პიეტრო პერუჯინო
პიეტრო პერუჯინო (იტალ. Pietro Perugino, სრული სახელი პიეტრო დი კრისტოფორო ვანუჩი - Pietro di Cristoforo Vannucci; დ. 1446 — გ. 1524) — იტალიელი მხატვარი რენესანსის ეპოქაში, უმბრიის სკოლის წარმომადგენელი.
პიეტრო პერუჯინო | |
---|---|
![]() პერუჯინოს ავტოპორტრეტი 1497–1500 | |
სრული სახელი | პიეტრო დი კრისტოფორო ვანუჩი |
დაიბადა | 1446 |
დაბადების ადგილი |
![]() |
გარდაიცვალა | 1523[1] |
გარდაცვალების ადგილი | პერუჯა |
ეროვნება | იტალიელი |
სფერო | ფერწერა, ფრესკა |
მიმდინარეობა | რენესანსი |
ცნობილი ნამუშევრები | «გასაღებების გადაცემა» |
მან გავლენა მოახდინა | რაფაელი |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა ჩიტა დელა პიევეს კომუნაში, ქალაქ პერუჯადან 35 კმ-ში. ადგილობრივ მხატვართან სწავლების შემდეგ 1470 წელს ჩამოვიდა ფლორენციაში და შევიდა ანდრეა დელ ვეროკიოს სახელოსნოში.
1481 წელს უკვე ცნობილი დიდი მხატვარი, იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრების რიცხვში, მიწვეული იქნა რომში პაპის სიქსტუს IV-ს მიერ სიქსტეს კაპელას მოხატვაში მონაწილეობის მისაღებად.
პერუჯინო მუშაობდა იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ყველაზე მეტად პერუჯაში, სადაც ის ხელმძღვანელობდა დიდ სახელოსნოს. XV საუკუნის 80-90-იან წლებში პერუჯინო იყო ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი მხატვარი. მისი მოწაფეებიდან ყველაზე ცნობილია — რაფაელი.
პერუჯინოს საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება 1500 წლამდე შექმნილი ნამუშევრები. მათ შორი გამოიყოფა „გასაღებების გადაცემა“, რომელიც გამოირჩევა კომპოზიციის გრაციოზულობით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათია — „ქრისტეს დატირება“.
პერუჯინო გარდაიცვალა 1524 წელს ქალაქ პერუჯაში ჭირისგან. მისი მოწაფის რაფაელის გარდაცვალების შემდეგ პერუჯინომ დაასრულა რაფაელის მიერ დაუმთავრებელი ფრესკები პერუჯას ეკლესიში.
შემოქმედებარედაქტირება
- ფრესკა «გასაღებების გადაცემა» ვატიკანში სიქსტეს კაპელაში, 1481—1482;
- «წმინდა სებასტიანი»
- «ქრისტეს დატირება», დაახლოებით 1494-1495, უფიცის გალერეა, ფლორენცია;
- ფრესკა «ჯვარცმა» სანტა-მარიას ეკლესია ფლორენცია, 1496
გალერეარედაქტირება
«გასაღებების გადაცემა». 1480-1482. სიქსტეს კაპელა. ვატიკანი. რომი
«ქრისტეს ნათლობა» სიქსტეს კაპელა