აკაკი (საკუთარი სახელი)

მამაკაცის საკუთარი სახელი (Acacio)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აკაკი.
აკაკი

(Ἀκακιος)

ბერძნული
სქესი: მამრობითი

კნინობ. ფორმები: კაკი, აკა, აკი, აკო, კაკო, კაკუნა.
უცხოენოვანი ანალოგები:

ინგლ. Akaki
ბერძ. Ἀκακιος
რუს. Акакий

დაკავშირებული სტატიები: დაწყებული „აკაკი“

ყველა სტატია „აკაკი“

აკაკი — საკუთარი სახელი, ძირითადად გავრცელებულია საბერძნეთსა და საქართველოში, განსაკუთრებით კი იმერეთში. ძირი წარმოსდგება ძველ ბერძნული სიტყვიდან “Ἀκακιος”, (ითარგმნება როგორც „აკაკიოს“), რაც ქართულად ნიშნავს „უწყინარს“, „უბოროტოს“[1]. სახელი განსაკუთრებით პოპულარული გახდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც აკაკი წერეთელი გამოჩნდა ქართული ლიტერატურის სარბიელზე. მისი შემოკლებული, საალერსო ფორმებია: კაკი, აკა, აკი, აკო, კაკო, კაკუნა. სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 11011 მატარებელი[2], თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია: 1997 წლის აღწერით, საქართველოში ცხოვრობდა 13415 აკაკი[3].

ცნობილი წარმომადგენლები რედაქტირება

წმინდანები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.orthodoxy.ge/sakhelebi/ka/m_ani.htm
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2011-06-13.
  3. გვარ–სახელები საქართველოში, თბ. 1997, ა.სილაგაძე, ა. თოდაძე