ზღვის ციცინათელა (ლათ. Noctiluca scintillans ან Noctiluca miliaris) — უმარტივესთა სახეობა ჯავშნიანი შოლტოსნების რიგის ნოქტილუკას (ლათ. Noctiluca) გვარისა. აქვს 2-3 მმ-მდე დიამეტრის სფერული სხეული. მრავლდება გაყოფით ან სხეულის ზედაპირზე კვირტების წარმოქმნით. ზღვის ციცინათელას ციტოპლაზმა ამოვსებულია ცხიმოვანი ჩანართებით, რომლებიც გაღიზიანებისას იჟანგება და ანათებს (ბიოლუმინესცენცია). ბინადრობს თბილ, იშვიათად ბორეალურ ზღვებში, აგრეთვე შავ ზღვაშიც.

ზღვის ციცინათელა

ზღვის ციცინათელა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Noctiluca scintillans
Noctiluca miliaris

ლიტერატურა

რედაქტირება