დომენიკო გირლანდაიო
დომენიიკო გირლანდაიო (დ. 1449, ფლორენცია— გ. 11 იანვარი, 1494, ფლორენცია) — იტალიელი ფერმწერი ადრინდელი აღორძინების ეპოქისა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაიყო იუველირის შვილი. სწავლობდა ა. ბალდოვინეტისთან. მისი პირველი ფერწერული ნამუშევრები იყო ჩერჩინის სანტ-ანდრეას ეკლესიის ფრესკები. 1470-1472 წლებში მოხატა ფლორენციის ონიისანტის ეკლესია, 1473-1474 წლებში ბროცის სანტ-ანდრეას ეკლესია, 1475 წელს სან-ჯიმინიანოს ეკლესია. მის ადრინდელ ნამუშევრებში იგრძოდა XV საუკუნის ფლორენციელ და ნიდერლანდელ მხატვართა გავლენა. 1481-1482 წლებში მუშაობდა რომი, სადაც ვატიკანის სიქსეს კაპელაში დახატა ფრესკა „პეტრე და ანდრია მოციქულების მოწოდება“. ამ პერიოდში შეისწავლა ანტიკური ძეგლები, რამაც გაამდიდრა მისი ფერწერული სტილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფლორენციაში სანტა-ტირინიტას ეკლესიის სასეტის კაპელისა (1483-1486) და სანტა-მარია-ნოველას ეკლესიის (1485-1490) ფრესკები. თავის ფრესკებში ხშირად ხატვდა თანამედროვეთა პორტრეტებს (ლორენცო მედიჩი, ა. პოლიციანო და სხვები). აქვს დაზგური სურათები და პორტრეტებიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 167.