ლუმბინი
ლუმბინი (სანსკ. लुम्बिनी - მომხიბლავი) — სატაძრო კომპლექსი და ბუდისტი პილიგრიმების წმინდა ადგილი ნეპალში, ინდოეთის საზღვრის სიახლოვეს. ამ ადგილას, დედოფალმა მაიადევიმ შვა სიდჰართა გაუტამა, იგივე ბუდა გაუტამა, რომელმაც ბუდიზმის მოძღვრება ჩამოაყალიბა. იგი დაახლოებით ძვ.წ. 563 - 483 წლებში ცხოვრობდა. ლუმბინი ბუდისტი პილიგრიმების ოთხი უმნიშვნელოვანესი ადგილიდან ერთ-ერთია, ხოლო დანარჩენი სამი მათგანია - კუშინაგარი, ბოდჰგაია და სარნათჰი.
ლუმბინი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ნეპალი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 27°28′08″ ჩ. გ. 83°16′34″ ა. გ. / 27.46889° ჩ. გ. 83.27611° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 666 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 666 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ლუმბინი ჰიმალაის მთისწინეთში მდებარეობს, კაპილავასტუს მუნიციპალიტეტიდან 25 კმ-ით აღმოსავლეთით, სადაც ბუდა თავისი ცხოვრების 29 წლამდე ცხოვრობდა. ლუმბინში მრავალი ტაძარი მდებარეობს, მათ შორისაა მაიადევის ტაძარი, ასევე ქვა, რომელზეც გამოსახულია ბუდას დაბადების სცენა.
კომპლექსი მოიცავს ბუდისტურ მონასტრებს, ტაძრებს, სტუპებს და სხვა მონუმენტებს.
აღსანიშნავია, რომ ყოველ ქვეყანას, სადაც გავრცელებულია ბუდიზმი, ლუმბინში საკუთარი ტაძრის აგება შეუძლია. ამის გამო, აქ მდებარეობს ტაილანდური, ჩინური, გერმანული, კამბოჯური და ა.შ. ტაძრები.
1997 წელს, იუნესკომ ლუმბინი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
მეფე აშოკას წარწერა
-
მსოფლიო მშვიდობის პაგოდა
-
მაიადევის ტაძარი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Video guide to Lumbini Nepal
- Entry on Lumbini in the Dictionary of Pali Proper Names
- WelcomeNepal.com: Lumbini დაარქივებული 2012-03-14 საიტზე Wayback Machine.
- Buddhist studies: Pilgrimage: Lumbini - Birthplace of the Buddha
- Lumbini Photo Gallery დაარქივებული 2013-07-13 საიტზე Wayback Machine.
- Lumbini.info დაარქივებული 2011-05-11 საიტზე Wayback Machine.
- WorldHeritageSite.org/Lumbini დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.