პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ჯაბა ლაბაძე 09:25, 26 მარტი 2012 (UTC)პასუხი

გილოცავ! რედაქტირება

მიშა, გილოცავ და ვიკიწარმატებებს გისურვებ. --ჯაბა ლაბაძე 16:18, 22 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მგონი მეც ვიცნობ ჩემს სეხნას, გილოცავ! --მიხეილ მიწერა 16:22, 22 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

კი იცნობ MIKHEIL. --ჯაბა ლაბაძე 16:26, 22 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

გილოცავ,წარმატებებს გისურვებ,აქაც და სხვაგანაც.--George09 18:01, 22 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

დაგვიანებული მადლობა.--Xashurski განხილვაწვლილი 19:17, 30 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

სავარჯიშო რედაქტირება

სალამი. საკუთარ განხილვაში და საკუთარ მომხმარებლის გვერდზე სტატიების საცდელი ვერსიები ან სტატიები არ იწერება. გამოიყენეთ „სავარჯიშო გვერდი“ ან პირადი სავარჯიშო - ეს თავისუფლად შეგიძლიათ აკეთოთ. --H.McC. (მომწერეთ) 15:26, 16 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

მოდით ვაცალოთ, დამწყებია, მე მომანდეთ ეგ საქმე. --ჯაბა ლაბაძე 15:27, 16 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

რჩევები რედაქტირება

გამარჯობა მიხეილ. სტატიის პირველივე სიტყვის შემდეგ, დეფისის ნაცვლად (-) გამოიყენე ტირე (—), კლავიატურაზე თუ არ გაქვს, რედაქტირების ქვედა პანელში შეგიძლია ნახო. ასევე, სტატიებში გააკეთე შიდა ბმულები. --მიხეილ მიწერა 09:36, 21 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

სტატიის თავში რედაქტირება

სალამი. სტატიის თავში, სახელსა და ძირითად ტექსტს შორის ტირე რომ არის, თუ შეიძლება, ყურადღება მიაქციეთ. გამოტოვეთ ადგილი სიტყვებს შორის, რომ ასე არ იყოს:

სტეფანოზ III—ქართლის ერისმთავარი

აგრეთვე, მიაქციეთ ყურადღება, რომ სახელი გამუქებული იყოს. ანუ იყოს:

სტეფანოზ III — ქართლის ერისმთავარი

ეს არის ჯერ-ჯერობით. --H.McC. (მომწერეთ) 11:50, 21 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

სასვენი ნიშნები რედაქტირება

მიშა, სასვენი ნიშნების შემდეგ აუცილებლად გამოტოვე ადგილი. --მიხეილ მიწერა 08:19, 22 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

განხილვა:ვარაზ-ბაკური (ქართლის ერისთავი) რედაქტირება

მიშა შეიხედე ამ განხილვაში. --ჯაბა ლაბაძე 03:19, 25 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ახალი სახელი რედაქტირება

მიხეილ, სახელი გადაგარქვი და ავტორიზაცია უკვე ახალი სახელით უნდა გაიარო. ერთი დეტალი — როგორც ჩანს, შენ უკვე შექმნილი გქონია გლობალური ანგარიში, ამიტომ, თუ კი რომელიმე სხვა ვიკიში წვლილი გაქვს, იქაც უნდა მოითხოვო სახელის გადარქმევა და მხოლოდ ამის შემდეგ შექმნა ახალი გლობალური ანგარიში. თუ წვლილი სხვაგან არსად არ გაქვს, ეს ახლავეც შეგიძლია. წარმატებები  მიხეილ მიწერა 18:38, 25 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა. ერთი რამ შევამჩნიე, ჩემი შექმნილი ბოლო სტატია ჩემს ახალ ანგარიშზე არ აისახა. როგორ დავაკავშიროთ ჩემს წვლილთან?--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 18:52, 25 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
სამწუხაროდ, ვეღარ დააკავშირებ. მეც „დავკარგე“ თავის დროზე ასე ერთი სტატია   ახალი სახელით არ იყავი შესული და ეს იმიტომ მოხდა. — მიხეილ მიწერა 18:54, 25 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ისევ სტატიის შესავალი რედაქტირება

სტატიის შესავალში იყო, არის და ა.შ. მაგივრად აუცილებლად ეს დიდი ტირე გამოიყენე (—)--დათო1010   18:28, 24 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

1850-იანები რედაქტირება

მიშა ნახე რა ცვლილება შევიტანე სტატიაში სორის მონასტერი. გარდა იმისა, რომ არსებობს სტატიები წლებზე (1850) არსებობს სტატიები ათწლეულებზეც (1850-იანები). --ჯაბა ლაბაძე 12:50, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

კარგი ჯაბა,გასაგებია. დიდი მადლობა.--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 13:09, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

არაფრის. წარმატებები მიშა. --ჯაბა ლაბაძე 13:10, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ვიკიორდენი რედაქტირება

  პირველი ვიკიორდენი
ეს პირველ ვიკიორდენია, დანარჩენი შენზე იყოს, მჯერა სხვებსაც მიიღებ.   --ჯაბა ლაბაძე 15:02, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი


დიდი მადლობა, შევეცდები შენი იმედები გავამართლო.:)--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 15:08, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ვიკიორდენი 2 რედაქტირება

  ისტორიის ვიკიორდენი
მიშა, ეს ისტორიის ვიკიორდენი სპეციალურად შენთვის ამ წუთას შევქმენი, იმსახურებ ჩემო კარგო, თუნდაც ვიკიპედიაში შენი დღევანდელი წვლილისათვის. წარმატებები --ჯაბა ლაბაძე 21:20, 10 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი


მადლობა დიდი და ვეცდები გავამართლო შენი იმედები. :) --ლაბაძე93 განხილვაწვლილი 16:55, 11 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

მჯერა მიშა. :) --ჯაბა ლაბაძე 19:50, 11 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა რედაქტირება

გამარჯობა. ამ სექციის ზემოთ ისტორიის ვიკიორდენი მომიცია შენთვის. ეს შემთხვევითი არაა, რადგან აქ ვიკიპედიაში ბევრი დამეთანხმება, რომ ისტორიის თემატიკა ძალიან დაბალ დონეზეა წარმოდგენილი და ჩემს ერთგვარ დანიშნულებად იქცა ისტორიკოსების ან ისტორიით დაინტერესებული პირების მოზიდვა ვიკიპედიაში, რათა ეს თემა ცოტა წამოვწიოთ. მჯერა ამ მიზნის მიღწევაში აქტიურად დამეხმარები. კარგია რომ სტატიები შემოგაქვს ასე გააგრძელე. და იმედია კინკლაობაზე მეტ დროს სტატიების დახვეწას მოანდომებ გადახედე სხვა სტატიებსაც და შეცდომები ჩაასწორე. კინკლაობით და პირადი ურთიერთობების ვიკიპედიაში გადმოტანით წააგებს ვიკიპედია. ეს ლიტონი სიტყვები არაა და კარგად გაითვალისწინებ ესეც ვიცი. --ჯაბა ლაბაძე 07:20, 21 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

გამარჯობა, კოლეგავ, მე არ ვკარგავ კინკლაობაზე დროს. უბრალოდ არაა საჭირო ყველა სტატიაზე კომენტარი, თუ შეცდომაა შეასწორე, დაწერა აღარ უნდა. უბრალო შეცდომების გულისთვის მართალია კამათი არ შეიძლება. მე გავითვალისწინებ, და არა მარტო მე მაქ გასათვალისწინებელი ეს. მეც იმისთვის ვიღწვი ვიკიში, რომ ისტორიის დეფიციტი შევამცირო და აწი უფრო შევეცდები, მაგას გპირდებით. --ლაბაძე93 განხილვაწვლილი 09:13, 21 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია. მეც გავითვალისწინებ რაღაცეებს. რაც შეეხება იმას, რომ ნახე შეცდომა გამოასწორეო კი გამოვასწორე მაგრამ ისევ იგივეს რომ დაუშვებ და ჩემს გასწორებულს არ გაათვითცნობიერებ, მაშინ მიგითითებ. მაშ ასე: ამ ბოლო დროს რამდენიმე სტატია გადავიტანე ფრჩხილებიანი სათაურიდან უფრჩხილებოზე ერთხელ გავაკეთე, მეორედ იგივე გაიმეორე. ფრჩხილებში ვწერთ თარიღს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მსგავსი მოვლენა სხვა დროსაც მოხდა. მაგ., აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია (1945), რადგან მსგავსი სახელით სხვა მოვლენაც მოხდა 1914 წელს. რაც შეეხება აქტიუბინსკის ოპერაცია (1919) აი ამას არ უნდა, რადგან ეს მოვლენა მხოლოდ ერთხელ მოხდა. და კიდევ ერთი: რამდენიმე სტატიაში ჩავასწორე უხმოდ ძვ. წ. თარიღები, მაგრამ ამ სტატიაში კვლავ იგივე შეცდომა დაუშვი, რადგან არ გაითვალისწინე უხმოდ გაკეთებული ჩასწორება, განხილვაში დაწერილი კი როგორც ჩანს გაღიზიანებს. ანუ რა ხდება ამ სტატიაში ძვ. წ. იწერება ორივე შემოკლებული სიტყვის ბოლოში წერტილით. როგორც ჩანს ისტორიის თვალსაზრისით ერთიდაიგივე მიზნები გვქონია. იმედია განხილვები და ჩასწორებები აღარ გაგაღიზიანებს და ეთიკურად იმუშავებ კოლეგებთან. --ჯაბა ლაბაძე 13:48, 21 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

ჩვენი ვალია რა თქმა უნდა მივუთითოთ ერთმანეთს კორექტულობისკენ. ამისთვის მადლობა, მაგრამ გაუთვალისწინებლობა შეგნებით არ მომდის. როცა შუა ღამე წერ სტატიებს და იმისთვის ვწვალობ, რომ ვიკის რამე შევმატო, უფრო კონკრეტულად ისტორიას, ორი აზრი არაა, რაღაც შეგეშლება და ამისთვისთ ერთმანეთთან წაკინკლავება არაა ლამაზი. საბოლოოდ შედგეს კონსესუსი, რომ ერთ საქმეს ვემსახურებით და ჩვენი გაუგებრობა ამ სფეროში დაუშვებელია. მე გულით მინდა რაც შეიძლება მეტი სტატია დავწეროთ ისტორიაში და თუ პატარა შეცდომა იქნება, მოკრძალებულად მივუთითოთ ერთმანეთს. მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს. ელემანტარულია და სასაცილო. --ლაბაძე93 განხილვაწვლილი 14:21, 21 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

აბსოლიტურად მესმის. გეთანხმები, მაშ წარმატებები. ახლა ერთად ვიკიპედიის გაუმჯობესებისაკენ, შეცდომები მეც მომდის და გაასწორე ნამდვილად გამიხარდება.--ჯაბა ლაბაძე 14:51, 21 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

მინი ან მინიატურა რედაქტირება

ახალ სტატიას სურათი რომ ჩაუმატე [[ფაილი:Portrait miniature of Ahmad Shah Durrani.jpg|მარჯვნივ|150პქ|აჰმად-შაჰ დურანი]] მარჯვნივის წინ დაუმატე მინი| და სტატიაში სურათის ქვეშ წარწერაც გამოჩნდება. --ჯაბა ლაბაძე 16:58, 21 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

მადლობა. --ლაბაძე93 განხილვაწვლილი 17:26, 21 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

გადატანა რედაქტირება

როდესაც რაიმეს გადატანა გინდა სხვა სათაურზე, პირველი ნუ გადაგაქვს განხილვის გვერდი. გადაიტანე სტატიის ან თარგის მთავარი გვერდი და განხილვა ავტომატურად გადავა. გარდა ამისა თარგის სათაურიც უნდა შეცვალო თავად თარგში. --ჯაბა ლაბაძე 03:19, 8 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

არა, პირველი თარგი გადავიტანე და როგორც შენ თქვი, განხილვაც გადაყვა ავტომატურად.--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 07:03, 8 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

თარგის სახელი შევცვალე მე, სათაურს არ დავკვირვებივარ. --H.McC. განხილვაწვლილი 08:01, 8 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

გილოცავთ! რედაქტირება

ვიკიპედიელების სახელით გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ წარმატებებს პირად და ვიკისაქმიანობაში. --ჯაბა ლაბაძე 03:27, 22 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

ვუერთდები მილოცვას!— G.G. 05:40, 22 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
გილოცავ :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:16, 22 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
იუბილარს იუბილარი ვახლავარ, მიშო გილოცავ ძმაო, სულ ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებ, როგორც საუკეთესო ძმას. გაიხარე დანარჩენი ჩემზე იყოს, რომ ჩამოხვალ --ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 09:47, 22 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
გილოცავ, მიხეილ!  --შოთა [UT] 10:12, 22 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა მოლოცვისთვის კოლეგებო. განსაკუთრებულ მადლობას შენ გიხდი ჩემო ძმაო. მჯერა, რომ გაამართლებ ჩემ იმედებს.--ლაბაძე93

მიშოო--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 10:42, 26 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

დახაუ რედაქტირება

გამარჯობა. დახაუ (ქალაქი) რატომ? დახაუ არ ჯობს? --ჯაბა ლაბაძე 13:04, 1 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

დახაუ რედაქტირება

გაუმარჯოს, შეიხედე აქ--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 13:15, 1 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მანდ რომ შევიხედე იმიტომ გეკითხები. მანდ წერია დახაუ (ქალაქი) დახაუ (საკონცენტრაციო ბანაკი), დახაუ (რაიონი), ქართულად უკვე შექმენი დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი, მეორე შეიქმნება დახაუს რაიონი და მესამე დახაუ აი ეს მესამე არის უმთავრესი სტატია და უნდა იყოს ფრჩხილების გარეშე. ქართულ ვიკიში ფრჩხილებს მაქსიმალურად ვერიდებით. --ჯაბა ლაბაძე 13:21, 1 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

შემმოწმებელი რედაქტირება

გილოცავ მიხეილ, ვიკიპედიელთა გადაწყვეტილებით, დღეიდან შემმოწმებელი ხარ! ეს ბევრად მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს და იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერს ღირსეულად გაართმევ თავს. შენ ასევე ჩაგერთო სწრაფი გაუქმების ფუნქცია, რასთანაც ასევე დიდი სიფრთხილე გმართებს. გისურვებ წარმატებებს! — მიხეილ მიწერა 20:38, 10 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა მიხეილ და ასევე ყველას დიდი მადლობა, ვინც მხარი დამიჭირა კენჭისყრაში. მაქსიმალურად შევეცდები ვიაქტიურო. ამიერიდან კიდევ უფრო გამიორმაგდება მოტივაცია.--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 20:49, 10 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

რეზიუმე რედაქტირება

რეზიუმე გამოიყენე დანიშნულებისამებრ და ბოღმების ამოსანთხევად ნუ იყენებ. --ჯაბა ლაბაძე 14:56, 16 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ჩემს გვერდზე ცოტა ფრთხილად იყავი! ნუ მიბინძურებ რაღაც წილისწამებებით!--Labadze Mikheil93 განხილვაწვლილი 17:23, 16 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

აქ საქმეს ვაკეთებ და ოჯახურ შემოტევებს არ ვპასუხობ. --ჯაბა ლაბაძე 17:53, 16 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ოჯახურ შემოტევებს ადგილი არ ჰქონია. გასამართლებლად ნუ მადანაშაულებ შენი ინტეპრირებული ცილისწამებებით. რეზიუმეში დაგიწერე ის რაც საჭირო იყო. გირჩიე კოლეგიალურად და როგორც ჩანს რჩევა ბოღმაში აგერია. ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. შენი რჩევაც ბევრჯერ გამითვალისწინებია და კუდები არ მიმიბია რაღაც-რაღაცეებზე. ეგ სხვა რამის ბრალი უნდა იყოს. სხვა დროს უფრო დაკვირვებით მივუდგეთ თარგმანს. ამაზე აღარ დაგვჭირდეს აჟიოტაჟი. --Labadze Mikheil93 განხილვაწვლილი 20:29, 16 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მიშა, რასაც შენ კოლეგიალურ რჩევას ეძახი, ის ადმინისტრაციამ წასაშლელად ჩათვალა და თუ აქ შეიხედავ მიხვდები რომ თქვენი რეზიუმეები წაშლილია. თუმცა ამას თავი დავანებოთ, არც თარგმნაზე ნასროლ მწარე სიტყვებს ვუპასუხებ, უბრალოდ მინდა იცოდე რომ თქვენი ასეთი საქციელით საკუთარ თავს ვნებთ. იმედია გონზე მოეგებით და შეწყვეტთ ჩემს რედაქტირებებზე გაღიზიანებას. ახლა შეიძლება შენ გეგონოს რომ შენს გასაღიზიანებლად ვწერ ამ სიტყვებს, მაგრამ დრო მოვა ამ სიტყვებს წაიკითხავ და მიხვდები, რამდენად ღირებული იყო ჩემი ასეთი სიტყვები, რამდენი რამე ისწავლე ჩემი (თუნდაც მკვახე) მითითებებით და რამდენ რამეს კარგავ ჩემთან დაპირისპირებით. ჯობს შენს გონებაში დაძლიო და გადააბიჯო რაღაც-რაღაცეებს. ჩემს ამ რჩევებსაც თუ გაითვალისწინებ მერწმუნე არ წააგებ. ჰო კიდევ ერთი: ეს შენი დაწერილი წუხელვე ვნახე, მაგრამ ცხელ გულზე არ გიპასუხე, ახლა სრულიად დამშვიდებული გწერ ამ სიტყვებს. გამგები გაიგებს. მე აქ მოვრჩი, იმედია აქ დამთავრდება თქვენი ჩემდამი დაპირისპირებაც. --ჯაბა ლაბაძე 07:06, 17 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

  უბრალოდ სასაცილოდ არ მყოფნის ამ მომხმარებლის ეს სიტყვები თქვენი ასეთი საქციელით საკუთარ თავს ვნებთ. ანდა, კიდევ იმედია გონზე მოეგებით და შეწყვეტთ ჩემს რედაქტირებებზე გაღიზიანებას ამისმა მთქმელმა, ეს ვინზე უნდა თქვას ნამდვილად არ იცის, ანდა არ უნდა, რომ მიხვდეს. თუ მართლაც გონზე მოეგები და შეწყვეტ ასეთ უაზრო რედაქტირებებს, ამით არამარტო შენს თავს უზამ კარგს, არამედ ვიკიპედიასაც. ნუ დაზდევ ჩემს მიერ შექმნილ სტატიებს, ნუ უკეთებ უაზრო ცვლილებებს, ადმინისტრატორებს ვთხოვ დაიცვან ეს გვერდი მხოლოდ ადმინისტრატორებზე თორემ ამის მიხედვით, ადმინისტრატორებს სხვა თხოვნით მივმართავ....--Labadze Beqa97 განხილვაწვლილი 12:10, 17 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

აქ ამის პასუხს არ დავწერ. მიშას დაველოდები. შენ კიდევ შენს გვერდზე გიპასუხებ. --ჯაბა ლაბაძე 14:08, 17 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ელოდე, ელოდე ... მიშას.. უკვე ყველაფერი ითქვა  --Labadze Beqa97 განხილვაწვლილი 14:11, 17 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

გმადლობ. შენს გვერდზე აქ ნაბოდვარს აღარ ვუპასუხებ. რადგან რაც მოგწერეთ თუკი იმას ასე პასუხობთ, ყოჩაღ თქვენ. თქვენი რეალური სახე უკვე აჩვენეთ ვიკისაზოგადოებას. --ჯაბა ლაბაძე 14:15, 17 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

როგორ ართულებ! მე შაირი არ მინდაო შენ ამტეხე ძალადაო ესეთი სიტუაციაში ვარ ახლა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რეალურ სახეზე მაინც ნუ დაიწყებ ლაპარაკს თუ კაცი ხარ! ყველამ იცის ვინ რა ადამიანია. ახლა რეზიუმეს რას შეეხება და რა დავწერე : თუ ინგლისური არ იცით თარგმანთან ფრთხილად იყავით და გუგლი და თრანსლეითი კარგად არ იხმაროთ კარგად არ თარგმნის - ამაში სად ხედავ მწარე სიტყვებს და ბოღმას. თან თუ დაუკვირდები მრავლობითში დავწერე და მაინცდამაინც შენ ატეხე აჟიოტაჟი . მოკლედ მოვრჩი რა, ზედმეტად მიმაჩნია სხვა ყველაფრის დაწერა. მეზარება ასეთ უაზრო და სასაცილო თემებზე ამდენი "ტლიკინი".   აწი უფრო სერიოზულ თემებზე გვქონდეს განხილვა. --Labadze Mikheil93 განხილვაწვლილი 15:56, 17 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მეცოდებით. --JABA 1977 17:11, 18 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

გაფრთხილება რედაქტირება

  ვიკიპედიის ადმინისტრაციის სახელით, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ამ სივრცეში დაუსრულებელი კამათის, ერთმანეთზე გამოკიდების, შეურაცხყოფისა და ოჯახური გარჩევებისაგან, შეეშვით კამათს და უფრო მეტი დრო დაუთმეთ ვიკიპედიის გამდიდრება-გაუმჯობესებას, რისთვისაც აქ ვიმყოფებით. გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გატარდება სხვა, მკაცრი ადმინისტრაციული სანქციები!

მიხეილ მიწერა 21:01, 18 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მიღებულია :)--Labadze Mikheil93 განხილვაწვლილი 21:06, 18 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ლიტერატურა რედაქტირება

სალამი მიშა. როდესაც სტატიას წყარო აკლია, ამის შესახებ განხილვის გვერდზე დაწერა არაა საჭირო, შეგიძლია სტატიაში გამოიყენო {{წყარო}} — მიხეილ მიწერა 05:30, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

თარგი:მუშავდება რედაქტირება

ვიკიპედიის წესების თანახმად, როდესაც სტატიას თარგი მუშავდება აქვს ჩასმული განხივაში ასეთ კომენტარებს არ ვწერთ ერთი კვირის განმავლობაში. --JABA 1977 05:17, 23 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

    --Labadze Mikheil93 განხილვაწვლილი 12:31, 23 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა რედაქტირება

გთხოვთ დროულად დააფიქსიროთ თქვენი აზრი თარიღთან დაკავშირებით--დათო1010   04:02, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

დიდი სიამოვნებით, მაგრამ გამოცდები მაქვს და სამწუხაროდ ვერ წამოვალ. --Labadze Mikheil93 განხილვაწვლილი 11:31, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

გილოცავთ რედაქტირება

მიხეილ, ჩემო ძმაო, გილოცავ დაბადების დღეს!!! მნიშვნელოვანი წვლილისთვის ვიკიში, გიხდი მადლობას პირადად. პირნათლად შეგვესრულებინოს ეს საქმე. ვიკისვთის მნიშვნელოვანი წვლილის შემატებისთვის, პირადად დიდ მადლობას გიხდი!!!!--ბექალაბაძე   17:16, 22 აპრილი 2014 (UTC)პასუხი

მიხეილ გილოცავ! --JABA 1977 17:47, 22 აპრილი 2014 (UTC)პასუხი
ვუერთდები მილოცვებს! წარმატებასა და წინსვლას გისურვებ--შოთა [UT] 18:09, 22 აპრილი 2014 (UTC)პასუხი
გილოცავთ დაბადების დღეს! ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს გისურვებთ, საუკეთესო სურვილებით, - ოთოჯი განხილვა 18:23, 22 აპრილი 2014 (UTC)პასუხი
გილოცავ, მიხეილ! გისურვებ წარმატებებს! — Mikheil მიწერა 18:27, 22 აპრილი 2014 (UTC)პასუხი
გილოცავ, მიხეილ! მრავალს დაესწარი ჯანმრთელად და ბედნიერად!— G.G. 18:39, 22 აპრილი 2014 (UTC)პასუხი
მიხეილ გილოცავ! სულ წარმატებები და ბედნიერება--დათო1010   21:09, 22 აპრილი 2014 (UTC)პასუხი