მომხმარებლის განხილვა:ITshnik/არქივი 6
ეს არის გავლილი დისკუსიის არქივი. ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს! თუ გსურთ დაიწყოთ ახალი დისკუსია, გთხოვთ გადადით მიმდინარე განხილვის გვერდზე. |
კარლ ბილდტი
გაუ, კარლ ბილდტი - სტატიის დასაწყისში პატარა კითხვის ნიშანი არის ამოსაშლელი. როგორ? და საინტერესოა ეს სტატია ადრე არსებობდა? ისტორიის მიხედვით ქართ. ბმული არის ჩასმული, რომელიც ბოტმა ამოიღო. თუ სტატიის შემომტანმა ჩასვა.--ცანგალა (გ) 08:47, 5 აპრილი 2011 (UTC)
- დასაწყისში ეგ პატარა კითხვის ნიშანი გამოწვეულია ამ თარგის გამო. თუ თვლი, რომ საჭირო არ არის, მაშინ სხვაგვარად უნდა დაიწეროს შესავალი, ან შეიცვალოს თარგში, მაგრამ თარგში ცვლილებას ჯობს შესავალი გასწორდეს. სტატია შექმნილია ამ IP მისამართიდან, რომელსაც ქართული ინტერვიკიც ჩაუსვამს. წაშლილი ისტორია არ აღინიშნება.—G.G. 09:14, 5 აპრილი 2011 (UTC)
- აბა, გადახედე. ასეთი ვარიანტი ჯობს?—G.G. 09:22, 5 აპრილი 2011 (UTC)
- შენი ვარიანტი ჯობია (ვგულისხმობ თარგს), მაგრამ კითხვის ნიშანი წესით არ უნდა იყოს. ნახე ინგლ. ვიკი. თარგი თარგი:აუდიო უნდა გასწორდეს.--ცანგალა (გ) 09:50, 5 აპრილი 2011 (UTC)
გამარჯობა, ინფოდაფა ნივთიერების განხილვას გადახედე, კიდევ. ხომ ვერ მიმითითებ სად შეიძლება გავეცნო ვიკიპედიის შიდა სამზარეულოს, მე თვითონ კი ვცდილობ ვკითხულობ დახმარებას, ყავახანას მაგრამ, თუ როგორ აკონტროლებთ, და როგორი სტრუქტურა აქვს ყველაფერს მაინტერესებს... მადლობა წინასწარ. იმედია ინფოდაფას მალე დაამთავრებ :) — Ninoshvili 19:28, 6 აპრილი 2011 (UTC)
საეჭვოა, დახმარებებში ეგ ინფო ამოიკითხო. უკანასკნელ ცვლილებებს ვაკონტროლებთ ბოლო ცვლილებების გვერდის საშუალებით. აქტიურად ვიყენებთ ასევე ინსტრუმენტების პანელსაც (განთავსებულია მარჯვნივ, დაახ. შუაში). შიდა სამზარეულოს რაც შეეხება, პირველ რიგში, თარგების კეთება უნდა ისწავლოთ. თუ სხვაენოვანი ვიკიდან გადმოგვაქვს თარგი, მაშინ გაცილებით ადვილია, ვიდრე ადგილზე შექმნა. ასეთ შემთხვევაში პარამეტრები ზის სამმაგ ფიგურულ ფრჩხილში ({{{ და }}}), მის მაგივრად ქართულ შესატყვისს წერ მხოლოდ. ასევე, თუ გსურთ უფრო ღრმად გაეცნოთ თარგების აგების სტრუქტურას, უნდა გაიცნოთ, პირველ რიგში, ფუნქცია {{#if}}. ესაა პირობის ფუნქცია, რომლის სინტაქსი შემდეგნაირია: {{#if პირობა|შედეგი, თუ პირობა სრულდება|შედეგი, თუ პირობა არ სრულდება}}. ეს ფუნქცია ხშირადაა გამოყენებული თარგებში ინფორმაციის გამოსატანად. —G.G. 12:11, 7 აპრილი 2011 (UTC)
მადლობა
დიდი მადლობა ვიკიორდენისათვის, სასიამოვნოა. ვცდილობ დროის ქონის შემთხვევაში რაღაც დავამატო ვიკიში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.— Ninoshvili 11:42, 7 აპრილი 2011 (UTC)
- არაფრის. შრომას დაფასება და წახალისება სჭირდება :) დამსახურებულია. —G.G. 11:44, 7 აპრილი 2011 (UTC)
с указанием ед. изм
გამარჯობათ!!!
с указанием ед. изм!- ქართულად იქნება შემდეგნაირად - განზომილების ერთეულის ჩვენებით (ან მითითებით)
გიორგი კიდევ ერთი მინდა გთხოვო, ინფოდაფა:ქიმიური ელემენტი ძალიან მოუხერხებელი და ჩემიფიქრით დასახვეწია, ხომ არ გადააკეთებდი ისე როგორც ნივთიერება გააკეთე? ძალიან კარგი იქნებოდა. პატივისცემით — Ninoshvili 08:02, 16 აპრილი 2011 (UTC)
- რა თქმა უნდა. მხოლოდ ამჟამად ცოტათი მოუცლელი ვარ, ცოტა მოგვიანებით მივხედოთ. როგორც მეტყვი, ისე გავაკეთებ.
- ისევ ნივთიერების თარგთან დაკავშირებით: (безразм.) ეს შემოკლება შემხვდა რამდენიმე ადგილას და ხომ ვერ მეტყოდი ქართულ შესატყვისს?
- მადლობა.—G.G. 08:08, 16 აპრილი 2011 (UTC)
(безразм.)- უგანზომილებო (თუ განზომილებაზეა საუბარი) და უზომო - თუ კი ზომაზეა საუბარი.— Ninoshvili 08:16, 16 აპრილი 2011 (UTC)
სტატია სითხე
გიორგი ერთი შეკითხვაც მაქვს. მინდოდა სტატია სითხეს შექმნა იქ გაფრთხილება ეწერა რომ ასეთი სტატია წაშლილი იყო:
(11:27, 3 აპრილი 2009 Island (განხილვა | წვლილი) წაშლილია "სითხე" (შინაარსი იყო: 'თხევადი ნივთიერება არც ფორმას და არც მოცულობას არ იცვლის.'))
მაინტერესებს რატომ წაშალეს და თუ შეიძლება მე ისევ შევქმნა ეს სტატია? ხომ არ იქნება ეს ვანდალიზმი და როგორ მოვიქცე???
— Ninoshvili 09:28, 16 აპრილი 2011 (UTC)
- არანაირი ვანდალიზმი არ იქნება, თუ სტატიას შექმნი მინიმუმ ესკიზის ფორმისას (მინიმუმ სამი წინადადება მინიმუმ სამი შიდა ბმულითა და მითითებული წყაროთი). როცა წაიშალა, მაშინ (ალბათ) მიზეზი იყო ის, რომ მოკლე იყო სტატია. ასეთი წარწერები შესაძლებელია პერიოდულად შეგხდეს ხოლმე, ყურადღებას ნუ მიაქცევ, დაიწყე რედაქტირება ჩვეულებრივად. წარმატებები.—G.G. 11:04, 16 აპრილი 2011 (UTC)
გამარჯობა გიო, ეს ნახე აბა. --მიხეილ (გ) 11:28, 16 აპრილი 2011 (UTC)
- სამი დღით დამიბლოკავს მაშინ მხოლოდ. ეს განუსაზღვრელი ვადითო, რომ წერია, ალბათ გამომრჩა. ახლა დავბლოკავ მასე.—G.G. 11:35, 16 აპრილი 2011 (UTC)
გაუ, გიო, Ventusaს და Floydgeoს მიეცი შემოწმებისუფლებები, თუ ძალიან რთული არაა. წინასწარ მადლობა. Special:Userrights.--გიორგი 11:57, 17 აპრილი 2011 (UTC)
- ვენტუსაზე პრობლემა არაა, მაგრამ ფლოიდმა განაცხადა, არ მსურსო.—G.G. 12:01, 17 აპრილი 2011 (UTC)
- ოკ, მაშინ სანდო მიეცი ფლოიდს. ის არანაირ ცვლილებას ვერ შეამჩნევს, ჩვენ კი მისი სტაიტების შემოწმება არ მოგვიწევს.--გიორგი 12:04, 17 აპრილი 2011 (UTC)
არ ვიცი ეგ რა არის, მარა თუ რამე კარგია მომანიჭე :)) --გოტა (მომწერე) 12:22, 17 აპრილი 2011 (UTC)
ახლა შევამჩნიე. მომანიჭე აბა :) --გოტა (მომწერე) 12:31, 17 აპრილი 2011 (UTC)
გამარჯობა თუ არ შეწუხდები ამიხსენი როგორ შევქმნა მებრძოლის ინფოდაფა? მაგალითად კიკბოქსიორის ან ბოქსიორის
ხელი მოწერა დამავიწყდა :D:D
მომწერე
მომწერე აუცილებლად დღეს, სკაიპში! — დავით პასუხი 15:03, 26 აპრილი 2011 (UTC)
მეხის ქანდაკება
გამარჯობა.
- born - ეს არ ვიცი რამდენად სწორია. ანუ ჩვენთან რომ გამართლებულია, ჰო, მაგრამ ინგლისურად რაღაც სხვა. origin-ის ინტერპრეტაცია უნდა ალბათ. ან რამე მსგავსი.
- The original line-up of the group was next - ინგლისურად არ შემხვედრია ასეთი ფორმა, ანუ - ’შემადგენლობა შემდეგ სახეს ატარებდა:’. შეიძლება პირდაპირ The original lineup consisted of (ორი წერტილის გარეშე უნდა მიაყოლო სახელები და ფრჩხილებში - ინსტრუმენტები).
- George Khutsishvili was hired instead - გააჩნია, რას გულისხმობ. hire ქირაობაა, ანუ როდესაც იქირავებ სესიურ მუსიკოსს. მაგრამ თუ ჯგუფის მუდმივ წევრად იქცა, hired აღარ გამოდის. რაღაცით უნდა შეცვალო, ვთქვათ, ჩაენაცვლა ან რამე ეგეთით.
- there also played Mevlud Maisuradze on Bass for a little time. - ეს შეიძლება ქართულად უფრო ჟღერდეს. there-ს მაგივრად რაღაც სხვა გვინდა და წინადადებაც ოდნავ უნდა გადაეწყოს.
- The band's most productive period matched post-Soviet Union time in Georgia - აქ სჯობს coincide გამოიყენო (დამთხვევა).
- with no political stability, with civil wars, with no electricity and so on - ამან თუ არ იქონია ჯგუფის ტექსტებზე გავლენა, სჯობს არ ახსენო. თუ იქონია, ხაზი გაუსვი, რომ იქონია. ან აქედან გადაიტანე იქ, სადაც საუბარი იქნება ჯგუფის ლირიკაზე.
- Rehearsals was held in the evenings - ნუ ეს ისე უბრალოდ მოგიყვანე. ალბათ გამოასწორებ შემდგომში were-ით და სხვაგანაც არის ასეთები, ჩემგან შეხსენება ამას არ სჭირდება :)
- they managed to write several songs, including some ballads - ეს არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია და რა გქონდა ჩაფიქრებული. პრინციპში, შეგიძლია ასე დატოვო, მაგრამ მაშინ მოგვიანებით, მუსიკის დახასიათებისას მიუთითე, რომ uptempo სიმღერებიც აქვთ.
- Then they came out - ინგლისურში ’გამოსვლები’ ასე არ იწერება, როგორც მახსოვს. შეგიძლია appeared გამოიყენო.
რა ვიცი, ეს არის, რაც უცებ დავინახე, მაგრამ ასე თუ ისე, წელში გასამართი სტატიაა (ქართულისგან განსხვავებით, თავისთავად). თუმცა ნამდვილად კარგი დასაწყისია. — BH განხილვაწვლილი 17:13, 26 აპრილი 2011 (UTC)
- დიდი მადლობა მითითებები გამოსწორებული იქნება. პ.ს. ჩემი პირველი სტატიაა ქართულიდან ინგლისურზე თარგმნით. —G.G. 17:24, 26 აპრილი 2011 (UTC)
ეს დარჩა და პრაქტიკულად, ეგაა. In 24 August of 1993. ასეთ თარიღებთან პირდაპირ შეგიძლია On August 24, 1993. — BH განხილვაწვლილი 13:10, 27 აპრილი 2011 (UTC)
დასაბლოკი
სალამი გიორგი. საქმე რომ შეგიმსუბუქო
— BH განხილვაწვლილი 12:30, 29 აპრილი 2011 (UTC)
- მადლობა, ვნახავ.—G.G. 12:31, 29 აპრილი 2011 (UTC)
- დავბლოკე ორივე თითო კვირით (რადგან IP შესაძლოა დინამიურიც იყოს, სამუდამო ბლოკი არ არის რეკომენდირებული). ისე ამის ვერც წვლილსა და ვერც წაშლილ შესწორებებში (ამის ხილვის საშუალება ადმინებს აქვთ) სტატიებში უცენზურო სიტყვების გამოყენების მაგალითი ვერ ვნახე. :) სისულელეების წერის გამო დავბლოკე.—G.G. 12:54, 29 აპრილი 2011 (UTC)
kkkkkkkklllllllllllleeeeeeeeeoooooooo <<< აი ეს. — BH განხილვაწვლილი 13:03, 29 აპრილი 2011 (UTC)
- ააა, მე l რატომღაც i მეგონა —G.G. 13:05, 29 აპრილი 2011 (UTC)
რჩეულის სტატია
თარგი:რჩეული სტატია ჯობს ცოტა განავრცოთ, თორემ აშკარად მახინჯდება მთავარი გვერდი. — ჯაბა ლაბა 17:39, 2 მაისი 2011 (UTC)
- კი, მივხედავ ახლავე.—G.G. 17:44, 2 მაისი 2011 (UTC)
გმადლობ. — ჯაბა ლაბა 17:46, 2 მაისი 2011 (UTC)
ასეთი სტატიები
ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი - ასეთ ფოტოგალერეებს რას ვუშვრებით? და რამდენად ლამაზია 400 პიქსელზე გაჭიმული სურათი სტატიაში? — BH განხილვაწვლილი 18:55, 2 მაისი 2011 (UTC)
- სურათები უნდა დაპატარავდეს და გადანაწილდეს სტატიაში. შინაარსობრივად თუ გამართულია (არ წამიკითხავს ბოლომდე) — თარგი {{ვიკიფიცირება}} (ჩემი აზრით).—G.G. 19:00, 2 მაისი 2011 (UTC)
ვერ გაიგო ამ კაცმა და მიდი, სცადე, აუხსენი. შევუსწორებ 400 პიქსელიდან 300ზე, ისევ 400ს აყენებს. — BH განხილვაწვლილი 19:04, 2 მაისი 2011 (UTC)
გიორგი, მე მგონია უცხოური IP არის. შეამოწმე. ადრე იყო ერთი ვანდალი, დადიოდა და ქმნიდა რაღაც ეგეთ სტატიებს. წერია მაგაზე სადღაც ინგლისურ ვიკიში, დისნეის ე.წ. ’ფანია’ და მაწვებოდა სტატიების შექმნაზე (ტაროსი არ იყოს). კონტროლის ქვეშ იქნა აყვანილი და მერე ავტომატურად ბლოკავდა ბოტი. თუ არ მოეშვება და ნაღდად უცხოურია, მიბლოკე რა. — BH განხილვაწვლილი 18:58, 4 მაისი 2011 (UTC)
- ოკ. თან სულ ერთ შაბლონზე აქვს აწყობილი, თუ დააკვირდები. :)—G.G. 18:59, 4 მაისი 2011 (UTC)
ჰო იმიტომ რომ ხვდება, რას ნიშნავს. შეცვლის მონაცემებს და ეგაა. ამიტომ წაშალე რა. მე მაგათ წერას ახლა არ ვაპირებ მაგის ’დაკვეთით’. მოვა დრო და დავწერ წყნარად.
ახლა შევამოწმე IP და ამერიკიდანაა. იქაც წერდნენ (ვიკიში), რომ ამერიკის IPებიდან შემოდის. კიდევ გართულება აქვს ტელეღიპუცებზე. — BH განხილვაწვლილი 19:05, 4 მაისი 2011 (UTC)
გილოცავ
გილოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. წმინდა გიორგი გფარავდეს ყოველთვის! — BH განხილვაწვლილი 08:35, 6 მაისი 2011 (UTC)
- მადლობა, შენც ასევე, მეც გილოცავ. :)—G.G. 09:43, 6 მაისი 2011 (UTC)
Coldplay
გიორგი, შენს გახარებას, თუ შემოხვალ, კოულდპლეი გადაიტანე Coldplay-ზე რა. ანუ Coldplay წაშალე და კოულდპლეი გადაიტანე მასზე. დღეს ყველგან შევცვალე, სადაც შეიძლებოდა, კატეგორიებიც იქნება ამოსაშლელი კატეგორია:კოულდპლეი-დან.
რატომ გავაკეთე, ალბათ ადვილი მისახვედრია. სანამ იმ კოდექსს, რომელსაც შევიმუშავებთ სახელებზე, გავიტანთ, სადაც საჭიროა, კაი დრო გავა (მეც დაკავებული ვარ ახლა) და გადავწყვიტე, ის რაც ფაქტია და მინიმუმ 3 კაცი ეთანხმება, შევაგდოთ. ისედაც აშკარაა, რომ ’მახინჯდება’ სახელი და Queen-ის ანალოგი გვაქვს. — BH განხილვაწვლილი 11:09, 26 მაისი 2011 (UTC)
გაკეთდა—G.G. 16:29, 27 მაისი 2011 (UTC)
- დიდი მადლობა. — BH განხილვაწვლილი 16:52, 27 მაისი 2011 (UTC)
გიორგი, ერთი ესეც ნახე რა - განხილვა:ოაზისი (ჯგუფი).
ოუესის და ოეისის და ეგეთები უადგილოა. — BH განხილვაწვლილი 10:10, 29 მაისი 2011 (UTC)
ვიქტორ ორტა
გამარჯობა გიო, ეს ნახე აბა. --მიხეილ (გ) 13:28, 5 ივნისი 2011 (UTC)
თარგის შექმნა
გამარჯობათ, გავიგე რომ თარგების კარგად გესმით, და მინდა გთხოვოთ თუ არ შეწუხდებით დამეხმარეთ აი ამ თარგის შექმნაში. ზევით რაღაცეები აქვს და ვერ გავუგე როგორ მოვაშორო, წინასწარ მადლობთ. --ავთო (გ) 21:54, 8 ივნისი 2011 (UTC)
ძალიან კარგად გამოვიდა :) დიდი მადლობა დახმარებისთვის --ავთო (გ) 17:21, 9 ივნისი 2011 (UTC)
- არაფრის. თუ მომავალშიც დაგჭირდეს რამე, მომმართე.—G.G. 13:23, 9 ივნისი 2011 (UTC)
კატეგორია:ვიკიპედიელები ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემი შეცდომის შესწორებისთვის :) --ავთო (გ) 23:52, 12 ივნისი 2011 (UTC)
- არაფერს. :) —G.G. 05:45, 13 ივნისი 2011 (UTC)
თარგის შესწორება
გამარჯობათ თუ არ შეწუხდებით შეხედეთ აი ამ თარგს, მგონი ნორმალურად გამოვიდა, მაგრამ ერთი პატარა ნაკლი აქვს სტატიაში რომ ვსვავ აი ესე აჩვენებს, ანუ ეს ზედმეტი სიტყვა [[კატეგორია:]] ვერ ვშლი, შეიძლება რამე მოვუხერხოთ? --ავთო (გ) 10:07, 14 ივნისი 2011 (UTC)
გაკეთდა. თავიდან მეგონა, 'წარმოშობაში' იყო პრობლემა (თუმცა აქედანაც ამოვიღე ზედმეტი რაღაცები), მაგრამ თურმე 'სქესში' ყოფილა.– გიორგი განხილვაწვლილი 09:50, 14 ივნისი 2011 (UTC)
კატეგორიისთვის ბოდიშს გიხდით, და თარგის შესწორებისთვის დიდი მადლობა :) --ავთო (გ) 21:29, 14 ივნისი 2011 (UTC)
თარგი ინფოდაფა საკუთარი სახელი ყველაფერი კარგად გაკეთდა მაგრამ ერთი პატარა ნაკლი აქვს, ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას არ აჩვენებს, შეიძლება შესწორდეს? :) -- ავთო (გ) 15:07, 15 ივნისი 2011 (UTC)
- თარგს რიგზე აქვს ყველაფერი, აღწერაში ეკლდა ერთი ი (ეტმოლოგიური -> ეტიმოლოგიური.—G.G. 11:44, 15 ივნისი 2011 (UTC)
ინფოდაფა დოკუმენტი
გამარჯობა. შეგიძლიათ, მომეხმაროთ ამ თარგის, დოკუმენტის ინფოდაფის შექმნაში? ვცადე და არაფერი არ გამომივიდა :( — Nodar Kherkheulidze (გ) 17:07, 17 ივნისი 2011 (UTC)
- გიორგიმელას დაუწყია უკვე და დაასრულებს კიდეც. ხელს არ შევუშლი. :)—G.G. 18:42, 17 ივნისი 2011 (UTC)
- კარგი. გმადლობ :) — Nodar Kherkheulidze (გ) 18:43, 17 ივნისი 2011 (UTC)
- ჰაი! გიო, არ ვიცოდი, აქ რომ იყავი :) ბოდიში :)--გიორგი; 18:48, 17 ივნისი 2011 (UTC)
- გმადლობ თარგისთვის :) — Nodar Kherkheulidze (გ) 18:49, 17 ივნისი 2011 (UTC)
- რა ბოდიში :) პირიქით, მადლობა უნდა გითხრა, ცალი თვალით შემოვიჭყიტე ვიკიში დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ და მაინც ხვალისთვის ვაპირებდი ამის გაკეთებას. :)—G.G. 18:53, 17 ივნისი 2011 (UTC)
- კარგი. გმადლობ :) — Nodar Kherkheulidze (გ) 18:43, 17 ივნისი 2011 (UTC)
ჰაი, გიო, user:Ouzo-ის მიეცი შემმოწმებლის ფუნქცია, თუ შეიძება :)--გიორგი; 05:48, 20 ივნისი 2011 (UTC)
გასაენციკლოპედიურებელი სტატია
გამარჯობა, დამთავრებული სტატიის საბოლოო შემოწმებისთვის ვის მივმართო ხომ ვერ მეტყვით? აი ეს სტატიაა – http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90
მადლობა წინასწარ.--BigBrother განხილვაწვლილი 16:20, 21 ივნისი 2011 (UTC)
- ამათგან ერთ-ერთს. მე თვითონ ვიზამდი, მაგრამ ეხლა არ მცალია, სტატია კი საკმაოდ მოზრდილია (წაუკითხველად ხომ არ შევამოწმებ). შემიძლია გირჩიოთ: ამ გვერდს გადახედეთ და ამჟამად აქტიური შემმოწმებლებიდან ერთ-ერთს სთხოვეთ.—G.G. 16:30, 21 ივნისი 2011 (UTC)
თარგის შესწორება
გამარჯობა თუ არ შეწუხდები შეხედე აი ამ თარგს, რაღაც პატარა შეცდომა აქვს, წინასწარ მადლობა :) --ავთო (გ) 8:00, 24 ივნისი 2011 (UTC)
- არ ვიცი ჩაფიქრებული როგორ გქონდათ, იმედია, ასე იყო. მიუთითეთ ხოლმე ენათშორისი ბმულები (ინტერვიკები), როცა რაიმე თარგს ქმნით. ასე მეც გამიიოლდება შესწორება.—G.G. 07:35, 24 ივნისი 2011 (UTC)
პატრულირება
გამარჯობა გიო. გლობალური ადმინი ერთი, ისე შემმოწმებლის სტატუსიც მაქვს საკუთრივ ინგ. ვიკიში. მაგრამ რატომღაც მაგ სტატიას ღილაკი [Mark this page as patrolled] არ აქვს. თუ არ ვცდები, როცა სტატია 30 დღის ხდება, მაშინ ქრება ეგ ღილაკი. – BruTe (გ) 13:59, 24 ივნისი 2011 (UTC)
- გამარჯობა. ეგ სტატია 13 მაისს შევქმენი და 14 ივნისს ბოტმა ჩასვა ეგ თარგი სტატიის თავში. სხვა ვინმემ ხომ არ შეამოწმა? შენ შეგიძლია მაგის ნახვა? ისტორიაში არ ჩანს...—G.G. 14:33, 24 ივნისი 2011 (UTC)
ბენდი
მორჩა, ყველა აუცილებელ სტატიაში ჩავსვი. დანარჩენი, როგორც მივხვდი, უბრალოდ თარგზე ბმულებია (ვიკიპედიელების განხილვებში). :) — BH განხილვაწვლილი 08:53, 25 ივნისი 2011 (UTC)
გადავყირავდი. უგულავას სახელზე ვიკიპედიაში მოწერა :D საამაყოდ გვაქვს საქმე. — BH განხილვაწვლილი 10:56, 25 ივნისი 2011 (UTC)
ინფოდაფა სიმღერა
უი გიორგი, ცუდადაა საქმე. რაღაც მოუვიდა ინფოდაფა სიმღერას. სათაური და რაღაცეები მარცხნივ ჯდება და არა ცენტრში :( — BH განხილვაწვლილი 10:58, 25 ივნისი 2011 (UTC)
- რამდენიმე სიმღერა გავხსენი და ჩემთან ჩვეულებრივ, მარჯვნივ ზის...—G.G. 11:09, 25 ივნისი 2011 (UTC)
- მივხვდი რაზეც ამბობ. ეხლავე ვნახავ.—G.G. 11:10, 25 ივნისი 2011 (UTC)
- ჰო, თარგში შევიხედე, იქ იყო მარცხნივ (სათაური თუნდაც). ვცადე ჩალიჩი, მაგრამ ისევ შენს ვერსიაზე დავაბრუნე. Ode to Deodorant - აქაა ცუდად. ცენტრში უნდა იყოს ეგ და ეს - ’პრომო-კასეტა , შემსრულებელი Coldplay’. — BH განხილვაწვლილი 11:11, 25 ივნისი 2011 (UTC)
- ეხლა კი გავასწორე, მაგრამ აქამდე როგორ მუშაობდა, ესაა საინტერესო...—G.G. 11:22, 25 ივნისი 2011 (UTC)
- და როდის მოიშალა, ვერ მივხვდი. იქნებ სადმე სხვაგან ფესვებში იყო საქმე. ალბათ ინფოდაფაში იყო შესაყვანი ხელით და ახლა არ იქნება დამოკიდებული იმ ფესვზე (თუკი ფესვი მართლაც არსებობს). მსგავსი პრობლემა ასევე არის თარგი:დამატებითი ყდა-ში. სათაური მარცხნივ გარბის (Every Teardrop is a Waterfall-ში ვიყენებ, მაგრამ სათაური წავუშალე). — BH განხილვაწვლილი 11:25, 25 ივნისი 2011 (UTC)
- მორჩა, ესეც გასწორდა. დიდი მადლობა! — BH განხილვაწვლილი 11:33, 25 ივნისი 2011 (UTC)
- არაფრის :)—G.G. 11:35, 25 ივნისი 2011 (UTC)
- აშკარად რომელიღაც ფესვის ბრალია. აბა ასე მასიურად როგორ გაფუჭდა ყველა თარგი? — BH განხილვაწვლილი 07:05, 26 ივნისი 2011 (UTC)
- ფესვებს ნუღარ მიხსენებ, თორემ გული მიხდება ცუდად. რამდენიმე კბილი გამიფუჭდა ფესვებიდან...—G.G. 07:12, 26 ივნისი 2011 (UTC)
ოპერა
ვერ მივხვდი, რატომ იყო შინაარსი არაენციკლოპედიური. თან ვიკიფიცირება დავიწყე ამასობაში. ავტორს მითითებული ჰყავდა გმირები, ეწერა სიუჟეტი. შევამოწმე და კოპივო ვერ ვნახე. — BH განხილვაწვლილი 07:59, 28 ივნისი 2011 (UTC)
- სცენარის ტიპის არ იყო?—G.G. 08:01, 28 ივნისი 2011 (UTC)
- ინგლისურენოვანშიც წერია ლიბრეტო. en:La favorite. აი აქაც ეგრეა დაახლოებით იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი. — BH განხილვაწვლილი 08:02, 28 ივნისი 2011 (UTC)
- აღვადგინე. ოღონდ ცოტა ნორმალური სახე მიეცი . —G.G. 08:05, 28 ივნისი 2011 (UTC)
- მივეცი. ლიბრეტოს ვიკიფიცირება სჭირდება და ეგაა :) ინფოდაფა ოპერას შევქმნი როგორმე. — BH განხილვაწვლილი 08:09, 28 ივნისი 2011 (UTC)
მადლობა
მადლობა --M. განხილვაწვლილი 06:08, 29 ივნისი 2011 (UTC)
AWB
სალამი, გიორგი. მაინტერესებს ასეთი რამე:
- გარკვეული უფლებების მინიჭების შემდეგ ჩვეულებრივ მომხმარებელს შეუძლია awb-ს გამოყენება? (პროგრამა ვნახე უკვე და მივხვდი, რასაც წარმოადგენს). ხოლმე მჭირდება მასიურად რაღაც კონტენტის შეცვლა. მაგალითად, სიმღერებიდან ზედა ბრჭყალების ამოშლა.
- თუ დაშვებულია და მოითხოვს გარკვეულ პროცედურებს, ვის უნდა მივმართო?
- ამისათვის ადმინი ხომ არ უნდა ვიყო? — BH განხილვაწვლილი 11:11, 30 ივნისი 2011 (UTC)
- გამარჯობა. ქართულ ვიკიში, რამდენადაც მე ვიცი, არანაირი დამატებითი ფუნქციები არ არის საჭირო, არც ადმინობა. ადრე, მხოლოდ კონფიგურაციაში, რედაქტირების განყოფილებაში, მოვნიშნავდი ხოლმე ველს 'გამოიყენეთ გარე რედაქტორი სტანდარტული ფორმით' ამგვარი შინაარსის პუნქტს, ახლა უამისოდაც მუშაობს... —G.G. 11:15, 30 ივნისი 2011 (UTC)
საინტერესოა, პროგრამაში ვუთითებ, რომ გამოიყენოს ka და გამოვდივარ. მერე შევდივარ და ისევ en-ზეა. შესაბამისად, არც მაძლევს უფლებას, დავ-login-დე. — BH განხილვაწვლილი 11:24, 30 ივნისი 2011 (UTC)
- გამოსვლისას თუ უთითებ, რომ სეტინგები შეინახოს?—G.G. 11:26, 30 ივნისი 2011 (UTC)
ბოდიში, რომ თქვენ საუბარში ვერევი ვიკიპედია:AutoWikiBrowser/CheckPage აი აქ სტატუსის მინიჭების სიაში ჩავამატე Floydgeo და აბა ეხლა სცადე შესვლა--David 11:34, 30 ივნისი 2011 (UTC)
- მე არ ვარ მაგ სიაში, მაგრამ მშვენივრად ვიყენებ AWB-ს... ადმინი რომ ვარ, მაგიტომ, ვითომ?—G.G. 11:38, 30 ივნისი 2011 (UTC)
- ხო მაგიტომ. ადმინებს ავტომატურად აქვთ მინიჭებული ეგ უფლება--David 11:40, 30 ივნისი 2011 (UTC)
დიდი მადლობა დავით, დიდი მადლობა, გიორგი! ყველაფერი მუშაობს! მივხედავ ამ უაზრო ბრჭყალებს, თორემ ამას 100 წელი მოვუნდებოდი. — BH განხილვაწვლილი 12:42, 30 ივნისი 2011 (UTC)
თარგი:ალბომის დამატებითი გარეკანი
ახლა ვნახე რომ წაგიშლია. დაგეცადა :) ორ ათეულამდე სტატიაშია გამოყენებული, ხოლო მაგის შემცვლელი თარგი პრობლემატურია იმ მხრივ, რომ იქ, სადაც ალბომებში ამჟამად წერია ’ალბომის დამატებითი გარეკანი’, უბრალოდ ’დამატებით ყდას’ ვერ ჩაწერ, რაღაცეები არ ემთხვევა. — BH განხილვაწვლილი 14:12, 1 ივლისი 2011 (UTC)
- ჰო, მე წავშალე, მაგრამ მანამდე ყველა სტატიაში შევცვალე, რაც მიჩვენა აქ. ახლა ვხედავ, რომ დარჩენილა კიდევ.... უცნაურია.—G.G. 14:37, 1 ივლისი 2011 (UTC)
- მაგეებზე შენ ნუ მოცდები, ახლავე გამოვასწორებ.—G.G. 14:38, 1 ივლისი 2011 (UTC)
- მგონი, ამჯერად ყველა სტატიაში შევცვალე —G.G. 15:21, 1 ივლისი 2011 (UTC)
ამუშავდა. მადლობა, გიორგი. ისე რომელიღაც თარგზე ეგრე გამიკეთა ამას წინათ - ბევრ სტატიაში გამოიყენებოდა, მაგრამ ცოტა მიჩვენა რატომღაც. — BH განხილვაწვლილი 15:39, 1 ივლისი 2011 (UTC)
- მადლობა შენ გეკუთვნის, შეტყობინებისათვის :) ბევრ სტატიაში გამოიყენება, მაგრამ ცოტას აჩვენებს რატომღაც, — ასეთი შემთხვევები, ალბათ, იშვიათად ხდება და ტექნიკური მიზეზები გამო (სერვერების გადატვირთვა, დეველოპერების მაქინაციები და ა.შ.).—G.G. 16:05, 1 ივლისი 2011 (UTC)
- მსგავსი მომენტი იყო კიდევ - ვეძებდი რაღაც გვარს, რომელიც უნდა ჩამესწორებინა (სანამ awb-ს გამოყენებას დავიწყებდი). მოძებნა ასე 20 სტატიაში, გადავასწორე ყველგან. მაგრამ გავიდა დრო და კიდევ იპოვა. იგივე მიზეზების გამო, აშკარად. — BH განხილვაწვლილი 16:19, 1 ივლისი 2011 (UTC)
- გიორგი, ისე სადაც ალბომებში წერია სექციის სათაურად უბრალოდ -სიმღერები-, არ ჯობია, ყველგან ’სიმღერების სია’ იყოს? — BH განხილვაწვლილი 17:43, 1 ივლისი 2011 (UTC)
- პრინციპში, არც ისე შავდება რამე, მაგრამ ’სიმღერების სია’ უფრო გამართლებულია, სადაც მართლაც სიაა, ანუ ტრეკლისტი. თუ სიმღერები სათითაოდაა მოკლედ მიმოხილული, მაშინ — არა. მაგალითისთვის, ნახე Kill 'Em All, სადაც ორივე სექცია მაქვს გამოყენებული და მიხვდები, რაზედაც ვამბობ.—G.G. 18:16, 1 ივლისი 2011 (UTC)
- ჰო მანდ უკვე ხელით კეთდება. ჯერ-ჯერობით იქ ვაკეთებ, სადაც ეგეთები არაა. — BH განხილვაწვლილი 18:21, 1 ივლისი 2011 (UTC)
მუსიკალური ალბომები
ახლა რა მაინტერესებს - ხომ არ გავუშვა ამაღამ awb ასეთი წესებით: ყველგან, სადაც წესია „წლის მუსიკალური ალბომები]]“, შეცვალოს „წლის ალბომები]]“-თ?
მე მგონია, შევთანხმდით, არა, რომ ეს ’მუსიკალური ალბომები’ არაფერს გვაძლევს. ამას თუ გავაკეთებ, მერე აღარ ჩავყრი წასაშლელის თარგებს კატეგორიებში, შენ თვითონ მიადექი და მიშალე.
კატეგორია:მუსიკაში-ში გავუშვებ და ქვეკატეგორიებში და სტატიებში რომ ამოთხაროს პირდაპირ, ისე მივუთითებ. — BH განხილვაწვლილი 19:33, 1 ივლისი 2011 (UTC)
- გაუშვი.—G.G. 19:36, 1 ივლისი 2011 (UTC)
- კეთილი, ცოტა ხანში ჩავრთავ და მერე ის ცარიელი კატეგორიები, ხვალ თუ შემოხვალ, წაშალე :) — BH განხილვაწვლილი 19:37, 1 ივლისი 2011 (UTC)
- გიორგი, ყველაფერთან ერთად awb-ს ქცევის წესებში რაღაცეების გადაკეთება მივუწერე, როგორიც არის უკვე ნახსენები ’სიმღერების სია’. რა თქმა უნდა, მეტალიკაც მოაყოლა,მაგრამ მაგეები მე მომანდე, სადაც იქნება, გადავაკეთებ ’სიმღერებად’. მარტო მეტალიკაშია ეგეთი რამ. — BH განხილვაწვლილი 20:15, 1 ივლისი 2011 (UTC)
რატომღაც სხვა სტატიები ვერ ვნახე და სადმე არის კიდევ შანსი, რომ ’სიმღერების სია’ ორჯერ იყოს? ანუ სიმღერების ისტორიის სექციას რომ იგივე სახელი ერქვას? შენს სტატიებში რომელიმე არის Kill 'Em All-ის გარდა ეგეთი?— BH განხილვაწვლილი 06:36, 2 ივლისი 2011 (UTC)
- მგონი, მთლიან ვიკიში ეგ ერთი ალბომია მასეთი :) მომავალში, ალბათ, Ride the Lightning-საც გავაკეთებ მასე.—G.G. 06:42, 2 ივლისი 2011 (UTC)
- Queen-ის ერთ ალბომზე მქონდა ადრე მაგრამ მოვაშორე. მოკლედ, მზადაა, მგონია. ’მუსიკალურ ალბომებთან’ მგონია, შეხება შეწყდება. აი თავად კატეგორია ’ალბომების’ შიგთავსის დახარისხება იქნება გასარკვევი (სავარაუდოდ). ყოველ შემთხვევაში, ეს ერთი საქმე მოვითავეთ. გიო13-მა გუშინ ზოგიერთი ცარიელი კატეგორია წაშალა. თუ გეცლება, დარჩენილები წაშალე (კატეგორია:მუსიკალური ალბომები).— BH განხილვაწვლილი 06:45, 2 ივლისი 2011 (UTC)
ბოდიში გიორგი :) ავტომატიკაც რა ცუდი რამ არის თურმე. ისე სინგლებში შეიძლება იყოს პრობლება, 7 და 12-იანებზე, იქაც იგივე ბრჭყალებია ხოლმე. — BH განხილვაწვლილი 08:04, 2 ივლისი 2011 (UTC)
ეგ არის, მაგრამ გრძელი გამოდის. ბრჭყალებს უწერენ შემოკლების სახით (ანუ გულისხმობენ inch-ებს). — BH განხილვაწვლილი 08:07, 2 ივლისი 2011 (UTC)
მუსიკოსების თარგები
გიორგი, ამ საკითხზე რას ფიქრობ - აი სანავიგაციო თარგები რომ გვაქვს, ჟანრების მიხედვით რომ ჩავახარისხოთ. მაგალითად, თუ არის ძირითადი კატეგორია ’მუსიკოსების თარგები’, შიგნით იყოს ’ჰიპ ჰოპ მუსიკოსების თარგები’, ’ჰიპ ჰოპ ჯგუფების’, ’რეპერების თარგები’, ’როკ მუსიკოსების თარგები’, ’როკ ჯგუფების თარგები’, ’მეტალ ჯგუფების თარგები’ და ა.შ.
ყველაფერი ერთად რომ არ ეყაროს. — BH განხილვაწვლილი 12:30, 2 ივლისი 2011 (UTC)
- კარგი იდეაა.—G.G. 12:36, 2 ივლისი 2011 (UTC)
en:Category:Rappers templates - აი მაგალითი. მოკლედ, ვიღაცეებს მივხედავ და მეტალზე როგორ ვქნათ, ასე?
- კატეგორია:ჰევი მეტალ მუსიკოსების თარგები
- კატეგორია:ჰევი მეტალ ჯგუფების თარგები
? — BH განხილვაწვლილი 12:42, 2 ივლისი 2011 (UTC)
- რაღაც ვერ მომწონს... მგონი, ეს სიტყვა 'ჰევი'. ზოგადად, ყოველთვის უფრო ეროვნული 'მძიმე'-ს მომხრე ვარ. :) საერთოდ რომ მოვაშოროთ? ...არც ასე მომწონს. მოკლედ,
- კატეგორია:მძიმე მეტალ მუსიკოსების თარგები
- კატეგორია:მძიმე მეტალ ჯგუფების თარგები
- ესენია ჩემი ვარიანტები.—G.G. 12:54, 2 ივლისი 2011 (UTC)
ძალიან კარგია. — BH განხილვაწვლილი 13:07, 2 ივლისი 2011 (UTC)
გიორგი, აქ არის კიდევ ცარიელი კატეგორიები - კატეგორია:XX საუკუნე მუსიკაში. ანუ 1993 წლის მუსიკალური ალბომები, 1994 წლის მუსიკალური ალბომები და ა.შ. — BH განხილვაწვლილი 13:24, 2 ივლისი 2011 (UTC)
- დღესვე, ცოტა მოგვიანებით მივხედავ. ალტერნატიულ კატეგორიებს უნდა გადავხედო წაშლამდე.—G.G. 13:33, 2 ივლისი 2011 (UTC)
რა უბედურებაა
We Can Fly (Yes-ის სიმღერა) - თითქოს ყველაფერი სწორად არის და მაინც სტატის ბოლოს, სქოლიოს შემდეგ რაღაც უცნაურობა გამოიტანა. სქოლიოს გამო არ არის (ამოვშალე და ისე ვნახე). რა შეიძლება იყოს? იქნებ ჩახედო, თუ რამეს გაიგებ... — BH განხილვაწვლილი 08:27, 6 ივლისი 2011 (UTC)
ბოდიში, თავისით გასწორდა. მას შემდეგ, რაც სანავიგაციო დაფა ჩავსვი (?????). — BH განხილვაწვლილი 08:31, 6 ივლისი 2011 (UTC)
გიორგი, მიხედე რა. კიდევ ერთი გაფრთხილება მიეცი ან რამე ქენი, თორემ წვალობს კაცი :D არ გაგვიხსნეს აქ ვორდპრესის და ბლოგერის ფილიალი.. — BH განხილვაწვლილი 11:06, 6 ივლისი 2011 (UTC)
მომხმარებლის კონფიგურაციის გვერდებზე გადამისამართებების წაშლა
ჰაი! ესენი ბარემ რომ წაშალო, ძალიან რთული ხომ არ იქნება?--გიორგი; 08:19, 9 ივლისი 2011 (UTC)
- მოქმედებანი შესრულებულ არს —G.G. 08:33, 9 ივლისი 2011 (UTC)
- მადლობა :)--გიორგი; 08:40, 9 ივლისი 2011 (UTC)
ჰოო სუ დამავიწყდა. მადლობა გიო--Otogi განხილვაწვლილი 12:26, 11 ივლისი 2011 (UTC)
- არაფერს. —G.G. 12:28, 11 ივლისი 2011 (UTC)
გაუ. თარგ:სიახლეებში თარიღს არქამდე არ ვსვამდით, ეს ტექსტი ხომ ისედაც დღის მოვლენებში გადადის. :) — ჯაბა ლაბა 17:14, 14 ივლისი 2011 (UTC)
- ოკ. გასაგებია.—G.G. 17:16, 14 ივლისი 2011 (UTC)
ისტორია ხომ არ დაიკარგა?
გთხოვ ეს ცვლილება ნახო და გაარკვიე ეს ისტორია ხომ არ დაიკარგა? — ჯაბა ლაბა 13:26, 15 ივლისი 2011 (UTC)
- ისტორიების გაერთიანებაა საჭირო. ისტორია არის გადამისამართების ისტორიაში, დაკარგული არაა, მაგრამ ამას მხოლოდ ძალიან მოწადინებული მომხმარებელი თუ ნახავს. მივხედავ ახლავე.—G.G. 16:09, 15 ივლისი 2011 (UTC)
- გაკეთდა—G.G. 16:21, 15 ივლისი 2011 (UTC)
Article request
Hi! Would it be alright if you made a short stub on the en:Interstate Aviation Committee? It's a CIS agency that investigates aviation accidents. Despite the split between Russia and Georgia, the IAC still lists Georgia as one of its member states.
If you want more requests, I have:
- en:Ministry of Corrections and Legal Assistance (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო)
- en:United Transport Administration (ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია)
Thank you WhisperToMe განხილვაწვლილი 14:10, 15 ივლისი 2011 (UTC)
- Hi! Well, first of all, I don't like then someone is requesting from me creating any article. But, because of aviation is my interest (guess, you've referred me because of that :)), I'll create the first article soon, but I can't promise creating others.—G.G. 16:52, 15 ივლისი 2011 (UTC)
- Thank you very much :) - I look forward to seeing the first article :) - Like you, I'm also very interested in aviation WhisperToMe განხილვაწვლილი 09:31, 17 ივლისი 2011 (UTC)
- Done. See სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი.—G.G. 08:27, 21 ივლისი 2011 (UTC)
- Thank you very much! I really appreciate it! WhisperToMe განხილვაწვლილი 03:25, 23 ივლისი 2011 (UTC)
- Done. See სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი.—G.G. 08:27, 21 ივლისი 2011 (UTC)
- Thank you very much :) - I look forward to seeing the first article :) - Like you, I'm also very interested in aviation WhisperToMe განხილვაწვლილი 09:31, 17 ივლისი 2011 (UTC)
ეეეჰ
en:User:Taro-Gabunia და en:User:TGabunia
აბა რა ეგონა, ცეცხლს რომ ეთამაშებოდა იქ. Sock Puppet და მორჩა. --BH განხილვაწვლილი 21:40, 18 ივლისი 2011 (UTC)
- ცოტა გვიან კი მიხვდნენ: It is clear from the manner of your editing that you are a reincarnation of the blocked user Taro-Gabunia (talk · contribs); accordingly, I've blocked this account indefinitely.
- If you want to return to editing, you should wait for a while (at least several months) and then request an unblock on this page or the talk page of one of your earlier accounts, making it clear that you are not going to repeat the behavior that led to your blocks. Ucucha 00:10, 4 July 2011 (UTC)
- და მერე ამისი თავის მართლება:
- I was blocked mistakenly. Can you prove it? TGilmour (talk) 00:12, 4 July 2011 (UTC)
- და ოთხჯერ მიმართვა ადმინებისადმი ბლოკის მოსახსნელად და ოთხჯერვე უარი.
- და ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო მიზეზი, რის გამოც ბლოკი უნდა მოეხსნათ: The reason why I was blocked in previous months was that I didn't know how to use Wikipedia and now I know it, hence you no longer have a sufficient reason to block me
- კიდევ ერთი ანგარიში ჰქონია ამას en:User:TaroG..., ეს არ ვიცოდი. გამოდის, სულ ექვსი ანგარიში ჰქონდა გახსნილი (Taro-Gabunia, TGabunia, Gilmour, Taro-James, TGilmour და TaroG...), ეს ჩვენთვის რაცაა ცნობილი.
- პ.ს. სავარაუდოდ, მატებას უნდა ველოდოთ. —G.G. 07:31, 19 ივლისი 2011 (UTC)
თან რა პოეტურია სახელი სამი წერტილით :)
ისა და იმ კატეგორიას იმ გერმანულმა ვანდალმა შეუნთო უკვე რამდენიმე დღეა და შეიძლება დაცვა? — BH განხილვაწვლილი 07:32, 19 ივლისი 2011 (UTC)
- პრინციპში, კი. რადგან ჩვეულებრივ მომხმარებლებს იქ არაფერი ესაქმებათ.—G.G. 07:35, 19 ივლისი 2011 (UTC)
- დაცულია სრულად.—G.G. 07:39, 19 ივლისი 2011 (UTC)
მშვენიერია. ტაროს რაც შეეხება - არ გაუმართლა. მანდ მაგის საქმიანობას სრულად გააკონტროლებენ და ერთ დღეს (თუ ასე გააგრძელა) მაგაზე ბოტსაც დაგეშავენ, რომ ავტომატურად ბლოკოს. — BH განხილვაწვლილი 07:40, 19 ივლისი 2011 (UTC)
გიორგი ამას წავაწყდი სრულიად შემთხვევით. წყარო მიუთითე. — ჯაბა ლაბა 16:14, 19 ივლისი 2011 (UTC)
- მიეთითა—G.G. 07:42, 20 ივლისი 2011 (UTC)
ამიტომაც გამოიყენე user :D--გიორგი; 09:17, 21 ივლისი 2011 (UTC)
თხოვნა
გთხოვ ვიკიპედიის ლოგოს 50 000 მოაცილო. მადლობა.--ცანგალა (გ) 10:57, 25 ივლისი 2011 (UTC)
- რატომ ვითომ?--გიორგი; 10:58, 25 ივლისი 2011 (UTC)
- რატომ და დამთავრდა ეს დღესასწაული და ვემზადებით 60 000-თვის.--ცანგალა (გ) 11:58, 25 ივლისი 2011 (UTC)
- ყავახანაში იყო ამაზე საუბარი? მე ვერ ვიპოვე.--გიორგი; 12:05, 25 ივლისი 2011 (UTC)
- ჯერ ჩამოვყალიბდეთ ერთ აზრზე.—G.G. 14:11, 25 ივლისი 2011 (UTC)
- ყავახანაში იყო ამაზე საუბარი? მე ვერ ვიპოვე.--გიორგი; 12:05, 25 ივლისი 2011 (UTC)
- რატომ და დამთავრდა ეს დღესასწაული და ვემზადებით 60 000-თვის.--ცანგალა (გ) 11:58, 25 ივლისი 2011 (UTC)
- იგივე თემა გავხსენი ყავახანაში. --ცანგალა (გ) 15:03, 25 ივლისი 2011 (UTC)
ლიტერატურა
იხ. დიდი აბული შენს მიერ არის ჩამატებული ლიტერატურა. გვ. რომელს გულისხმობ? იხივე პრობლემა პატარა აბულიც--ცანგალა (გ) 17:21, 28 ივლისი 2011 (UTC)
- მაგ ორ სტატიას, მე რამდენადაც მახსოვს, დაემატა ინფორმაცია ერთ წინადადებიანი სტატიიდან აბულის შესახებ. წყაროც იმ სტატიიდან მაქვს გადმოტანილი, როგორც იქ იყო მითითებული (მე ქსე არ მაქვს).—G.G. 17:38, 28 ივლისი 2011 (UTC)
ინფოდაფა სინგლი
გიორგი, თუ გეცლება და სურვილი გექნება, იქნებ სცადო ინფოდაფა სინგლში ისე გაკეთება, რომ ეს სურათი არ ჩნდებოდეს ყდის არქონის შემთხვევაში. ველის ამოშლა ინფოდაფიდან (სტატიაში) არ შველის. — BH განხილვაწვლილი 08:41, 30 ივლისი 2011 (UTC)
- გაკეთდა—G.G. 09:13, 30 ივლისი 2011 (UTC)
მშვენიერია. მადლობა! — BH განხილვაწვლილი 09:21, 30 ივლისი 2011 (UTC)
კიდევ პრობლემა - მაგალითი Echoes (სიმღერა). ინფოდაფაში რომ არის ’Meddle სიმღერების სია’, მაგის უკანა ფონი არ არის. იასამნისფრად უნდა იყოს გამოყოფილი, არა? — BH განხილვაწვლილი 10:33, 30 ივლისი 2011 (UTC)
- ესეც გაკეთდა —G.G. 12:03, 30 ივლისი 2011 (UTC)
გაკეთდა, მაგრამ ისევ მარცხნივ არის ჩაწეული ყველაფერი.. :( რა უბედური თარგია. — BH განხილვაწვლილი 12:16, 30 ივლისი 2011 (UTC)
- კეში გაწმინდე. ჩემთან ცენტრშია.—G.G. 12:17, 30 ივლისი 2011 (UTC)
მგონია, მუშაობს :) — BH განხილვაწვლილი 12:59, 30 ივლისი 2011 (UTC)
თხოვნა
გაუ, სტატიაში ეგროსი სურპრიზის მიერ არის ჩამატებული ფაილი, რომელიც ძალზე დიდია. იქნებ დააპატარაო. მე არ ვიცი როგორ გავაკეთო, რადგან თარგი აქვს გამოყენებული. წინასწარ მადლობა. დათო1010 ვთხოვე გუშინ ან ვერ გააკეთა ან ვერ გაიგო რას ვთხოვდი.--ცანგალა (გ) 10:30, 30 ივლისი 2011 (UTC)
- ასე უკეთესია?—G.G. 12:31, 30 ივლისი 2011 (UTC)
- ხომ არ აჯობებს, ამდენ გათვლებს, სურათი (გადიდებულივე) პრინტსკრინით შევინახოთ და მერე ისე ავტვირთოთ? ასე, რაღაც წარწერები ეფარება ერთმანეთს.—G.G. 13:06, 30 ივლისი 2011 (UTC)
- ასე უკეთესი ზომა არის (შენ როგორ ფიქრობ?), წარწერებზეც გეთანხმები. პინქ ფლოიდის განხილვის გვერდის წაიკითხე ამ საკითხთან დაკავშირებით.--ცანგალა (გ) 14:46, 30 ივლისი 2011 (UTC)
- წავიკიტხე. ზომა უკეთესია, რა თქმა უნდა, მაგრამ წარწერებთან დაკავშირებული პრობლემის გამო დავწერე ეს: სურათი (გადიდებულივე) შევინახოთ და მერე ისე ავტვირთოთ-მეთქი. ამაზე რა აზრის ხარ? თუმცა ამასაც აქვს თავისი მინუსი: წარწერებზე ახლა რომ ბმულებია, ეგენი აღარ იქნება და ძალიან დაპატარავდება ისინი...—G.G. 14:54, 30 ივლისი 2011 (UTC)
- ასე უკეთესი ზომა არის (შენ როგორ ფიქრობ?), წარწერებზეც გეთანხმები. პინქ ფლოიდის განხილვის გვერდის წაიკითხე ამ საკითხთან დაკავშირებით.--ცანგალა (გ) 14:46, 30 ივლისი 2011 (UTC)
- სურათი (გადიდებულივე) შევინახოთ და მერე ისე ავტვირთოთ-მეთქი. — ეს არ მესმის. წარწერებზე ბმულები უნდა დარჩეს. არ შეიძლება ხელმეორედ შემოიტანო მაგ ფაილი ე. ი. შენ რომ გააკეთო ხელმეორედ, მაგრამ რომ ჩანდეს ფაილის ისტორია, რომ პირველი არის სურპრიზი და შემდეგ შენი გაუმჯობესებული.--ცანგალა (გ) 17:51, 30 ივლისი 2011 (UTC)
- კარგი. რადგან ბმულები გვინდა, რაც დავწერე, აზრი ეკარგება ისედაც. მაგ ფაილის გაუმჯობესება არ გამოვა, ერთადერთი მარცხნივ შეიძლება ჩამოეჭრას პატარა სივრცე, მაგრამ ეს არსებითად არაფერს შეცვლის. ეს რაც ფაილს შეეხებოდა. ეხლა თარგში, რომლითაც ეს ფაილია ჩასმული, ზომები შევუცვალე, ოდნავ გავადიდე, შესაბამისად, კოორდინატებიც შევცვალე. ახლა ერთმანეთს არაფერი ეფარება.—G.G. 07:03, 31 ივლისი 2011 (UTC)
- მადლობა მე მომწონს.--ცანგალა (გ) 10:17, 31 ივლისი 2011 (UTC)
თხოვნა
ადრე გთხოვე და დამეხმარე. ამჯამადაც იგივე პრობლემა მაქვს ვგულისხმობ [1]--ცანგალა (გ) 10:17, 31 ივლისი 2011 (UTC)
- ამ გვერდის მიხედვით არის, რომ ლიტერატურას ვსვამ სადაც აკლია. მიშველეეეეეე--ცანგალა (გ) 11:19, 31 ივლისი 2011 (UTC)
ამას მე ვერ ვუშველი. ქართული ვიკის მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, იმედია, დროებითი. რაც შევამოწმე, ინგლისური, გერმანული და იტალიური მუშაობს, ესპანურსა და რუსულში იგივე პრობლემაა. —G.G. 14:13, 31 ივლისი 2011 (UTC)
- მადლობა. იმედია დროებითი პრობლემაა.--ცანგალა (გ) 14:30, 31 ივლისი 2011 (UTC)
- მადლობა, მეც ვნახე.--ცანგალა (გ) 17:48, 31 ივლისი 2011 (UTC)
გიორგი, ერთი მიბლოკე რა ეს გერმანელი ბოტ-ვანდალი სამუდამოდ, შეუნთო უკვე მთელ ვიკიპედიებს. როგორც წესი, სხვაგან ბლოკავენ ან სახელს შლიან, ეტყობა ამჯერად რაღაც სხვა მოიმოქმედა. — BH განხილვაწვლილი 06:59, 6 აგვისტო 2011 (UTC)
ბოდიში, გაგიკეთებია უკვე. :) მისი მომხმარებლის გვერდიც წაშალე რა. — BH განხილვაწვლილი 07:00, 6 აგვისტო 2011 (UTC)
- რა ძალიან შემოგვეჩვინენ ეს გერმანელი ვანდალები. წავიდნენ და გერმანულ ვიკიში „იმოღვაწეონ“, რაკი გერმანელები არიან. —G.G. 07:12, 6 აგვისტო 2011 (UTC)
მართალია, დათო ამასთან კავშირში არ არის, მაგრამ ეტყობა იქიდან რაღაცნაირად დაგეშილები არიან მაგაზე და მაგის განხილვაში გამუდმებით წერენ. ხან ეს დაუწერს რამე სკაბრეზულს, ხან ის მეორე ნეინაცისტს უწოდებს. — BH განხილვაწვლილი 07:14, 6 აგვისტო 2011 (UTC)