლექცია სიდიდით მეორეა, ის მხოლოდ კონგრესის ბიბლიოთეკას ჩამორჩება. კოლექციის ნაწილია ბეთჰოვენის, ბრამსის, შოპენის, მალერისა და ვერდის ნაწარმოებები და მოცარტის ჰაფნერის სიმფონია D Major-ში. კოლექცია ასევე შეიცავს ქაღალდის ნატეხებს, რომლებზედაც ბობ დილანმა დაწერა Blowin 'in the Wind და It Ain't Me Babe. [3] იგი ასევე შეიცავს ვიქტორიანას მნიშვნელოვან კოლექციას, მათ შორის გილბერტისა და სალივანის ხელნაწერთა და მასთან დაკავშირებულ არტეფაქტების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კოლექციას.
წიგნები და ანაბეჭდები
რედაქტირებამორგანის მუზეუმი შეიცავს ბეჭდურ და ევროპელი მხატვრების ნახატების კოლექციას, კერძოდ, აქ ინახება ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, რემბრანდტის, პეტერ პაულ რუბენსის, დიურერის და პიკასოს ნამუშევრები. კოლექცია შეიცავს ადრე დაბეჭდილ ბიბლიებს, მათ შორის გუტენბერგის სამ ბიბლიას. კოლექციის ნაწილია უამრავი წიგნების ტომები. 1945 წელს ფელის სტემფლე დაინიშნა ნახატებისა და ბეჭდვის პირველ კურატორად მორგანის ბიბლიოთეკაში.[4]
მორგანის მუზეუმშია რამდენიმე მასალა ძველი ეგვიპტიდან, დაწესებულება ასევე შეიცავს [5] უილიამ ბლეიკის ორიგინალურ ნახატებს და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა პრინცის კონცეფციის ნახატებს. [1] მორგანს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია უძველესი ახლო აღმოსავლეთის ცილინდრიანი ბეჭდებისა.
ნამუშევრები და სხვა კოლექციები
რედაქტირებაკოლექცია ჯერ კიდევ შეიცავს რამდენიმე ძველი ოსტატის ნახატს, რომელიც მორგანმა შეაგროვა 1907 და 1911 წლებში (ჰანს მემლინგის, პერუჯინოს და ციმა და კონეგლიანოს ნამუშევრები). თუმცა, ეს არასოდეს ყოფილა კოლექციის ყურადღების ცენტრში და გირლანდაიოს შედევრი Giovanna Tornabuoni-ს პორტრეტი გაიყიდა, როდესაც დიდი დეპრესიის გამო მორგანს ფინანსური პრობლემები შეექმნა. [6] მორგანი ასევე ფლობს შუა საუკუნეების ხელოვნების ისეთ ნიმუშებს, როგორიცაა Stavelot Triptych [7] [8] [9] და ლინდაუს სახარების ლითონის ნაწარმის ყდა. [10] [11]
მორგანის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის სხვა ცნობილი ნამუშევრების მხატვრები არიან: ჟან დე ბრუნჰოფი, პოლ სეზანი, ვინსენტ ვან გოგი, ჯონ ლიხი, გასტონ ფებუსი, რემბრანდტი, და ჯონ რუსკინი .
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 International Dictionary of Library Histories. Taylor & Francis. Stam, D.H. (2001). International Dictionary of Library Histories. Taylor & Francis. p. 637. ISBN 978-1-136-77785-1. Retrieved January 2, 2021.
- ↑ Times, The New York (October 3, 1956). „'Missing' Thoreau Journal Shown At Exhibition in Morgan Library; Journals of Henry David Thoreau Are Reunited at the Pierpont Morgan Library Here“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: January 3, 2021.
- ↑ Sisario, Ben (March 2, 2016). „Bob Dylan's Secret Archive“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: January 2, 2021.
- ↑ Smith, Roberta (January 6, 2001). „Felice Stampfle, 88, Curator Of Prints at the Morgan Library“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: April 3, 2021.
- ↑ Catholic Encyclopedia: Coptic Literature. Newadvent.org (March 1, 1914). ციტირების თარიღი: June 18, 2012
- ↑ Kandell, Jonathan. "Baron Thyssen-Bornemisza, Industrialist Who Built Fabled Art Collection, Dies at 81," New York Times, April 28, 2002.
- ↑ Stavelot Triptych (July 27, 2018). ციტირების თარიღი: January 3, 2021
- ↑ The Stavelot Reliquary (October 6, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 6, 2008. ციტირების თარიღი: January 3, 2021
- ↑ A heritage of holy wood : the legend of the true Cross in text and image.
- ↑ Lindau Gospels (January 27, 2016). ციტირების თარიღი: January 3, 2021
- ↑ Cover of the Lindau Gospels Crucificion and Mourning Figures · Medieval East Crucifixion Depictions · Medieval Art (September 19, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 4, 2021. ციტირების თარიღი: January 3, 2021