პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ცანგალა () 21:19, 18 მარტი 2010 (UTC)პასუხი

საინტერესო თემატიკაა, იქნებ შეავსო :)--მიშა () 21:09, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

რედაქტირება

ვიკიპედიაში გვაქვს სეთანხმება, რომლის მიხედვიტაც ჲ–ს, და ზოგადად ქართულ არქაულ ასოებს არ ვიყენებთ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ. გმადლობთ წინასწარ, პატივისცემით, — დათო პასუხი 11:16, 26 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი


ინგლისურ ვიკიპედიაშიც ჩასვი ქართული ენის ინტერვიკი --მიხეილ () 12:18, 26 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი


იოტა არის არქაული ასო, ამაზე ნუ ვიდავებთ :). თანამედროვე ენის ნორმებში იოტა არ გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის ზუსტი ბგერითი შედგენილობა შეიძლება დაირღვეს. გარდა ამისა, იოტას ეს ფუნქცია, რისთვისაც მას თქვენ იყენებთ, არც ძველად ჰქონია — იგი სიტყვის ფუძეში არ შეიძლება იყოს :). მაგრამ მთავარი ეს არაა, მთვარია, რომ ერთ დროს ვიკიპედიელები შევთანხმდით, რომ მას არც სათაურებში და არც სტატიებში არ გამოვიყენებდით — გადაწყვეტილებებს, რომლებიც კენჭისყრითაა მიღებული (და არა მარტო) პატივი უნდა ვცეთ. იოტას ნაცვლად ინს თუ დაწერთ, მგონი დიდი პრობლემა არ იქნება. მითუმეტეს, რომ ქართული ენის ნორმებსა და საენციკლოპედიო ენაში მაგ სიტყვების დაწერილობა სწორედ ინის საშუალებითაა. გმადლობთ, — დათო პასუხი 06:38, 27 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი


გამარჯობა! სტატიებში სიტყვებს შემოკლებით ნუ წერ მაგ. რ-ებიც, რ-იც და ა.შ. მათ მაგივრად სრულად უნდა ეწროს რომლებიც, რომელიც და ა.შ

ასევე საუკუნეები რომაული ციფრებით უნდა დაიწეროს--ვასკო და გამა   17:11, 3 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

სიგურ როსის მუსიკოსები

რედაქტირება

გთხოვთ, სიგურ როსის წევრების სტატიებში გამოიყენოთ კატეგორია ’ისლანდიელი მუსიკოსები’ და არა ’ისლანდიური მუსიკა’. ძირითად კატეგორიაში, როგორც წესი, ექცევა კატეგორია ’მუსიკოსები ჟანრების მიხედვით’ და მსგავსი კატეგორიები (და არა სტატიები თავად მუსიკოსებზე). — The Pink Floyd განხილვაწვლილი 05:38, 3 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ფრანი

რედაქტირება

გამარჯობა, იქნებ ფრანი გაასწორო. საფრენ სათამაშოზეც და მუსიკალურ ჯგუფზეც ერთი და იგივე გიწერია.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:13, 13 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ვერ ვასწორებ :(— Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 12:17, 14 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ხუანხე

რედაქტირება

იძულებული გავხდი შენი ცვლილებები გამეუქმებინა ამ სტატიაში, რადგან ქართულში ხუანხეა დამკვიდრებული და არ ღირს ახალი სახელის შემოტანა. ის, თუ რა ქვია მას მშობლიურ ენაზე, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ამ ლოგიკით, მოვითხოვოთ მაშინ ყველა ენაზე მტკვარი უწოდონ ჩვენს მდინარეს და არა კურა. --მიხეილ () 11:59, 24 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

უნივერსიტეტში ვსწავლობდი იაპონისტიკა-სინოლოგიის საგნებს და არ მისწავლია რუსულიდან გადმოღებული მასეთი „დამახინჯებული“ სახელებით. დამკვიდრებული ნამდვილად არაა, ძველ ენციკლოპედიებს და საბჭოთა ლიტერატურას თუ გულისხმობთ, - კი ბატონო : )— Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 12:36, 24 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

საბჭოურ ლიტერატურას კი არა ჩვენ იმას ვგულისხმობთ, რომ ქართული ენის სალიტერატურო ნორმები, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არ შეცვლილა. აქ კი არაა იმის ადგილი რაიმე ნორმები შეიცვალოს. ვწერთ ისე როგორც ეს დღედღეობით არის გავრცელებული. — ჯაბა ლაბაძე () 13:22, 24 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

იხ. განხილვა:ტაკწანგ-ძონგი აქ რამდენიმე შეკიტხვა დაგვიგროვდა და იქნებ გაგვცე პასუხი. — ჯაბა ლაბაძე () 14:21, 31 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

რა ფორმაა ეს?

რედაქტირება

თქვენი ჩასწორება:

გამოსცეს მხოლოდ 1992 წლის კრებულთან ''[[The Early Singles (პინკ ფლოიდის)|The Early Singles-თან]]'' ერთად.

რა ფორმაა ეს? (პინკ ფლოიდის) - მერე???? რატომ არ აქცევთ ყურადღებას, რომ რაღაც გამოგრჩათ. ან რატომ კრებულთან The Early Singles-თან???? როდესაც უკვე ერთი -თან- არის, იქ მეორე -თან-უადგილოა. — BH განხილვაწვლილი 18:25, 2 იანვარი 2011 (UTC)პასუხი


კაი, ეგ გამომრჩა და ბოდიში, მაგრამ სხვა შეცდომებიც რომ გავასწორე ის არაფერი? :/ მაგალითად ბიბისი შეცდომით ეწერა - ბიბიბი... ???? : )— Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 12:53, 3 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

P.S. ჯერ ერთი სწორი ფორმა 'გამოსცეს მხოლოდ 1992 წლის კრებულ The Early Singles-თან ერთად' არის ^^— Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 12:55, 3 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

სწორი ფორმა ორივეა, გააჩნია, რას გამოიყენებ. თუ ერთ ადგილზე არის -თან, მეორე ადგილზე აღარ არის საჭირო. ან უნდა იყოს ’კრებულთან The Early Singles ერთად’ / ან უნდა იყოს ’კრებულ The Early Singles-თან’ ერთად - ორივე სწორია. მაგრამ მეორე შემთხვევაში - წარმოიდგინე რომ შენ ვიღაცას ესაუბრები და წარმოთქვამ

’მე ძალიან მომეწონა ეს სიმღერა, Those Who Tell the Truth Shall Die, Those Who Tell the Truth Shall Live Forever-თან ერთად’

როგორია? :)

სხვა შეცდომებს რაც შეეხება, მშვენიერია, მაგ შესწორების წინააღმდეგ როგორ უნდა ვიყოთ. — BH განხილვაწვლილი 18:42, 3 იანვარი 2011 (UTC)პასუხი


ახლა ვსწავლობდი ზუსტად ქართულის მართლწერაში და იქიდან გამომდინარე შენს კითხვაზე „როგორია? : )“, შემიძლია გიპასუხო - „მშვენიერია“  : ).

ხოდა, თუ წინააღმდეგები არ ხართ რა საჭირო იყო მაშინ ამდენი კითხვის ნიშანი? :/— Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 19:03, 3 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მე არ ვთვლი, რომ მშვენიერია. და ნებისმიერ შემთხვევაში - როდესაც წარმოთქვამ გრძელ წინადადებას, რომელიც სინამდვილეში ალბომის ან სიმღერის სახელია, ბოლოში ’თან’ არის უხეში. გარდა ამისა, თქვენს რედაქტირებაში იყო

კრებულთან The Early Singles-თან ერთად ________ანუ ეს ’თან’ ორჯერ გეწერათ. თუკი ეს უბრალოდ შეცდომაა, რომელიც ისევე გაგეპარათ, როგორც სხვა, მაშინ კითხვები აღარ მაქვს. — BH განხილვაწვლილი 19:09, 3 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

Ok ^^— Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 20:11, 3 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

თქვენს მიერ შემოტანილ სტატიებში ხშირად ვხვდებით ვიკიპედიისათვის არადამხასიათებელ ტექსტს:

  • 1955-სა, 1973-ში, 2002-მდე, 2002 წ-ის

და ა. შ. ქართულ ვიკიპედიაში ეს ასე იწერება:

გამარჯობა

რედაქტირება

გატყობინებთ, რომ ერთი და იგივე თემის გავრცელება ათობით გვერდზე მიუღებელია - ჰეპბერნისა და პოლივანოვის შედარება უნდა ხდებოდეს ერთ გვერდზე, და არა ათობით განხილვაზე. მაგალითად, იაპონიის ვიკიპროექტის ფორუმზე.--იორგი 18:23, 23 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ინფორმაციის წყარო სტატიაში „ბენალმადენის გასხივოსნების სტუპა“

რედაქტირება
 

გამარჯობა, გმადლობთ სტატია ბენალმადენის გასხივოსნების სტუპა დაწერისთვის, თუმცა მისი ამჟამინდელი რედაქცია არ შეიცავს სანდო წყაროს, რომელშიც შესაძლებელია სტატიაში შემოტანილი ინფორმაციის გადამოწმება. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი სანდო წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე მიიჩნევა საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.— ჯაბა ლაბაძე () 16:02, 27 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ინფორმაციის წყარო სტატიაში „ამატერასუ“

რედაქტირება
 

გამარჯობა, გმადლობთ სტატია ამატერასუ დაწერისთვის, თუმცა მისი ამჟამინდელი რედაქცია არ შეიცავს სანდო წყაროს, რომელშიც შესაძლებელია სტატიაში შემოტანილი ინფორმაციის გადამოწმება. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი სანდო წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე მიიჩნევა საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.--Ouzo განხილვაწვლილი 22:50, 14 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

  გთხოვთ განავრცოთ სტატია ომოიკანე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიკიპედიის წესების თანახმად წაშლას ექვემდებარება. გმადლობთ. ჯაბა ლაბაძე () 14:49, 17 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ლუმბინი

რედაქტირება

გამარჯობა. იქნებ ამ სტატიას გადახედოთ. წინასწარ მადლობა :) --მიხეილ () 22:03, 11 აპრილი 2011 (UTC)პასუხი


განხილვა:დიპანკარა

რედაქტირება

გთხოვთ, ნახოთ ეს განხილვა და ჩემი შენიშვნები :). — დავით პასუხი 12:32, 18 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ინდოეთის ვიკიპროექტი

რედაქტირება

გამარჯობა. ამ თვის ბოლომდე ინდოთის ვიკიპროექტია, მგონი თქვენს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, მოხარულები ვიქნებით, თუ მიიღებთ მონაწილეობას   --მიხეილ მიწერა 20:17, 23 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

რაიან მაკგინლი

რედაქტირება

სალამი. პირველ რიგში სტატიას როდესაც იწყებთ არის ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ ტირე (—). მეორე - სტატიას ესაჭიროება კატეგორია.--ოთოჯი / მომწერე 16:07, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

სექციები

რედაქტირება

სალამი. 2 სტანდარტი გვაქვს სექციების სათაურებზე -

  • გარე ბმულებს არ ვიყენებთ. რესურსები ინტერნეტში. ეს გვაქვს ყველა სტატიაში, ხოლო სადაც ჯერ არ გვაქვს, სწორდება. ინგლისურში კი არის External links, მაგრამ ჩვენი სტანდარტები უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა.
  • ასევე იხილეთ არ გამოიყენება. გვაქვს 'იხილეთ აგრეთვე'.

უბრალოდ მომავალში გაითვალისწინე.   --H.McC. (მომწერეთ) 12:46, 20 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

კატეგორიზაცია

რედაქტირება

სალამი. კატეგორიზაციის დროს მიაქციეთ ყურადღება:

  • თუ წერია ბისექსუალი მომღერლები, ბისექსუალები აღარ არის საჭირო. ბისექსუალები უკვე ზედა კატეგორიაა.
  • კარგი იქნება, თუ გადახედავთ ამას. არავითარი ბისექსუალი ბოუი არ არის. საკუთარ ინტერვიუშივე აღნიშნავდა მოგვიანებით, შეცდომით აღიარების შემდეგ. --H.McC. (მომწერეთ) 15:57, 12 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ინგლისურ ვიკიპედიაშიც კია კატეგორიებში LGBT musicians from England. მართალია, ეს ზოგადად ქოლგა ტერმინია, მაგრამ.. --Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 11:05, 13 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ძონგკხა

რედაქტირება

გამარჯობა, სტატიაში ძონგკხა რის საფუძველზე აკეთებთ ცვლილებებს? - ძონგქა. პატივისცემით, --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:17, 25 აპრილი 2016 (UTC)პასუხი

უპირველეს ყოვლისა, ტიბეტურში (ან ძონგქაზე) არ არსებობს ასო-ბგერა „ხ“, ეს სტატია, სავარაუდოდ, ანგლოფონური წყაროდანაა ნათარგმნი ანუ ეწერა „dzongkha“ - „kha“ ვაილი ტრანსკრიფციიდან ქართულად იქნება „ქა“. ლათინურ დამწერლობას არ აქვს ფუფუნება გადმოსცეს სინურ-ტიბეტური ენების ის ფონემები, რომლებსაც მხედრული ანბანი უპრობლემოდ ჩაწერს, მაგ. „ჭ“, „წ“, „ც“.. ამიტომ ლათინური იყენებს ლიგატურებს და კომბინაციებს ამ ფონემების გადმოსაცემად. ასევე ლათინური ვერ ასხვავებს „კ“-ს და „ქ“-ს ან „ტ“-ს და „თ“-ს, ამიტომ იხმარება შესაბამისი კომბინაციები - „t“, „th“, „k“, „kh“. ქართულ ენაზე უკვე არსებობს ლიტერატურა, რომელიც ნათარგმნია ტიბეტური ენებიდან და უკვე არსებობს ტიბეტური (რაც ძონგქასთვისაც იგივეა) ენის ქართულად ტრანსკრიფციის სტანდარტი, რომელსაც მეც ვიყენებ ხოლმე ბუდისტური ლიტერატურის თარგმნისას. არ მგონია, რომ ეს ხელმისაწვდომია ინტერნეტში, მე ბეჭდური სახით მაქვს. იმედია, პასუხი ასე თუ ისე ამომწურავი იყო — Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 10:39, 2 მაისი 2016 (UTC)პასუხი

გამარჯობა! ისევ ძონგკხას საკითხი მაინტერესებს. თქვენ ამბობთ, რომ არსებობს ქართულ ენაზე ლიტერატურა-ო, შეგიძლიათ, რომ წიგნის სათაური, გამოშვების წელი და ავტორი/ავტორები დაწეროთ ?. იცით, ეს საკითხი მეც მაინტერესებს და დიდი სიამოვნებით გავეცნობი ამ ლიტერატურას ან რაიმე სახის სტანდარტს. ამას გარდა, იგივე ნაშრომი შეგიძლიათ სტატიის განხილვის გვერდზე მიუთითოთ და გადავიტანოთ წყაროს შესაბამისად არსებული სტატიები. მაგ., ეს სტატიაც შეგიძლიათ იხილოთ: ლჰოცზე და მრავალი სხვა. პატივისცემით, - OTOGI Messages 10:11, 17 მაისი 2016 (UTC)პასუხი