მომხმარებლის განხილვა:Island/არქივი 9

ბოლო კომენტარი: 6 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi თემაში თურქეთის პროვინცია

ისლანდ, გილოცავ ახალ წელს! შენთან ერთი თხოვნა მაქვს, რო მოიცლი იქნებ გადახედო თარგის განხილვა:GeoTemplate, კატეგორიის სახელია შესარჩევი. მადლობა :) --Mero ® 08:40, 4 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ვიღიმი--დათო_დათო 12:02, 6 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა! კიდევ ერთხელ გილოცავ!--გიორგი    12:05, 6 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

გთხოვ გადახედო

რედაქტირება

ზღვის ციცინათელა (Noctiluca miliaris) და ნოქტილუკა (Noctiluca)- ქსე-ში. ზღვის ციცინათელა - ამ სტატიაში რომელი ლათინური დასახელება უნდა იყოს. --ცანგალა () 23:24, 9 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ცვლილებები შევიტანე. - Island 10:50, 10 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ტაქსოდაფა

რედაქტირება

გამარჯობა Island. ერთი თხოვნა მაქვს შენთან იქნებ თარგი:ტაქსოდაფა *ს კიდევ ერთი |სექციის სახელი და |სექციის ტექსტი დაემატოს. ვფიქრობ რომ საჩიროა და იქნებ დაგვემატებინა. Alsandrom მიტხრა მე დაკავებული ვარო და შენ ვერ დამეხმარები?OsTeRa () 18:30, 11 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა. თარგში დავამატე პარამეტრები „სექციის სახელი2“ და „სექციის ტექსტი2“. - Island 01:13, 12 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

გაიხარეთ :) დიდი მადლობა დახმარებისთვის.OsTeRa () 15:08, 12 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

თარგი:ქეიფი--გიორგი     15:09, 12 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ტაქსოდაფა

რედაქტირება

ერთი თხოვნა მაქვს კიდევ თარგი:ტაქსოდაფა *სთან დაკავშირებული ,,|რანგის გარეშე"-ც ჩასასმელია აუცილებლად:( OsTeRa () 19:56, 12 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ჩავამეტე პარამეტრები „ტიპი_რანგის_გარეშე“, „კლასი_რანგის_გარეშე“, „რიგი_რანგის_გარეშე“, „ოჯახი_რანგის_გარეშე“, „გვარი_რანგის_გარეშე“ (ქვედა ხაზები აუცილებელია!). ამდაგვარ სახეს მიიღებს. სწორია? მე თვითონ კარგად არ მესმის ეს „რანგის გარეშე“ რას ნიშნავს :)- Island 12:34, 13 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა :) უკეთესი იქნებოდა თუ „რიგი_რანგის_გარეშე“ ,,ინფრარიგის" ქვემოთ იქნებოდა და არა ,,ზერიგის" ზემოთ :) და ა.შ., მაგრამ არაუშავს ესეც მშვენიერია :) ანუ რას ნიშნავს და მეცნიერები დღესაც დაობენ და ვერ შეთანხმებულან ზოგი ერთს ამბობს ზოგი მეორეს, კონსოლიდაციისგან ძალიან შორს არიან :D ანუ რისი თქმა მინდა ერთი საბოლოო ადგილი ვერ მიუჩენიათ ამ არქოზავრებისთვის და კიდევ ბევრი ამისთანაა ამ დღეში :DOsTeRa () 20:07, 13 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი
მადლობა :) პარამეტრების ადგილები შესწორებულია. - Island 01:36, 14 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

არჩევნები

რედაქტირება

გამარჯობა, ისლანდ. მაქვს თუ არა მე არჩევის უფლება. რეგისტრაციიდან არ გასულა 3 თვე, მაგრამ მე სხვა ნიკით ვარ და იმიტომ. ადრე სხვა ნიკით ვმუშაობდი (თემური რაჯავი). დღეს ზუსტად 6 თვეა. შეიძლება ?--TeкA WikipediA 15:40, 16 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა. პასუხი უკვე ალსანდროს გაუცია. - Island 02:38, 17 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

გილოცავთ

რედაქტირება

ძვირფასო Island, კიდევ ერთი წელი გავიდა ქართულ ვიკიპედიაში. ვიკიპედიელები სულითა და გულით გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ყოველივე კარგს პირად ცხოვრებაში და ქართული ვიკიპედიის საკეთილდღეოდ კიდევ მრავალი წელი ყოფილიყავი ჩვენთან ერთად. იცოდე, რომ ძალიან გვჭირდები. მრავალჟამიერ --ცანგალა () 00:24, 18 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ვუერთდები საუკეთესო სურვილებით :) - ალ-ო      @ 02:51, 18 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა. თქვენ გაიხარეთ! - Island 06:13, 18 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

Common.js

რედაქტირება

ისლანდ: mediawiki:Common.js-ში რაღაც ხდება. მთავარ გვერდზე სათაური გაჩნდა და რედაქტირების ბმულები მარჯვნივ დაბრუნდა. ინგლისურიდან რაღაც გამოვცვალე, მაგრამ არ გასწორდა... თუ მოიცლი, იქნებ შეხედო? - ალ-ო      @ 02:23, 19 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ჯერჯერობით ვერაფერი გამიკეთებია. მერე ისევ შევეცდები. - Island 02:55, 19 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

სურათები

რედაქტირება

ისლანდ, თესევსის სურათები რატომ წაშალე?--ანტონიო 11:27, 19 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა. სურათები ჯერ არ წამიშლია. გაურკვეველია, თუ რა უფლებებით შეგვიძლია იმ სურათებით ვისარგებლოთ. - Island 23:51, 19 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ინფოდაფა რელიგიური მოღვაწე

რედაქტირება

გამარჯობა Island, დახმარება მჭირდება {{ინფოდაფა რელიგიური მოღვაწე}}-სთან დაკავშირებით. გადმოვიტანე ინგლისურიდან, თუმცა როგორ მუშაობს 1. პარამეტრი ვერ გავიგე, ეგებ დამეხმარო? და ერთიც, თუ რა თქმა უნდა საკმარისი დრო გექნა, ვიკიციტატაში ვიფიქრე რჩეული ციტატები აღმენიშნა ვარსკვლავით და შევქმენი თარგი:რჩეული, რომელმაც უნდა შეცვალოს * (ფიფქი) ციტატების ჩამონათვალში (მაგ.q:შოთა რუსთაველი), მსგავსად {{Link FA}}-სი, რომელიც ინტერვიკებში ცვლის ვარსკვლავს, თუმცა ჩემი მწირი ცოდნა მხოლოდ {{რჩეული}}ს გადატანით ამოიწურა. გმადლობ წინასწარ. --Rastrelli F 11:26, 20 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ვილაპარაკოთ თარგის განხილვის გვერდზე თარგის განხილვა:ინფოდაფა რელიგიური მოღვაწე. რჩეული ციტატებთან ფიფქის მაგივრად ვარსკვლავი რომ გამოჩნდეს, ეს საკმაოდ რთული მგონია (ყოველ შემთხვევაში, თუ ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ინტერვიკებთან ხდება). მოვიფიქრებ. მალაფაიასაც შეგიძლია მიმართო. - Island 12:56, 20 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

მთავარი გვერდის სათაური

რედაქტირება

გამარჯობა ისლანდ. ვიკიპედიის მონობუკები რომ აირია, იმ დღეს ვიქსიკონის, ვიკიწიგნების და ვიკიციტატების მონობუკებიც აირია. შენ რომ გაასწორე, მერე მე ვიქსიკონში დავაკოპირე და იქაც გავასწორე, მაგრამ აქაც და იქაც მთავარ გვერდს სათაური მაინც დარჩა. ამის მოშლა ვერ იქნება? ადრე საიდანღაც ხომ მოშორდა... და კიდევ ერთი კითხვა მაქვს: ჩვენს მთავარ გვერდს, უკანა ფონად გადაშლილ წიგნს რომელი მონობუკი აძლევს? მადლობა წინასწარ :) —დათო 14:47, 22 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა. მთავარი გვერდის ფონად წიგნი იხატება იმით, რომ მითითებულია სტილი id="EnWpMpBook2". ეს სტილი განსაზღვრულია აქა:
#EnWpMpBook2 { background-image: url(http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/8/8e/MP-open-book2.png);
სათაურის წაშლაზე მოგვიანებით. - Island 03:13, 23 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

რჩეული სურათი

რედაქტირება

ისლანდ: მთავარ გვერდზე რჩეული სურათის რუბრიკაში ვინდოუს ექსპლორერში სურათი ედება ზემოდან ტექსტს. სხვა ბრაუზერებში ნორმალურადაა. თითქოს ყველაფერი რიგზეა კოდებში, მაგრამ რატომ ხდება ვერ ვხვდები. - ალ-ო      @ 16:18, 25 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

პს: მთავარი გვერდის სათაური როგორც იქნა წაიშალა. ა.
ჰმმ... უცნაურია. ჩამთან ინტერნეტ ექსპლორერ 8-ში სწორად აჩვენებს. - Island 16:28, 25 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი
8 არ ვიცოდი თუ არსებობდა. მე მგონი ინგლისურ მონობუკში ცალკე ქვეგვერდია შექმნილი ექსპლორერის ბაგების გამოსასწორებლად. ჩვენც ხომ არ გამოგვეცალკევებინა? ძალიან დაიხუნძლა გვერდი და რამის პოვნა ჭირს. ა.
კი, კარგი იქნება, თუ ცალკე ფაილში ჩაიწერება. ისე, .js, .css ფაილები საერთოდ გადასახედი და დასალაგებელი გვაქვს. - Island 02:49, 26 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

სარჩევი

რედაქტირება
გამარჯობა ისლანდ. შენთან თხოვნა მაქვს - ვიკიპედია:ვიკიპროექტი აზერბაიჯანი დავყავი 2 ნაწილად, თუმცა მეორე სარჩევი არ არის. შესაძლებელი, რომ ოეივე სარჩევი იყოს? წინასწარ მადლობა.--გიორგი     , 15:32, 27 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი
გამარჯობა. როგორც ჩანს, ერთ გვერდზე მხოლოდ ერთი სარჩევი იქმნება. (იხ. [1]) - Island 16:06, 27 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი
ცუდია მაგრამ მადლობა:)--გიორგი     , 16:17, 27 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

bot

რედაქტირება

Hi Island, i was looking around a bit, could not find anything about was this community offered to opt-in for global bots. Do you maybe know something about it? Cheers ;o) --Dalibor Bosits 14:58, 28 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

Hi. At present we have no policy about global bots in this wiki. I think we should approve them. Could you take the procedures m:Bot policy/Implementation? Thank you. - Island 22:30, 28 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი
Hey, i will post proposal at the bot req page soon. Best regards ;o) --Dalibor Bosits 10:53, 1 მარტი 2009 (UTC)პასუხი
Hi, i posted proposal at ვიკიპედია:ბოტები/სტატუსის_მოთხოვნა#Bot_policy, there is one week to object if wanted. Thanks for your time again, cheers ;o) --Dalibor Bosits 00:41, 7 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ენათა ოჯახები

რედაქტირება

ისლანდ გამარჯობა, იმედია, რომ კარგად ხარ. მე მგონია, რომ გასასწორებელია გერმანული ენები. სწორი ვარიანტი არის გერმანიკული ენები. მე ასე მაქვს ნასწავლი და არა მგონია, ვისმე რამე შეეცვალა დღემდე. მოგიკითხავ --Pirtskhalava 17:20, 1 მარტი 2009 (UTC)პასუხი

მადლობა. იქნებ ამაზეც გადაგეხედა განხილვა:ებრაული ენა სულ თავიდან ეწერა ებრაული ენები და გაერთიანებული იყო იდიში და ა.შ. მოგეხსენება, ასეთი ენები ოჯახი არ არსებობს. ეს მივწერე კიდეც იმ ჩემს თანამოსაუბრეს მითითებულ განხილვაში. შენ იმ დროს არ იყავი ვიკიში. მიტოვებული გყავდა ვიკი. --Pirtskhalava 08:44, 2 მარტი 2009 (UTC)პასუხი

სადმე ლიტერატურაში ხომ არ მოიპოვება დასახელების „ებრაელთა ენები“ წყარო? - Island 09:10, 2 მარტი 2009 (UTC)პასუხი

წყაროს ახლ ასე უცებ ვერ დაგისახელებ, მაგრამ მე იდიშის კურსი გავიარე აქ გერმანიაში და იქედან ვიცი ეს. --Pirtskhalava 09:16, 2 მარტი 2009 (UTC)პასუხი

მანდ იდიშის კურსში ქართულ ტერმინს არ გეტყოდნენ :)) ებრაული დამწერლობა-შიც „ებრაული ენები“ წერია. ამ ტერმინების ru:Еврейские языки, de:Jüdische Sprachen, en:Jewish languages ქართული შესატყვისი არ არსებობს? - Island 09:34, 2 მარტი 2009 (UTC)პასუხი

მართალი ხარ, ქართულად არავის უთარგმნია ამ სიტყვის მნიშვნელობა ჩემთვის, მაგრამ მე ვთარგმნე... ახლა ცოტა ჩემს ალღოსაც ენდე, თუ შეიძლება. თუ მაგ ცნებას რუსები როგორც Еврейские языки თარგმნიან, ეს იმიტომ, რომ მაგათ კლასიფიცირება აქვთ სხვაგვარი. თუ არ ვცდები, ესენი (რუსები) განასხვავებენ ძველ და ახალ ებრაულ ენებს, ახალ ებრაულ ენას კი იდიშს უნდა მიაკუთვნებდნენ, ლადინო სად მიაქვთ არ ვიცი.

თავადაც კარგად იცი, რომ რუსულ ენათმეცნიერებაში ძალიან ბევრი იყო პოლიტიკური ჩარევის შემთხვევები, რაც დღემდე არაა აღმოფხვრილი. რაც შეეხება გერმანულს; გერმანელი განასხვავებს სიტყვებს Jüdisch-სა და hebräisch-ს ერთმანეთისაგან. ინგლისურში არ ვიცი როგორაა, მაგრამ შეიძლება ენათმეცნიერების ლექსიკონში ჩახედვა და ნახვა.

ბევრი იდისტი იდიშის კლასიფიკაციას ერიდება და მას კომპონენტურ ენას უწოდებს. მაგრამ აი მაგ. პატარა უფლისწულის თარგმანი ვნახე იდიშზე აქ ამასწინათ. ებრაული ასოებით ეწერა, მაგრამ... ტექსტის გაგება გერმანული ენის ცოდნითა და ასევე სლავური ენების ზოგადი ცოდნით შესაძლებელია. ებრაულისგან განსხვავებით ესენი ხმოვნებით წერენ; გერმანული და სლავური წარმოშობის სიტყვები გახმოვანებით იწერება, ხოლო სუფთა ებრაული წარმოშობის სიტყვებს მხოლოდ თანხმოვნებით წერენ. სწორედ ამით ხვდები რომელი სიტყვაა ებრაული და რომელი არა. --Pirtskhalava 10:17, 2 მარტი 2009 (UTC)პასუხი

მაინც ჯერ უნდა მოვძებნოთ ქართული ლიტერატურა. რახან თსუ-ში ებრაისიკა-არამეისტიკის საბაკალავრო პროგრამაც არის (როგორც შენ მიერ ჩაწერილი ბმულებიდან გავიგე), ვინმე სპეციალისტს ხომ არ უთარგმნია? - Island 00:37, 3 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ვინმე სპეციალისტს ხომ არ უთარგმნია?

რედაქტირება

შეკითხვა ვერ გაგიგე, ისლანდ, რომელ თარგმანზე მეკითხები? იუდაისტიკა და იდისტიკა მე ვთარგმნე, ხო. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი განვავრცე. თუ რაიმე შეცდომა მომივიდეს ჩემს სტატიაში, გთხოვ გაასწორო. შენ მაინც სხვა ხედვა გაქვს. მეც ათასჯერ გადავხედავ, მაგრამ ზოგჯერ მაინც გაიპარება-ხოლმე შეცდომა. --Pirtskhalava 14:04, 3 მარტი 2009 (UTC)პასუხი

შენ რომ ზემოთ დაწერე „ქართულად არავის უთარგმნია ამ სიტყვის მნიშვნელობა“ — ეს მქონდა მხედველობაში, ანუ მინდოდა მეთქვა, ვინმე სპეციალისტს ხომ არ შეუქმნია ქართული ტერმინი Еврейские языки-ს, Jüdische Sprachen-ის შესატყვისი-მეთქი. - Island 00:31, 4 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ებრაელთა ენები, ჩემი შეკოწიწებული თარგმანია. რახან თარგმანმა ეჭვი აღგიძრა, ეს უკვე არაა კარგი და იქნებ ქსე-ში, ან სხავაგან სადმე, რომელმე სპეციალურ სახელმძღვანელოში გადაგვემოწმებინა. მე რაც ვთქვი და როგორც ვთქვი, იმავე პოზიციაზე ვდგავარ, მაგრამ შემოწმება არასდროს არაა ზედმეტი. --Pirtskhalava 06:44, 4 მარტი 2009 (UTC)პასუხი

„ებრაელთა ენები“ რა თქმა უნდა ნორმალური მგონია. მაგრამ ვიკიპედიაში ყველაფერი გადამოწმებადი უნდა იყოს და წყარო არის საჭირო. ქსე-ში შესაბამისი ტერმინი ვერ ვიპოვე. - Island 09:41, 4 მარტი 2009 (UTC)პასუხი

„ებრაელთა ენები“, ან „იუდეველთა ენები“

რედაქტირება

ამ ჩაკითხვა-ჩაძიებით იდეა გამიჩინე, ერთი. იცი რა?... ახლა ავდგები და საენათმეცნერო ლექსიკონებში დავძებნი მაგ ტერმინს და სტატიაც გამოვაცხობ. სტატიას რამდენიმე ქვეთავისაგან შევადგენ იმის მიხედვით, თუ რომელი ლექსიკონი როგორ განმარტავს ამ ცნებას. ნორმალური აზრია, შენ რას იტყვი? მანამდე კი; „ებრაული ენები“ როგორც ასეთი აბსოლუტურად მიუღებელია. ამაზე ერთი აზრისანი ვართ, მე მგონია. თარგმანის კიდევ ერთ ალტერნატივაზე შეიძლებოდა ფიქრი და ესაა „იუდეველთა ენები“. ეს ტერმინი კიდევ უფრო გაუსვამდა ხაზს ამ ენათა წარმოშობის რელიგიურ ხასიათს. მე აქ გერმანულ და ფრანგულ საენათმეცნიერო ლექსიკონებზე მიმიწვდება ხელი. ინგლისურების სანახავად ბიბლიოთეკაში მომიწევს გასვლა. --Pirtskhalava 15:03, 4 მარტი 2009 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა კარგი იქნება, ოღონდ რაც მთავარია, ჯერ ქართული ტერმინოლოგია უნდა დავადგინოთ. ამ ცნების შესახებ ძირითადი ინფორმაცია სხვაენოვან ვიკიპედიებშიც დევს. ისე, თუ ქართველური ენები გვაქვს (მეგრულად, სვანურად, ლაზურად მოლაპარაკეებსაც ქართველებად თვლიან და ამიტომ ასე უწოდებენ), რატომაც არა „ებრაელური ენები“ :) - Island 04:13, 5 მარტი 2009 (UTC)პასუხი

მისაღებია ებრაელთა ენები, ან იუდეველთა ენები

რედაქტირება

ვერცერთ გერმანულ ენციკლოპედიაში, ვერცერთ საენათმეცნიერო ლექსიკონში ვერ ვიპოვე ტერმინი „ებრაული ენები“. ახლა მართლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ებრაული ენა, მაგრამ არ არსებობს ებრაული ენები. რაც შეეხება იდიშს, ლადინოს და ა. შ. ეს ენები არანაირად არ მოიაზრება ებრაულ ენებად. როგორც ჩანს, ეს დამაბნეველი სახელწოდება – „ებრაული ენები“ მართლა ვიკიპედიელების კრეაციაა და მეტი არაფერი.

ქართველური ენების შენეულ შედარებას ენათა კლასიფიკაციაში უცნობ, ე.წ. ებრაულ ენებთან ვერ დავეთანხმები. ქართული, მეგრული და სვანური ასე თუ ისე მაინც მაინც მონათესავე ენებია და ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებს ერთ გეოგრაფიულ სივრცეში უცხოვრიათ მრავალი საუკუნის განმავლობაში.

გარდა ამისა, ქართველური ენები კონვენციონალიზებული ცნებაა, რომელიც ლეგიტიმირებულია ენათმეცნიერთა მიერ, ხოლო ენები, რომელთაც, როგორც ჩანს, ჯერჯერობით მხოლოდ ვიკიპედიელები უწოდებენ ებრაულ ენებს, იმიტომ არ შეიძლება მონათესავე ენები ვუწოდოთ, რომ მაგ. იდიში ერთ-ერთ გერმანიკულ ენად, ხოლო სპანიოლური კი ერთ-ერთ რომანულ ენად განიხილება ენათმეცნიერებაში. --Pirtskhalava 17:42, 7 მარტი 2009 (UTC)პასუხი

იქნებ ყურადღებით გადაიკითხო ჩემი ნაწერი. მე არაფერი მითქვამს ტერმინზე „ებრაული ენები“, მით უმეტეს ამ ენების ნათესაობაზე. რა არის მისაღები და რა არ არის, ამაზე აქ რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, აზრი არა აქვს. მთავარია წყარო. - Island 05:25, 8 მარტი 2009 (UTC)პასუხი

მეგრული ენა

რედაქტირება

ყველაფერი გასაგებია. შევეცდები ჩემი აზრი კიდევ უფრო ნათლად გამოვხატო; საერთოდ, ბევრ საუბარს ამ თემაზე მე ვერიდები, მიუხედავად იმისა, რომ თავი სამეგრელოს პატრიოტად მიმაჩნდა და მიმაჩნია. ჩვენმა ბავშვებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ მეგრული ენა და ჩემს შვილსაც ამ სულისკვეთებით ვზრდი. ჩემმა შვილმა უკეთესი მეგრული უნდა იცოდეს, ვიდრე მე. მაგრამ... დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, როცა მტერი თბილისის კარსაა მომდგარი, ამ თემისადმი მეტისმეტი ყურადღების მინიჭება, მისი მეტისმეტი პოპულარიზაცია საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს მთელი ქართველობისათვის. სამეგრელომ ისედაც ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო წლების განმავლობაში, ამიტომ კმარა მართლა ამდენი უბედურება. ჩემთვის აფხაზები ქართლსა და კახეთში მცხოვრებ ადამიანებზე ნაკლებად ახლობლები როდი არიან. სამწუხაროდ მე არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი დასჭირდება ამ ჩვენი საერთო ტრაგედიის გადამუშავებას. მე ალბათ ამას ვერც მოვესწრები.

სამომავლოდ კი მე მოველი ერთს: მეგრელებმა უნდა მიიღონ სახელმწიფოებრივი გარანტია იმისა, ეს ენა არ გადაშენდება. ეს სიტყვა-გარანტია ქართულმა სახელმწიფომ ჯერ კიდევ უნდა უთხრას მეგრელებს, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ამსახელმწიფოში ვცხოვრობთ და მიწის ზურგზე მოკიდებას და სხვაგან გაქცევასაც არსად ვაპირებთ. --Pirtskhalava 11:25, 8 მარტი 2009 (UTC)პასუხი

თარგი:პალეოგენური

რედაქტირება

პრობლემა აქვს თარგს. გთხოვ გაასწორო. --ცანგალა () 13:10, 2 მარტი 2009 (UTC)პასუხი

გასწორდა? - Island 00:39, 3 მარტი 2009 (UTC)პასუხი

მადლობა.--ცანგალა () 11:56, 3 მარტი 2009 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ მადლობა.--ცანგალა () 11:50, 5 მარტი 2009 (UTC)პასუხი

თურქეთის პროვინცია

რედაქტირება
გამარჯობა ისლანდ! თუ დრო გექნება, გადახედე {{ინფოდაფა თურქეთის პროვინცია'}} მემგონი ცუდი არ არის, მაგრამ მაინც, შეიძლება რაიმე გამომეპარა:)--გიორგი     , 19:06, 5 მარტი 2009 (UTC)პასუხი
აღნიშნული თარგის მაგივრად გამოიყენება თარგი ზოგადი სახელწოდებით "{{ინფოდაფა ადმინისტრაციული ერთეული}}", რომელიც გამოსადეგია როგორც თურქეთის ასევე სხვა ქვეყნების პროვინციების, რეგიონებისა და რაიონებისათვის. იმისათვის რომ წაშლის თარგი აქაც არ აისახოს (არადა უნდა წავშალოთ ძველი თარგი მისი ფუნქციის დაკარგვის გამო) ვთვლი მიზანშეწონილად ზედა ჩანაწრში თარგის ნაწილში ჩავსვა აპოსტროფი.--Surprizi განხილვაწვლილი 09:41, 12 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

სურათები

რედაქტირება

ბოდიში,მაგრამ ამ თემაში სურათები რატომ წაშალეთ? ლინცი დავენპორტი --Georgier 22:39, 10 მარტი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა. სურათების ატვირთვისას თქვენ ალბათ წაიკითხეთ, რომ სურათი წაიშლება თუ დეტალური ინფორმაცია მის წყაროზე, ლიცენზიაზე და ა.შ. მითითებული არ არის. - Island 23:36, 10 მარტი 2009 (UTC)პასუხი

იქნებ გამარკვიო

რედაქტირება

ზაზუნები და ომანები - საერთაშორისო ბმულები ერთნაირია. სამწუხაროდ ქსე-ში ლათ. დასახელება ერთნაირია. --ცანგალა () 18:35, 10 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ლათინური დასახელების მიხედვით ერთი და იგივეა და მაშინ გადამისამართებაა საჭირო. - Island 23:39, 10 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ორივე არის ძუძუმწოვრების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. შეიძლება ლათინურში იყოს შეცდომა? თუ გადამისამართებას გავაკეთებთ მაშინ ჯობია ზაზუნები იყოს მთავარი სტატია. --ცანგალა () 23:52, 10 მარტი 2009 (UTC)პასუხი

განხილვა:ბერძნული დამწერლობა#Missing Greek letters

გაუმარჯოს

რედაქტირება

გამარჯობა ისლანდ, როგორც ადმინმა თუ შეიძლება ამიხსენი რატომ არ შეიძლება თვის ვიკიპროექტი გასცდეს სახელმწიფოებს, მგონი არ არის სამართლიანი სულ ქვეყნები o_O --მიშა () 14:54, 17 მარტი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ზუსტად არ ვიცი. ალბათ იმირომ, რომ ამ ვიკიპროექტის იდეა აქედან არის აღებული და უბრალოდ იქ ასეა. მე პირადად აუცილებლობას ვერ ვხედავ. - Island 15:06, 17 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ხო...მეც ეგრე ვფიქრობ, სახელმწიფოებზე ყველამ ყველაფერი ვიცითო და ბევრი ჩაერთვება პროცესშიო << ესაა არგუმენტი, მაგრამ მოსაწყენი და უინტერესოა სულ ქვეყნები, გადაშალე წიგნები და გადაიწერე <<< ეს პრინციპი საშინელებაა, მე თარგმნა უფრო მომწონს, ვიდრე თვალების დათხრა წიგნებში, ხოდა იქნებ რამე შევცვვაოთ, (შევეცადოთ მაინც) მე მაინც დავწერე ამას ყავა.ში და შენ მხარს დამიჭერ [მაინც ადმინის მხარდაჭერა დიდ რამეს ნიშნავს =)]??

არა მგონია, ჩემი მხარდაჭერა დიდ რამეს ნიშნავდეს :)) ყოველ შემთხვევაში, გააჩნია თემას. ქვეყნების თემა თავისთავად სხვადასხვანაირ დარგებს მოიცავს და კარგი კი არის. ეს პროექტი სულ ახლახან დაიწყო და ცოტა ხანი რომ მოიცადო? - Island 15:22, 17 მარტი 2009 (UTC)პასუხი

too late   უკვე დავწერე =| კარგი ვნახოთ რას ფიქრობენ სხვები --მიშა () 15:24, 17 მარტი 2009 (UTC)პასუხი

თხოვნა

რედაქტირება

ისლანდ საკუთარი სახელების თარგმნაში ვერ დაგვეხმარები? ამ ქვეთავში ”ვარსკვლავების აკადემია მსოფლიოში”გამარჯვებულები”ს ქვეშ არსებულ საკუთარი სახელების თარგმნაში ვერ დაგვეხმარები?? --მიშა () 10:58, 20 მარტი 2009 (UTC)პასუხი

თარგზე

რედაქტირება

ისლანდ პატარა პრობლემაა ტექნიკური თარგებში და ხომ ვერ მიშველი??? ეს ნახე და იქნებ რამე მიშველო :( --მიშა () 10:02, 21 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალას განხილვის გვერდზე პატარა ცვლილება შევიტანე. გასწორდა? - Island 04:37, 22 მარტი 2009 (UTC)პასუხი

საბერძნეთი

რედაქტირება
ისლანდ, გადახედე თარგს ბერძნული ანბანი, მომხმარებელმა რაღაცა შეცვალა, არ ვიცი მართობულია თუ არა, ამიტომაც გადახედე, თუ რთული არ იქნება :) პ.ს. ამავე მომხმარებელმა რაღაცეებიშეცვალა სტატაიში ბერძნული დამწერლობა.--გიორგი  , 17:38, 21 მარტი 2009 (UTC)პასუხი
მადლობა შეტყობინებისთვის. - Island 04:37, 22 მარტი 2009 (UTC)პასუხი

სურათების წაშლა

რედაქტირება

ადრე ჩემს მიერ ატვირთული დუბლიკატი სურათები პირდაპირ შეგიძლია წაშალო, თარგის ჩასმა ტყუილად დროს გაკარგვინებს. - ალ-ო      @ 14:41, 24 მარტი 2009 (UTC)პასუხი

კარგია. მადლობა. - Island 14:48, 24 მარტი 2009 (UTC)პასუხი
ვუერთდები ალსანდროს.--ცანგალა () 11:32, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

სალამი

რედაქტირება

გამარჯობა ისლანდ, ვინაიდან და რადგანაც თქვენ ოქროს ცოცხის მფლობელი ბრძანდებით, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. გთხოვთ ეს გვერდი წაშალოთ რადგან 1)მომხმარებლისათვის არაფრის მიმცემია 2)ამგვარი ინფო. წაშლას ექვემდებარება ყოველგვარი ენციკლოპედიური წესის მიხედვით 3)სასიამოვნო არაა წმინდანის განხილვის გვერდზე ამდენი შეურაცხყოფის წაკითხვა. ცანგალას უკვე რამდენიმეჯერ მივმართეთ მე და ზეტალიონმა, თუმცა ამ ქმედებისაგან თავს იკავებს. წაშლის წინააღმდეგი თუ ხართ თავად იქნებ შემატყობინოთ და როგორმე სხვაგვარად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მადლობა --მიშა () 08:46, 27 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ჯერ ერთი, უცბად რატომ გადახვედი თქვენობაზე? :)) არ არის საჭირო. რაც შეეხება შენს თხოვნას, მეც საერთოდ ტექსტის წაშლის წინააღმდეგი ვარ, გარდა აშკარა ვანდალიზმის შემთხვევებისა. რადგან ის გვერდი უკვე საკმაოდ დიდია, წაშლის მაგივრად დაარქივება კარგი იქნება, როგორც ჩვენ პირადი განხილვის გვერდზე ვაკეთებთ. - Island 12:49, 27 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალას შევუთანხმდი, რომ მაქს. ყურადღება უნსა მივაქციო ჩემს ნაწერს (როგორც ნებისმიერმა მომხმ.) და მაგიტომ, ცანგალასაც ამ ბოლო დროს სულ ეგრე მივმართავ (თავად წაიკითხე ბოლო ქვეეთავი ”კონფლიქტების შესახებ”) :)) ისე შენ მირჩევნია ნამდვილად, ამიტომ თქვენობით აღარ მოგმართავ :)))

ჩემი თხოვნა მარტო ისაა, რომ სტატიის განხილვის გვერდიდან მოვაცილოთ ეგ უბედურება, თუ გინდა ჩემს განხილვის გვერდზე გადმოვიტანოთ, წაშლა იქნება თუ გადატანა არ აქვს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა, ოღონდ მაგ გვერდიდან წაიშალოს (და არა უბრალოდ ამოიშალოს), არ იმსახურებს ყველასთვის უსაყვარლესი მამა გაბრიელი, მსგავსი რამ ქართველმნა დასწამოს... გთხოვ ეს თხოვნა შეგვისრულე --მიშა () 13:04, 27 მარტი 2009 (UTC)პასუხი

პირად გვერდზე გადატანას არ ვგულისხმობდი. იმ გვერდზევე დაარქივებულია. - Island 13:18, 27 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ეგ საქმეს არ შველის   მე სულ სხვა რამ გთხოვე   --მიშა () 13:39, 27 მარტი 2009 (UTC)პასუხი

პეტრე ბაგრატიონის ფოტო

რედაქტირება

სტატიაში პეტრე ბაგრატიონი მინდა გამოვიყენო commons:File:Bagration.jpg, რომელიც საწყობშია ატვირთული. იქნებ ფაილი:Bagration.jpg წაშალო (წასაშლილი ადევს უკვე).--'l'0l{0l{0 09:53, 28 მარტი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა ისლანდ, ამ თარგში თარგი:ფერი იქნებ საქართველოსთვის დროშის ფერი წითელი მიგეცა იმიტომ, რომ მანდ ძველი დროშის ფერშია და არც ისე ლამაზია--დათო_დათო 20:39, 29 მარტი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა. მე პირადად არავითარი პრეტენზია არა მაქვს ფერის შერჩევაზე. იქნებ ყავახანაში ჰკითხოთ ყველას. - Island 02:15, 30 მარტი 2009 (UTC)პასუხი
Island/არქივი 9-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.